5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: გაიხსენეთ, რა არის სულის მხნეობა და გარშემომყოფებთან მისი დემონსტრირება მოახდინეთ. მათაც ენერგიაზე მოიყვანთ და თავადაც მშვენიერ ხასიათზე დადგებით.
კარიერა: მთელი სამუშაო დღე თქვენს განკარგულებაშია. მოულოდნელი და ექსტრემალური არაფერი გელით, ამიტომ შეგიძლიათ, ოფისის სიმშვიდითა და მყუდროებით დატკბეთ. მიიღეთ სიამოვნება კიდევ ერთი განვლილი დღით.
სიყვარული: თუ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა მყარი და საიმედოა, ხვალ შეგიძლიათ, მომდევნო ნაბიჯის გადადგმაზე იფიქროთ. მაგალითად, ოჯახის შექმნაზე ან კიდევ ერთი, პატარა ადამიანით გაზრდაზე.




კურო
ჯანმრთელობა: 
ხვალ კუროებისთვის მთავარი სისწრაფე და მოხერხებულობაა, ამიტომ ეცადეთ, გულმოდგინედ შეადგინოთ დღის განრიგი და სამოქმედო გეგმა.
კარიერა: ეცადეთ, საკუთარი ფიქრები და გრძნობები მოაწესრიგოთ, რადგან ნათელი გონება უახლოეს ხანებში ძალიან გამოგადგებათ. ამ ეტაპზე პირადი ცხოვრებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შეთავსების ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება. ამიტომ, დროებით, პირადი ცხოვრება უნდა დაივიწყოთ.
სიყვარული:  საყვარელი ადამიანის ქცევა ალოგიკური და გაუგებარი გეჩვენებათ. მისი მოქმედებები თქვენს წარმოდგენებთან მოწინააღმდეგე სქესის ქცევაზე სრულ წინააღმდეგობაში მოდის. რა გაეწყობა, ბედს უნდა შეურიგდეთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ტყუპების მდგომარეობა სტაბილურია და სანერვიულო არაფერი გექნებათ, თუმცა, ზოგიერთებს შეიძლება თავში მოუვიდეთ, რომ, რადგან ყველაფერი კარგადაა, ორგანიზმის ზედმეტი გადატვირთვაც შეიძლება. აი, აქ უკვე ფრთხილად უნდა იყოთ.
კარიერა: 
ხვალ სამსახურში ძალიან აქტუალური იქნება დაზღვევის თემა. თუ თქვენს საქმიანობას ამ სფეროსთან კავშირი არ აქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ რთული დღე გელით.
სიყვარული: ეფექტური შედეგი შრომის სწორად გადანაწილებას მოაქვს. თუ თქვენ რაღაცას განსაკუთრებით სწრაფად და ხარისხიანად აკეთებთ, ამ მიმართულებით იმუშავეთ. ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ის აკეთონ, რაც უკეთ გამოსდით.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ, რამდენ და როგორ ტკბილეულს მიირთმევთ. ეცადეთ, ნაკლები კანფეტები და შაქარი მიირთვათ და უპირატესობა ხილსა და ჩირეულს მიანიჭოთ. ეს თქვენთვის გაცილებით სასარგებლო იქნება.
კარიერა: მშვენიერი დროა თქვენი ნოვატორული იდეების ცხოვრებაში განსახორციელებლად. ყველაფერი გააკეთეთ მათი სწრაფი აღიარების მიმართულებით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წინ რთული ამოცანა გელით, თუმცა შესრულებული სამუშაოსთვის მიღებული ჯილდო ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
სიყვარული: 
დროებითი ნაცნობობისთვის შესაფერისი დღეა. ისინი თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენენ, სამაგიეროდ, განწყობას გაგიუმჯობესებენ. მთავარია, საინტერესო ადამიანი დროულად შენიშნოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან შეიძლება საქმეს ვერ გაუმკლავდეთ და უკან დახევაც მოგერიდოთ. კარგი იქნება, თუ კუნთების ამუშავებაზე იზრუნებთ და ორგანიზმის გაკაჟების ღონისძიებებს მიმართავთ.
კარიერა:
კონკურენტებთან დიდი დაპირისპირება გელით. გამარჯვება მას დარჩება, ვინც ზუსტად მოიფიქრებს მოქმედების სტრატეგიას და დაძაბულ მომენტში თავს გადაირჩენს. გამარჯვებულს მშვენიერი შანსი მიეცემა, რომ თავისი ბიზნესი ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. სწორედ ისინი დაგეხმარებიან საყვარელი ადამიანის უკეთ გაგებასა და უფრო მეტად შეყვარებაში. გაიხსენეთ დეტექტივები, რომლებიც ბავშვობაში წაგიკითხავთ და თავი შერლოკ ჰოლმსის ან მისის მარპლის ადგილას წარმოიდგინეთ. არც ერთი დეტალი არ უნდა გამოგეპაროთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია. ეცადეთ, რვა საათზე ნაკლები არ იძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ორგანიზმი ძალების აღდგენას ვერ შეძლებს და დაღლილობა და გაღიზიანება შეგაწუხებთ.
კარიერა: შეფი მოულოდნელ „საჩუქარს“ გიმზადებთ. სავარაუდოდ, პროფესიონალი კადრების ნაკლებობის საბაბით, სამუშაოს მოცულობას გაგიზრდიან. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასთანხმდეთ, სანამ დამატებითი ანაზღაურების საკითხებს არ შეათანხმებთ.
სიყვარული:
თქვენს რჩეულს ცნობისმოყვარეობა კლავს, რომ გაიგოს ყველაფერი, რის თქმაც მისთვის გინდათ ან რატომღაც თავს იკავებთ. მზად იყავით „ჯვარედინი დაკითხვისა“ და  გამომტეხავი, დაჟინებული მზერისთვის.


 



სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ვარსკვლავები სასწორებს არ ურჩევენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი ან მცდარი აღმოჩნდება. მოითმინეთ ზეგამდე.
კარიერა: ხვალინდელ დღეს ხელმძღვანელობასთან ან მაღალი თანამდებობის პირებთან შესახვედრად ხალიჩაზე გავლა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და არ შერცხვებით. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ და ზედმეტად არ აღელდეთ.
სიყვარული: ხვალ გაირკვევა, რომ საყვარელი ადამიანი დიდი ხნის მანძილზე გიმალავდათ წყენას, მაგრამ რატომღაც არ აღიარებდა. შეეცადეთ, გაარკვიოთ არა მხოლოდ ის, რატომ არის თქვენზე ნაწყენი, არამედ ისიც, რატომ არ აღიარებდა მას. სასურველია, ამგვარი სიტუაცია აღარ განმეორდეს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: დაგეგმეთ ზომიერი ფიზიკური ვარჯიში, რომელიც აუცილებლად დაეხმარება თქვენს ორგანიზმს სწორად მუშაობაში და გულზე დადებითად იმოქმედებს.
კარიერა: ხვალ ისეთი ენერგიული იქნებით, როგორც არასდროს. ამგვარი აქტიურობით იშვიათად გამოირჩევით. შეეცადეთ, ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ! შეგიძლიათ, უფრო მეტი საქმე გააკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ. თუკი სირთულეები წარმოგექმნებათ, გული არ გაიტეხოთ. ხვალ სპონტანური გადაწყვეტილებები ყველაზე უკეთესი იქნება.
სიყვარული: რა სახის პრობლემაც არ უნდა წარმოგექმნათ ხვალინდელ დღეს, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ზურგს უკან ძლიერი მფარველი დგას: თქვენი საყვარელი ადამიანი მოუთმენლად ელოდება თქვენთან შეხვედრას ან ოცნებობს თქვენი ხმის გაგონებაზე, რათა გაგამხნევოთ, საქმიანი რჩევა მოგცეთ ან, უბრალოდ, თავზე ხელი გადაგისვათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, მშვილდოსნების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალოს, მაგრამ ნუ იჩქარებთ განგაშის ატეხას. უბრალოდ, მიმართეთ ექიმს - ის ნამდვილად შეძლებს თქვენს დამშვიდებას.
კარიერა: ხვალ მცირედმა შეცდომამაც კი შესაძლოა, თქვენს შესაძლებლობებზე არასასურველი საუბრები გამოიწვიოს. უმჯობესია, არაფერი გააკეთოთ, რადგან შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის.
სიყვარული: ამ ნიშნით დაბადებულებს არცთუ ისე მარტივი არჩევანის გაკეთება მოუწევთ: ვალდებულება თუ სიამოვნების მიღება? სანამ ეს საშინელი ფიქრები თავს გიმტვრევთ, დაფიქრდით, იქნებ მათი შერწყმა შეძლოთ? მაგალითად, წახვიდეთ წვეულებაზე, მაგრამ შეეცადოთ, სახლში ადრე მიხვიდეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენთ, დაავადებას აუცილებლად დაამარცხებთ და თან მის წარმოქმნასაც აიცილებთ თავიდან. დროა, თქვენთვის რომელიმე სპეციალური გამაჯანსაღებელი სისტემა აირჩიოთ. სწორედ ამ საქმიანობით დაკავდებით ხვალ. 
კარიერა: ხვალ უმჯობესია, შემთხვევითობას მიენდოთ და დინების მიმართულებით იცუროთ. ვარსკვლავები თქვენგან დამოუკიდებელ ცვლილებებს გპირდებიან. შესაძლოა, თანამდებობა აგიმაღლონ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი სიტუაცია თქვენი გეგმის მიხედვით არ განვითარდება - არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ: რაც ხდება - ყველაფერი უკეთესობისკენ!
სიყვარული: გამოამჟღავნეთ მაქსიმალური სითბო საყვარელი ადამიანის მიმართ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ სჭირდება თქვენს გულისსწორს თქვენი მხარდაჭერა და მისი პრობლემების გაზიარება. გამოიჩინეთ ჩვეულებრივზე უფრო მეტი ყურადღება მის მიმართ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებისთვის სასარგებლო იქნება მარტო ყოფნა. მოერიდეთ ამაოებას და იზრუნეთ დაზიანებულ ნერვებზე. მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას.
კარიერა: თუკი თქვენდამი გამოვლენილ ნდობას გაამართლებთ, თქვენი კარიერა საოცარი სისწრაფით განვითარდება. თუმცა, ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. საკმაოდ ბევრი შრომა მოგიწევთ იმისთვის, რომ ყველაფერი მოცემულ ვადებში შეასრულოთ. სამაგიეროდ ანაზღაურებაც დიდხანს არ გალოდინებთ.
სიყვარული: მერწყულები მეორე ნახევარს სიურპრიზს მოუწყობენ. იქნებ, ბოლო დროს რამე დააშავეთ? საჩუქრისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, აირჩიოთ რაიმე ექსტრავაგანტური. მაგალითად, ერთი კოლოფი ძვირად ღირებული სიგარა ან კარგი ხარისხის, არომატული საცვლები. ინტუიცია არ გიღალატებთ - სიურპრიზი წარმატებით ჩაივლის!


 


თევზები
ჯანმრთელობა: ეცადეთ, გარშემომყოფ ადამიანებთან მეგობრული, რაც შეიძლება გულწრფელი და მაქსიმალურად მომღიმარი იყოთ. ეს დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა: ხვალ სერიოზულად იფიქრეთ საკუთარ კარიერაზე და გადადგით პირველი ნაბიჯები კარიერული ზრდისთვის. შესაძლოა, ეს ნაბიჯი მომავალში აღარასდროს გადადგათ, მაგრამ მთავარია არა მოქმედების, არამედ ფიქრის პროცესის დაწყება, რომელიც საბოლოოდ ყველაფერს თქვენი მონაწილეობის გარეშე მიხვდება.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თამაშის ხასიათზე იქნება, რასაც საკუთარ თავზე იგრძნობთ. ის ყველანაირად ეცდება, მახე დაგიგოთ, შეგაშინოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურადაც. საკმაოდ გაგიჭირდებათ მასთან შეწინააღმდეგება, მაგრამ ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?