15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება, რაც თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება. სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე გელით, რაც საშუალებას მოგცემთ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ.
კარიერა: ეცადეთ, ერთი საქმე მაინც მიიყვანოთ ბოლომდე, რომ შვებით ამოისუნთქოთ და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. 
სიყვარული: გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად, რაიმე ფილმის ან მულტფილმების ყურებაში გაატაროთ. სულ ერთია, რა ფილმი იქნება. მთავარია, რომ ერთად იქნებით და მზერა ერთი მიმართულებით გექნებათ მიმართული. ეს ცოტა არ არის იმისთვის, რომ თავი ერთიან და განუყოფელ ნაწილად იგრძნოთ. 


 



კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, გირჩევთ, კერძებში სხვადასხვა სახის სუნელი დაამატოთ. მაგალითად, როზმარინი ან კურკუმა. ეს მხოლოდ კერძის გემოს კი არა, საჭმლის მომნელებელ სისტემასაც წაადგება და კუჭის წყლულის პრევენციას მოახდენს.  
კარიერა: რა საჭიროა წარსულზე ან მომავალზე ამდენი ფიქრი, როცა საქმე დღესაც თავზესაყრელად გაქვთ? გირჩევთ, შეუსვენებლად იშრომოთ და შემდეგ დამსახურებული დასვენებით დატკბეთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს სულაც არ უჭირს რაღაც აფერაში მონაწილეობაზე თქვენი დაყოლიება. თავადაც სიხარულით წახვალთ რისკზე იმისთვის, რომ ურთიერთობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ. მთავარია, საყვარელი ადამიანი თქვენმა მონდომებამ არ შეაშინოს და ბოლო მომენტში უარი არ თქვას.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, თუთიითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები (თუნდაც ზღვის პროდუქტები) მიირთვათ, რადგან თქვენს ორგანიზმს ამჟამად ყველაზე მეტად ეს ესაჭიროება.
კარიერა:
შესაშურ მდგომარეობაში იმყოფებით. არც ერთი მიზეზი არ გქონიათ იმისთვის, რომ მუშაობის აუცილებლობა გაგხსენებოდათ. ეცადეთ, დატკბეთ მოქმედების თავისუფლებით და შექმნილი იდილიური მდგომარეობა სამსახურებრივ საკითხებზე ფიქრით არ დაარღვიოთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის რომელიღაც ახლობელთან შერიგება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს ნათესავი, მეგობარი ან კოლეგაც იყოს. მშვიდობისმყოფელის სტატუსი არ გხიბლავთ, მაგრამ თქვენი აზრი არავის აინტერესებს. 


 



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
წინა დღეებთან შედარებით, ხვალ აქტიურობის მწვერვალზე ხართ. ეცადეთ, ეს მდგომარეობა ისე გამოიყენოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
კარიერა:
ცოტა თუ არ გააქტიურდით, შესაძლოა, თქვენს ფინანსურ და პროფესიულ საქმეებში სერიოზული სტაგნაცია დაიწყოს. ხვალ სამსახურის მიმართ დაინტერესებასა და ინიციატივას თუ გამოიჩენთ, ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. ეს განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროს მუშაკებს ეხებათ.
სიყვარული: ხვალ თქვენს რჩეულს თავში იმდენად ორიგინალური იდეები მოსდის, რომ მათი ცხოვრებაში განხორციელება სრული სიგიჟე იქნება. იგნორირება კი საყვარელ ადამიანს ძალიან გაანაწყენებს.




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, ხვალ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. შესაძლოა, დიდი რაოდენობით ძნელად გადასამუშავებელი პროდუქტები მიირთვით ან თქვენთვის უჩვეულო კერძები დააგემოვნეთ. დროა, მდგომარეობის გამოსწორებაზე იფიქროთ.
კარიერა:
სამუშაო მაგიდაზე დაგროვილი დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, საქმის სამომავლოდ გადადებისა და სიზარმაცის დრო არ გაქვთ. ამან შეიძლება მხოლოდ პრობლემები მოგიმატოთ, რაც არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული:
ძალიან გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, თუმცა აჩქარებას არ გირჩევთ. თქვენს რჩეულს დრო სჭირდება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად განეწყოს. გირჩევთ, არ ააჩქაროთ.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
მიეცით საკუთარ ორგანიზმს მშვიდ გარემოში  ყოფნისა და დასვენების საშუალება. ეს ძალების სწრაფად აღდგენასა და გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
კარიერა:
ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ ვარდებით. მკაფიოდ განსაზღვრეთ, რა და რისთვის გჭირდებათ. ამჟამად რთული პერიოდი გიდგათ: სულიერი სიმშვიდეც გჭირდებათ და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენაც გსურთ. ამ სიტუაციაში მხოლოდ ახლობელი ადამიანების თანადგომა და ოჯახური იდილია დაგეხმარებათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობის შესრულება არც ისე რთულია, როგორც გეჩვენებათ, მაგრამ ხვალ პრობლემის მეორე მხრიდან დანახვას შეძლებთ. შედეგად, ყველაფრის გაკეთებას იმაზე სწრაფად და უკეთ მოახერხებთ, ვიდრე ელოდით.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ აშკარად მოგიწევთ კვების რაციონში მლაშე, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტების შემცირება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი ძალიან გიყვართ. მიეცით კუჭს დასვენების საშუალება.
კარიერა: ხვალ არეული სამუშაო დღე გელოდებათ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც უძრავი ქონებისა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. შესაძლოა, გაუთვალისწინებელი სიტუაციები შეგექმნათ, რომლებიც სერიოზულად მოგიშლით ნერვებს. სხვათა შორის, საბოლოოდ თქვენი შრომა გაამართლებს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის საქციელი გაუგებარი და აუხსნელი იქნება. ცოტა დროისა და ძალის დახარჯვა არ მოგიწევთ იმისთვის, რომ მას გაუგოთ. ახლობელ ადამიანსაც ხომ შეეძლო, ამგვარად მოქცეულიყო თქვენთან. ამიტომ გამოიჩინეთ მოთმინება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები მორიელებს ურჩევენ, იკვებონ ისე, როგორც ბალახისმჭამელი არსებები იკვებებიან - არანაირ ხორცი და ბევრი მწვანილი. ბალახეული ჩაი ხანდახან გემრიელიცაა. ოღონდ შემადგენლობას მაინც დააკვირდით.
კარიერა: ხვალ ძალიან აქტიური და წარმოუდგენლად თამამი იქნებით. უამრავი იდეა გაგიჩნდებათ დამატებით სამუშაოსთან დაკავშირებით. მთავარია, რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და აირჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული იქნება თქვენთვის.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, გაიგოს, რა გსურთ მასთან ურთიერთობაში. ამის ცოდნა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გვერდით თავს თავდაჯერებულად ვერ იგრძნობს. იქნებ „გადაუგდოთ“ მას ერთი-ორი ვერსია?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გულის მკურნალობას, რადგან კაპრიზული კუნთი შესაძლოა, მშვილდოსნების ორგანიზმის ყველაზე დაუცველი ორგანო გახდეს. ასევე, არ დაივიწყოთ დიეტის შესახებ.
კარიერა: რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. არ ღირს ხვალინდელი დღის დაკარგვა რუტინულ ან ტრივიალურ საოჯახო საქმიანობაზე. აიღეთ საკუთარ თავზე ყველაზე რთული დავალებები და მათ აუცილებლად გადაწყვეტთ.
სიყვარული: ხვალ ერთობლივი საქმიანობა განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ. არ აქვს მნიშვნელობა, რით დაკავდებით - იატაკის რეცხვით თუ კროსვორდების შევსებით. მთავარია - ერთად იყოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენს ორგანიზმს პექტინების განსაკუთრებული მოთხოვნა ექნება. გარდა ამისა, ეს ნივთიერება ისედაც სასარგებლოდ წაგადგებათ, თუკი ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინების გამოდევნა გსურთ.
კარიერა: ხვალ მიხვდებით, რომ ბევრი რამ გაღიზიანებთ და ზოგადად, სახლის საქმეებსა და ოჯახს ძალიან დიდ დროს უთმობთ. თუკი გაქვთ შესაძლებლობა, ხვალ თუნდაც მცირე ხნით გაირბინოთ სამსახურში - აუცილებლად ისარგებლეთ ამით, თქვენივე ოჯახის ბედნიერებისთვის.
სიყვარული: ხვალ პლანეტების განლაგება ყველაზე ხელსაყრელია - ნებისმიერ კამპანიაში წარმატებას მიაღწევთ. კარგი იქნება, თუკი მაქსიმალურად საინტერესო საზოგადოებას მოძებნით - სულაც არ არის სასიამოვნო, იყოთ პირველი მომაბეზრებელ ადამიანებს შორის.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის ეფექტური იქნება ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა. ისარგებლეთ იმით, რომ, თუკი ხვალიდან დაიწყებთ, ყველა პროცედურა გაცილებით ძლიერ ეფექტს მოგიტანთ, ვიდრე სხვა დროს.
კარიერა: დროა, სახიდან ნიღაბი მოიშოროთ - დაპირისპირების დრო დასრულდა. იქნებ აბჯარიც მოიხსნათ - ხვალ არავინ გიკბენთ არც თქვენი სარგებლისთვის, არც თქვენი მდგომარეობისთვის, არც არაფერი მსგავსისთვის, რისი გაზიარებაც არ გსურთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ ერთობლივი შვებულება დაგეგმოთ. გაიარეთ ტურისტულ კომპანიებში, ეწვიეთ შესაბამის საიტებს, შეეკითხეთ მეგობრებს, რომლებიც კურორტზე დასვენებას აპირებენ ან უბრალოდ იყიდეთ წყვილი შეზლონგი საყვარელ აგარაკზე დასასვენებლად.


 


თევზები
ჯანმრთელობა: არ დაგავიწყდეთ, სათანადო ყურადღება გამოიჩინოთ კისრის მიმართ. სასარგებლო იქნება როგორც ვარჯიშების კომპლექსი, ასევე კისრის კანის დატენიანება. კარგი იქნება, თუკი მსგავსი ზრუნვა ჩვევაში გადაგივათ.
კარიერა: ნუ წამოიწყებთ რამდენიმე საქმეს ერთდროულად. უმჯობესია, აკონტროლოთ საკუთარი თავი და ნუ მოცდებით წვრილმანებზე, რადგან სწორედ მათ გამო დიდ დროს დაკარგავთ და სამუშაოს შესრულებას ვერ მოასწრებთ. იყავით ფრთხილად საკუთარი თავის მიმართ და გახსოვდეთ დისციპლინა.
სიყვარული: ხვალ საპირისპირო სქესის სასიამოვნო გარეგნობის პიროვნებას გაიცნობთ და გაცნობის პროცესში ყველა შესაძლო თუ შეუძლებელ შეცდომას თავიდან აიცილებთ, ამიტომ ახლად გაცნობილი ადამიანისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელი და ორიგინალური იქნებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?