14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ერიდეთ სხეულის გადახურებას. ცოტა ხნით დაივიწყეთ ცხელი აბაზანის, საუნისა და ბუხართან ჯდომის შესახებ. გამონაკლისის სახით, შეიძლება თბილი აბაზანის მიღება.
კარიერა: ყველაფერი, რაც ხვალ მოხდება, ადამიანების უკეთ გაცნობასა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ჯერ ვერ აცნობიერებთ, მაგრამ ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებთ.
სიყვარული: შესაფერისი დღეა, რომ საყვარელ ადამიანს რამე სასარგებლო ასწავლოთ. ეცადეთ, მომთმენი და კეთილი მასწავლებელი იყოთ და სასურველ შედეგს მიიღებთ. თუ ამ დრომდე ცურვა არ იცოდა, აუცილებლად გაცურავს, მანქანის ტარებას ისწავლის ან, ბოლოს და ბოლოს, სკამს გააკეთებს.




კურო
ჯანმრთელობა:
არავითარ შემთხვევაში არ გააცდინოთ სპორტულ დარბაზში ვარჯიში ან ცეკვის გაკვეთილი, თორემ ვარჯიშის გაგრძელება და ფორმაში ჩადგომა ძალიან გაგიჭირდებათ. საკუთარი ჯანმრთელობისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ.
კარიერა: 
საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ სამუშაოს ცოტა მეტი დრო დაუთმოთ, ძალიან გიჭირთ, მაგრამ, თუ მაინც მოახერხეთ, თქვენი შრომითი საქმიანობის შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ეცადეთ, საკუთარ არგუმენტებს დაუჯეროთ.
სიყვარული: თქვენი დახმარების გარეშე, საყვარელი ადამიანისთვის  ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედება წარმოუდგენელია. ეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ უახლოეს მომავალში არავითარი ექსტრემალური სიტუაცია არ გელით და საკუთარი თავის მიმართ მეტი ნდობა ჩაუნერგოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, საუზმეზე უპირატესობა სხვადასხვა სახის ფაფებს მიანიჭოთ. შვრიის, წიწიბურას ან ნებისმიერი სხვა ბურღულის. თქვენი ორგანიზმი ამისთვის მხოლოდ მადლობას გეტყვით.
კარიერა: 
ხვალ თქვენი სპეციალობის, მისი ისტორიის, სპეციფიკისა და მნიშვნელობის შესახებ უამრავ საინტერესო რამეს შეიტყობთ. შესაძლოა, ზოგიერთმა ინფორმაციამ თქვენი ღიმილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ უმეტესობა მომავალ საქმიანობაში აუცილებლად გამოგადგებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი ყურადღებით მოისმინოთ და დაიმახსოვროთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ ხვალ საყვარელ ადამიანს რაც შეიძლება მეტი ფული დაახარჯოთ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანმა შეიძლება უამრავი ფული იშოვოს, საყვარელი ადამიანი კი ერთადერთია და ნებისმიერ ფულზე ძვირფასი.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიული  რეაქცია გაგიმწვავდეთ, ამიტომ ახალ წამლებზე ექსპერიმენტების ჩატარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.
კარიერა: ხვალ იმდენად აქტიური და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ, რომ ყველა წინააღმდეგობას იოლად გადალახავთ. ასეთი სულიერი აღმაფრენის პირობებში ისეთ სიმაღლეებს დაიპყრობთ, რომლებსაც ადრე შიშით უყურებდით და თქვენთვის საინტერესო ადამიანებს თანამშრომლობაზე დაითანხმებთ.
სიყვარული: ის, რაც უმნიშვნელო წვრილმანად გეჩვენებათ, თქვენს ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად, გადამწყვეტი ფაქტორია. ხვალ მოგიწევთ გაარკვიოთ, ეს რა არის და მოიფიქროთ, სამომავლო ურთიერთობები როგორ გააგრძელოთ. ნუ იჩქარებთ, საკმარისი დრო გაქვთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ვარგისიანობის ვადას. თუ რაღაცამ დაგაეჭვათ, ნუ გარისკავთ და საეჭვო პროდუქტი თავიდან მოიცილეთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ დიდია რისკი ვადაგასული პროდუქტებით მოწამვლისა.
კარიერა: სახიფათო დღეა, რადგან სიმაღლეებისკენ მიმავალი შეიძლება, ერთბაშად მოწყდეთ და იქ დაბრუნდეთ, საიდანაც აღმასვლა დაიწყეთ. დაფიქრდით, ასე ძალიან გინდათ კენწერომდე მისვლა? იქნებ, ცოტა ხნით შეჩერდეთ და შეისვენოთ?
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაცის თხოვნა სურს, მაგრამ ფიქრობს, რომ ამით პრობლემებს შეგიქმნით. თუ ასე არ არის, ეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ ნებისმიერი სირთულისა და პრობლემის შემთხვევაში, თქვენ უნდა მოგმართოთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
მშვენიერი დღეა ცეკვისა და აერობიკისთვის. მთავარია, თავად მოგწონდეთ, რასაც აკეთებთ. ასე ორმაგ ეფექტს მიიღებთ: სხეულის ფორმაც დაგეხვეწებათ და კარგ განწყობასაც შეინარჩუნებთ.
კარიერა: თუ რაიმე ნივთის შეძენას აპირებთ, იცოდეთ, რომ ეს დღე ზედმიწევნით შესაფერისია თქვენი გეგმის შესრულებისთვის. არჩევანის დროს შეცდომა რომ არ დაუშვათ, რჩევა ისეთ ადამიანს ჰკითხეთ, რომელიც ამ სფეროში კარგად ერკვევა. ერთად შესაფერის ვარიანტს შეარჩევთ.
სიყვარული:
თქვენ და თქვენს რჩეულს კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მისვლა გიჭირთ. გირჩევთ, დღეს არაფერი განიხილოთ, რადგან ეს კამათისა და გაუგებრობის გარდა, არაფერს მოიტანს და საუბარი უკეთესი მომავლისთვის გადადოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ სასწორებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ტერფების მასაჟი: ეს სწრაფად დაგიბრუნებთ სიმხნევეს და, ასევე, ხელს შეუწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულირებას.
კარიერა: ეს დღე განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება თქვენი კარიერისთვის. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ კორექტივები თქვენი მუშაობის მეთოდებში. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ მიღებული შედეგი აუცილებლად უნდა გაამყაროთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენს მოდუნებულ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანის სურვილი გაუჩნდება, რისთვისაც ძალ-ღონესა და დროს ნამდვილად არ დაიშურებს. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი ცხოვრების სტილი სრულიად გაკმაყოფილებთ, ღირსეულად შეაფასეთ მისი ძალისხმევა.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ ნევროზისა და მის ფონზე გართულების წარმოქმნის საფრთხე გემუქრებათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს უსიამოვნება თავიდან აიცილოთ და თუკი არ იცით, როგორ - მიმართეთ სპეციალისტს. ის დაგეხმარებათ შესაძლო პრობლემების მოგვარებაში.
კარიერა: აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, როგორი არასტანდარტული გზები შეგიძლიათ, გამოიყენოთ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად და დასახული მიზნის მისაღწევად. რაც უფრო ორიგინალურ მეთოდს მიმართავთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ წარმატებისთვის.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუმზადოთ, თანაც ისეთი, რომელსაც თქვენგან არ ელოდება. გააოცეთ თქვენი რჩეული იმდენად, რომ გარკვეული დროით საუბრის უნარი დაკარგოს. ამგვარად, ცოტა ხნით შეუჩერებელი საუბრისგანაც დაისვენებთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეეცადეთ, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ ისე, რომ ყველაფერზე სათანადოდ არ დაფიქრდეთ. სანამ სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტთ, ყველაფერი გაარკვიეთ არა მხოლოდ პირად ექიმთან, არამედ სხვა სპეციალისტებთანაც.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ თქვენს  საქმიანობას ახალი მიმართულება მისცეთ. თუკი ახალი ბიზნესის დაწყების ან პროფესიის შეცვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეეცადეთ, თქვენს რუტინულ სამუშაოში გარკვეული სახის მრავალფეროვნება შეიტანოთ. ამის საშუალება ნამდვილად გაქვთ.
სიყვარული: ჩაიდინეთ რაიმე არაორდინარული, რათა გააკვირვოთ ისინიც კი, ვინც უკვე დიდი ხანია, შესანიშნავად გიცნობთ. თქვენი ნომერ პირველი დავალებაა - გააკვირვოთ საყვარელი ადამიანი, ოღონდ სასიამოვნოდ და არა ისე, რომ მისი იმედგაცრუება გამოიწვიოთ.  ხვალ ვარსკვლავები კამათს ნამდვილად არ გირჩევენ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი ხვალ თხის რქებს ბევრი ენერგია დასჭირდებათ იმისთვის, რომ დიდხანს და ნაყოფიერად იმუშაონ, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ რთულ ნახშირწყლებს, მაგალითად, მარცვლეულის პურს ან ბრინჯს.
კარიერა: ხვალ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ. წვრილმანი შეცდომის გამო, რომელსაც დასაწყისშივე დაუშვებთ, ყველაფერი თავდაყირა დადგება. ეს ნამდვილად არ გაგახარებთ. ასე რომ, შეეცადეთ, დღის პირველ ნახევარში ყველა დეტალს მიაქციოთ ყურადღება.
სიყვარული: არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ უარი დახმარებაზე საყვარელ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ პოსტამენტიდან ჩამოვარდებით, რომელზეც დგახართ მისთვის ახლობელი ადამიანების თვალში. იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი დახმარება თქვენთვის მძიმე ტვირთია, გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც კი...


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი პრობლემები იმ ადამიანს მიანდოთ, რომელიც, ზუსტად იცით, რომ მოგისმენთ და გაგიგებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თქვენში დაგროვდება, რაც თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზი გახდება.
კარიერა: არ არის აუცილებელი, ბევრი ისაუბროთ თქვენს საქმიანობაზე მასთან, ვინც თქვენს „გმირობას“ ღირსეულად არ შეაფასებს. თუკი ხარისხიანი უკუკავშირი გჭირდებათ, უმჯობესია, კოლეგას სთხოვოთ, მოგაქციოთ ყურადღება.
სიყვარული: იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან რამეს მიაღწიოთ, მოგიწევთ ძველი ჩანაწერის დაკვრა - დაუსრულებლად იმეორეთ ერთი და იგივე თხოვნა ან ერთი და იგივე არგუმენტი. დიახ, ეს მას წარმოუდგენლად გააღიზიანებს, მაგრამ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: კარგ მეგობართან ურთიერთობა თქვენთვის ნამდვილი ფსიქოთერაპიის ტოლფასი გახდება, განსაკუთრებით, თუკი ბოლო დროს სულელური აზრები და განწყობა მუდმივად თან გდევთ.
კარიერა: სახლიდან გასვლას ხვალ ნაკლებად შეძლებთ: საოჯახო საქმეებით ძალიან დაკავდებით და მოგიწევთ, უარით გაისტუმროთ მეგობრები, რომლებიც სადმე წასვლას შემოგთავაზებენ. შორს გამგზავრებაზე ხვალ არც კი იფიქროთ, საღამოს კი ნამდვილად შეძლებთ ახლო მეგობრების სახლში დაპატიჟებას.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება თქვენი სურვილების გამოცნობა, თუმცა, თქვენი აზრით, ისინი საკმაოდ აშკარაა. შეეცადეთ, გაიგოთ, რომ ის ექსტრასენსი არ არის და შეძლებისდაგვარად უკარნახოთ მას თქვენი სურვილების შესახებ. შესაძლოა, არა ერთხელ და ორჯერ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?