6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ამინდის ცვალებადობის მიმართ მგრძნობელობა მომატებული გაქვთ, ამიტომ თავს თუ შეუძლოდ გრძნობთ, უარი თქვით დაგეგმილ საქმეებზე და უბრალოდ, დაისვენეთ.
კარიერა: ეცადეთ, სამუშაო გრაფიკის ყურებისას, რომელშიც თავისუფალი ადგილი არ დარჩა, დეპრესიაში არ ჩავარდეთ. არ ღირს უკან დახევა მაშინ, როცა წინ დიდი წარმატება გელით. სირთულეებს საბრძოლო განწყობით უნდა დახვდეთ. ასე რომ, ძალები მოიკრიბეთ და საქმეს შეუდექით.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომლის სახელი ძალიან მოგწონთ. დარწმუნებული იყავით, რომ ცუდ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებენ, ასეთ სახელებს არ არქმევენ. იქნებ, მასთან დაახლოებისა და შესაძლოა, მყარი კავშირის შექმნის მიზნით, მისი მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ?




კურო
ჯანმრთელობა:
გახსოვდეთ, რომ გარემოს მკვეთრი ცვლა თქვენს ჯანმრთელობას სასიკეთოდ არ წაადგება, მაგრამ მცირე კორექტივები, მაგალითად, ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში კომპიუტერის გადატანა უფრო თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა იმიტომ, რომ გადატანის დროს, ბოლოს და ბოლოს, მტვერს მოაცილებთ.
კარიერა: ეს დღე საქმიანი კონტაქტებით, კონფერენციებით და საჯარო გამოსვლებითაა დატვირთული. ახალი, საინტერესო პროექტებითა და იდეებით კოლეგების გაოცებას თუ აპირებთ, ახლავე უნდა დაიწყოთ. ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ.
სიყვარული: ოჯახური ბიუჯეტის გაზრდაზე ფიქრი არ გასვენებთ. პრობლემის გადაჭრა სწრაფად ვერ მოხერხდება, რადგან თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ოჯახური ბუღალტერიის დებეტისა და კრედიტის საკითხებში განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. სავარაუდოდ, კამათი მისი გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ მხოლოდ დღეს.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ეს დღე მუშაობისთვის შეუფერებელია. ახლა თქვენთვის დასვენება გაცილებით მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, სჯობს, ერთი დღე საკუთარი სურვილით არ იმუშაოთ, ვიდრე მერე მთელი კვირა საავადმყოფო ფურცელზე იყოთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი ადამიანის იმიჯი შეინარჩუნოთ. ეს სამსახურშიც დაგეხმარებათ და პირად ცხოვრებაშიც - საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება ძალიან მოსწონთ და ყველაფერს გააკეთებენ მასთან კონტაქტის დასამყარებლად.
სიყვარული: თქვენი ცხოვრების საუკეთესო დღეები წინაა, ამიტომ წარსულზე დარდი არ ღირს. ნოსტალგია მხოლოდ მაშინაა კარგი, როცა ახალ სასიყვარულო ურთიერთობებში ხელს არ გიშლის.



  
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
დაუჯერეთ ბრძენი კარლსონის სიტყვებს: „სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე. დანარჩენი ყველაფერი ცხოვრებისეული წვრილმანებია“. თუ არ გამოგდით, კიდევ სცადეთ. ეს ყველა წამალზე უკეთ დაგეხმარებათ.
კარიერა: შესაძლოა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ - თქვენი მეგობრები თქვენგან მეტ ყურადღებას ითხოვენ, რაც წინააღმდეგობაშია თქვენს საქმიან გეგმებთან. ძნელია, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან რაღაც გამოსავალი უნდა მოძებნოთ.
სიყვარული:
კირჩხიბებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. ხვალ უსიამოვნებებს თქვენი ან მეუღლის მშობლებისგან უნდა ელოდოთ. გამორიცხული არაა, თქვენმა მშობლებმა თქვენივე თანდასწრებით, თქვენი მეორე ნახევრის უარყოფითი მხარეები განიხილონ. 


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ იმ ამოცანას ამოხსნით, რომელზეც დიდი ხანია, თავს იმტვრევთ. თუ ეს ამოცანა თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ეხება, გილოცავთ! ამიერიდან ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
კარიერა: თუ თქვენი ფირმა ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობებზეა ორიენტირებული, ხვალ კლიენტების შემოსევა გექნებათ. შესაბამისად, სამუშაოს მოცულობა გაიზრდება. მათთვის, ვისაც მომხმარებელთა ვიწრო წრე ჰყავს, დღე ძალიან მშვიდად და ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე ჩაივლის.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი თქვენთვის გაუგებარ თემებზე გესაუბრებათ, რაც ძალიან გაოცებთ. ეცადეთ, მიანიშნოთ, რომ ყველაფერი, რასაც გეუბნებათ, საჭიროდ და საინტერესოდ არ გეჩვენებათ. იმედია, მიხვდება და თემას შეცვლის ან უკვე ნათქვამს სათანადოდ განმარტავს.



 
ქალწული
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ მასაჟს გაიკეთებთ. ეს დაგეხმარებათ, გაცილებით სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეთ ბევრ პრობლემას.
კარიერა: 
ხვალ ყველა პრობლემის „ხელის ერთი მოისმით“ გადაჭრა გაგიჭირდებათ. გირჩევთ, სხვა ტაქტიკა შეარჩიოთ და მოთმინებით დაელოდოთ, როდის შეიცვლება სასიკეთოდ სიტუაცია. აი, მაშინ უნდა იმოქმედოთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ.
სიყვარული: თავი შეიკავეთ მეგობრებისთვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებისგან. განსაკუთრებით მოერიდეთ კონკრეტული სახელების თქმას - ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გახსოვდეთ, თქვენმა ყბედობამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, უშუალოდ ჩაერთეთ პროცესში. გამორიცხეთ ტელევიზორისა და წიგნების მონაწილეობა ჭამის დროს. საუბარიც, უმჯობესია, ჭამის შემდეგ წამოიწყოთ. ხვალ რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულებას ნაკლებად მოახერხებთ.
კარიერა: ხვალ მადლობა გადაუხადეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენი პროფესიული საქმიანობის მიღწევაში ოდესმე დაგეხმარათ. ასეთი ადამიანი არცთუ ისე ცოტა აღმოჩნდება, მაგრამ არ იზარმაცოთ: წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება დიდი ხნით დაგემშვიდობებათ და სხვასთან წავა.
სიყვარული: ვარსკვლავები თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს გირჩევენ, დაიწყოთ ფიქრი ფანტასტიკურ გეგმებზე და ნელ-ნელა ისინი ცხოვრებაში განახორციელოთ. თავად გაოცდებით, როგორ გამოგივათ ყველაფერი! თან, საკმაოდ სწრაფად.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, ხვალ მოერიდეთ ნახევრად მოხარშული ხორცისა და ნახევრად შემწვარი თევზის მიღებას. ბოსტნეული კი საგულდაგულოდ გარეცხეთ. თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხვადასხვა სახის პარაზიტების მიმართ. ასე რომ, აუცილებლად იზრუნეთ ჰელმინთოზის პროფილაქტიკაზე.
კარიერა: თუ გსურთ, სწრაფად მიაღწიოთ დასახულ მიზანს, აიძულეთ საკუთარი თავი მხოლოდ საქმეზე იფიქროთ. ნაკლებად გააკრიტიკეთ გარშემომყოფები და იყავით ლმობიერი კოლეგების სისუსტეების მიმართ. თქვენი შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა ხელმძღვანელობას აღაფრთოვანებს.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ეწვიოთ სილამაზის სალონს და თქვენი ვარცხნილობა ფორმაში მოიყვანოთ. იმიჯის შესაცვლელად შეგიძლიათ, რადიკალურ მეთოდებსაც მიმართოთ - ჩართეთ ფანტაზია.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნები შეეცდებიან, პრობლემები იქ ეძებონ, სადაც ისინი არ არის. აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამას გეტყვით. ნუ მოუსმენთ მას - უბრალოდ, ხვალ ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე იქნებით. შესაძლოა, პრობლემა მომდევნო დღეებში შენიშნოთ და არაფერია ცუდი იმაში, რომ მის აღმოფხვრაზე ფიქრი ხვალიდანვე დაიწყოთ.
კარიერა: ხვალ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი და კარგი იქნება, თუკი სხვებსაც არ მისცემთ უფლებას, ძლიერი და უარყოფითი ემოციებით დაგტვირთონ. დიდი ალბათობით, ვიღაცას თქვენი „ჩაძირვა“ სურს, ამიტომ ნუ წამოეგებით პროვოკაციებს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი დაიბნევა და ვერ გაარკვევს, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და როგორ მართოს თქვენი ესა თუ ის საქციელი. შეეცადეთ მას ყველაფერი დეტალურად აუხსნათ, პუნქტებად ჩამოუწეროთ, რათა ადვილად შეძლოს მიმდინარე მოვლენებში ორიენტირება და მასში უშუალო მონაწილეობა მიიღოს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენთვის სასარგებლო იქნება სისხლის მიმოქცევაზე ზრუნვა. სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი, სპეციალური წამლების მიღება. საკმარისია, ჩვეულებრივზე უფრო აქტიური ცხოვრების წესით დაკავდეთ.
კარიერა: ხვალ თავს მოწყენილად და მარტოსულად იგრძნობთ და საყვარელი სამუშაოც კი ვერ გაგიწევთ სასიამოვნო კომპანიას. სხვათა შორის, თუკი გამოგივათ და თუნდაც რამდენიმე წუთით არ იფიქრებთ იმაზე, რომ სამყარო ძალიან ცარიელი და ცივია, საქმეს უფრო მხიარულად და სწრაფად დაასრულებთ, აი, ნახავთ!
სიყვარული: საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება თქვენს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან ისინი სხვადასხვა ენაზე ისაუბრებენ. თუკი მსგავსი შეხვედრა ნამდვილად გარდაუვალია, მოგიწევთ, მოდერატორის როლში ყოფნა და ყველა მკვეთრი თუ უხეში კუთხის გასწორება და შელამაზება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც არ უნდა მოხდეს, შეინარჩუნოთ ოპტიმისტურ განწყობა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს თქვენთვის ძალზე რთული დავალება აღმოჩნდება. შეეცადეთ, გაიღიმოთ და ხშირად იცინოთ - მიზეზიც აუცილებლად გაჩნდება.
კარიერა: ხვალ თანამშრომლების მიმართ სიმკაცრის გამოსავლენად არცთუ ისე შესაფერისი დღეა. უმჯობესია, ლმობიერი იყოთ - ეს მნიშვნელოვნად ეფექტური იქნება. თუკი ვინმეს შეშინება მოგინდებათ, დახურეთ საკუთარი კაბინეტის კარები და ივარჯიშეთ სარკის წინ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ნაკლებად დააინტერესებს თქვენი კარგი თუ ცუდი განწყობის მიზეზი. ერთადერთი, რასაც ის გააკეთებს - ადეკვატური იქნება. არც ეს არის ცუდი, დააფასეთ...


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ დაიწყებთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წუწუნს გარშემომყოფებთან - დაუყოვნებლივ დაგარწმუნებენ, რომ საქმე ცუდად გაქვთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი არ დაიჯერებთ, ეს სიტუაციას ნამდვილად ვერ გამოასწორებს. საუბარი გსურთ? - მიმართეთ სპეციალისტს.
კარიერა: თვენი სამუშაო - იქნება ეს ანგარიშები თუ სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, ხვალ იდეალურ მდგომარეობაში უნდა მოიყვანოთ. ნებისმიერი უზუსტობა და მით უმეტეს შეცდომა, დამღუპველ შედეგამდე მიგიყვანთ და თქვენი ფირმის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს. რა თქმა უნდა, თქვენს კარიერაზეც.
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ერთობლივი წარსულიდან სასაცილო მომენტებს გაიხსენებთ: თავგადასავლები, რომლებშიც ერთად იყავით, ერთობლივი ხუმრობები, გართობა... ეს არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?