20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დღის მეორე ნახევარში თქვენს ორგანიზმს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან სწორედ ამ დროს შეიძლება შეუძლოდ ყოფნა იგრძნოთ. ეცადეთ, სამსახურში ნაკლებად დაიტვირთოთ.
კარიერა: შეუძლებელია, რომ უფროსობის მხრიდან, თქვენი მონდომება შეუმჩნეველი დარჩეს. ეცადეთ, დაამტკიცოთ, რომ შექებასა და წახალისებას ნამდვილად იმსახურებთ.
სიყვარული: ენდეთ გულის კარნახს და ინტუიციას. თუ რამის გაკეთება არ გსურთ, არ გააკეთოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გულის კარნახი თქვენი რჩეულისთვის საკმარისი არგუმენტი არაა, ამიტომ მისთვის სხვა მიზეზი უნდა მოიფიქროთ. ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უნდა უჩიოდეთ.




კურო
ჯანმრთელობა:
რაც შეიძლება მეტი იოდით მდიდარი პროდუქტი მიირთვით. თქვენს მენიუში აუცილებლად შეიტანეთ ზღვის პროდუქტები და ცუდი არ იქნება თუ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობასაც შეიმოწმებთ.
კარიერა:
ხვალ თქვენ წინაშე საკმაოდ სერიოზული სამსახურებრივი პრობლემა დგას. გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ, მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ დასვენებისა და კოლეგებთან სასიამოვნო თემებზე საუბრისთვის.
სიყვარული: გახსოვდეთ, რომ სირთულეები შენიღბული შესაძლებლობებია. ასე რომ, ყველა უსიამოვნება, რაც ხვალ თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის მოხდება, თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე სასიკეთოდ აისახება. მთავარია, ცხოვრებისეული გაკვეთილებიდან სწორი დასკვნების გამოტანა ისწავლოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, მაქსიმალურად სწორად შეაფასოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თორემ შეიძლება აუცილებელი ზომების დროულად მიღება დააგვიანოთ და პრობლემები შეიქმნათ.
კარიერა: სავარაუდოდ, ფინანსურ საკითხებში იმედგაცრუება გელით. სირთულეები დროებითია, თუმცა იმის მისაღებად, რაც უკვე თქვენი გეგონათ, ბრძოლა მოგიწევთ.
სიყვარული: ხვალ იღბალი ტყუპების მხარესაა - ოჯახურ იდილიას თითქმის არაფერი დაგირღვევთ, რადგან ყველა თავისი საქმითაა დაკავებული. ყველაფრის მიუხედავად, თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ ოჯახის წევრთა კეთილგონიერებაში, მათ უყურადღებოდ დატოვებას მაინც არ გირჩევთ.



        
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდებათ და არაფერი გამოგდით. მიზეზი ნახშირწყლების არასაკმარისი ოდენობით მოხმარებაა. მათ გარეშე ტვინი ცუდად მუშაობს, ამიტომ რაღაც ტკბილი და გემრიელი უნდა მიირთვათ.
კარიერა: გირჩევთ, შეფის შეცდომებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ: სავარაუდოდ, ეს სამუშაო პროცესს არ გააუმჯობესებს, თქვენ კი უამრავი პრობლემა და შეფის რისხვა დაგატყდებათ თავზე. ეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ და კომენტარები თქვენთვის დაიტოვოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ვერაფრით გაუგია თქვენი სიტყვებით ან მოქმედებით რის თქმას ცდილობთ. გირჩევთ, თქვენი იდუმალებით ძალიან არ შეაშინოთ. ეს თქვენს ურთიერთობას ძალიან გაართულებს.




ლომი
ჯანმრთელობა:
ამჟამად ძალიან დაგეხმარებათ მოძრაობის კოორდინირებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები. ეს მხოლოდ სხეულისთვის კი არა, ტვინის მოძრაობისთვისაც სასარგებლო იქნება.
კარიერა: სამსახურში სასიამოვნო და კეთილგანწყობილი გარემო ჩამოგიყალიბდათ. ამასთანავე, არც შეფს აქვს უკმაყოფილების მიზეზი. მეტიც, საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოჩენით თქვენს ანგარიშზე მეტისმეტად საჭირო ქულებს ჩაიწერთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი პატივისცემა და ნდობა სჭირდება, ამიტომ თუნდაც ეს თვისებები მოჭარბებულად არ გქონდეთ, გულმოდგინედ ეცადეთ მათ გამოხატვას. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ სამსახიობო ოსტატობა და ცოტაოდენი დამაჯერებლობა.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, მეტისმეტად არ დაიტვირთოთ, რადგან თქვენი ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია. ამჟამად მკურნალობაში სწრაფი პროგრესის მიღწევა შეუძლებელია, ამიტომ მოთმინება გმართებთ.
კარიერა: მშვენივრად აცნობიერებთ, რომ შეუცვლელი არ ხართ და საკუთარ საჭიროებას გამუდმებით უნდა ამტკიცებდეთ. ეცადეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენთვის კი არა, თქვენი უფროსობისთვისაც გასაგები გახდეს.
სიყვარული: ეცადეთ, საყვარელი ადამიანი საკუთარი კულინარიული შესაძლებლობებით გააოცოთ. მოუმზადეთ რაღაც განსაკუთრებული და ორიგინალური. თუნდაც, ბანალური სახელი „ბუტერბროდი“ ან „ერბოკვერცხი“ ერქვას, მთავარი ფანტაზია და ინგრედიენტების უჩვეულო შეზავებაა.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ ფეხებზე, რადგან უყურადღებობის გამო  შესაძლოა, კოჟრები გაგიჩნდეთ და ქუსლები ძალიან გამოგიშრეთ.
კარიერა: ძალიან ბევრი ურთიერთობა და მოლაპარაკება მოგიწევთ ადამიანებთან: დიპლომატიური საუბარი, კლიენტებთან მიმოწერა, კოლეგებთან ურთიერთობების გარკვევა და სხვა მრავალი ფუნქცია დაგაწვებათ ისედაც დაღლილ მხრებზე. შეეცადეთ, დაწოლილ ტვირთს პასუხისმგებლობით გაუმკლავდეთ.
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ წინ უამრავი შეუსრულებელი ან დაუსრულებელი საქმე გაქვთ, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. თქვენი საყვარელი ადამიანი, ალბათ, შეეცდება, დაგეხმაროთ, თუმცა, დახმარება სრულყოფილი და ეფექტური ვერ იქნება. უმჯობესია, საქმეებს დამოუკიდებლად მიხედოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით დაგჭირდებათ მასაჟი, გარდა იმისა, რომ ის სახსრების მოქნილობას შეუწყობს ხელს, ის, ასევე, თქვენი სხეულის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კარიერა: მხოლოდ თქვენი იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ სირთულეებთან გამკლავებაში, რომლებიც ხვალ გელოდებათ. თქვენი მდგომარეობა უმიზეზო ეიფორიას დაემსგავსება. იუმორით კი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო  პოზიტიურად შეხედავთ.
სიყვარული: მორიელების ოჯახური ცხოვრება (განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში) სერიოზულ ბზარს გაგიჩენთ. დიდი ალბათობით, თქვენი მეგობრები თქვენი მეორე ნახევრის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გაგიზიარებენ. არც თქვენ გაგიხარდებათ, რომ მათ ასე ხშირად ენდობით. თუმცა, ვარსკვლავები გარწმუნებენ, რომ საშიშროების საფრთხე არ არსებობს!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ნუ მიირთმევთ ბევრ ციტრუსს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიმართ გულგრილი არ ხართ. ციტრუსი შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავას, რომელიც კუჭ-ნაწლავის ძლიერი სეკრეციის დროს განსაკუთრებით საზიანოა.
კარიერა:
გაგიკვირდებათ, მაგრამ ხვალინდელი დღე გაცილებით შესაფერისი იქნება რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ვიდრე მუშაობისთვის. იქნებ დროებით მაინც დაივიწყოთ სამუშაო და რომანტიკული შეყვარებულის ცხოვრებით იცხოვროთ? მით უმეტეს, რომ ხვალინდელი თქვენი შრომით დიდ სარგებელს ვერ მიიღებთ.
სიყვარული: ხვალ მოწყენილი და ნოსტალგიური იქნებით. გსურთ, დაბრუნდეთ იქ, სადაც თავს კარგად და ხალისიანად გრძნობდით, მომავალში კი მსგავს ნათელ ფერებს, სამწუხაროდ, ვერ ხედავთ. არ ინერვიულოთ: მომავალიც აუცილებლად ფერადი გექნებათ. გაიღიმეთ, თუნდაც, ცრემლებს მიღმა და გჯეროდეთ ბედნიერი მომავლის, რომელიც სულ მალე დადგება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს მხედველობას. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, არ დატვირთოთ თვალები. უარი თქვით ცუდ განათებაში კითხვაზე. ასევე, ტელევიზორთან და კომპიუტერის მონიტორთან დიდხანს ნუ გაჩერდებით.
კარიერა: იქნებ დროებით მაინც დაივიწყოთ, რომ სამსახურში დაუსრულებელი საქმე დატოვეთ - ეს ვერ იქნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სამსახურში ღამისთევით დარჩეთ.
სიყვარული: ხვალ შეეცადეთ, მაქსიმალურად სერიოზული იყოთ საყვარელ ადამიანთან. იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ძალიან მოუნდება სიცილი, ცხოვრებით ხალისი და სისულელეების ჩადენა. მხოლოდ საქმიანი მიდგომა უზრუნველყოფს თქვენს სრულფასოვან ურთიერთგაგებას და მხარდაჭერას - ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე ძალიან გჭირდებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: დროა, იფიქროთ დაუგეგმავ შვებულებაზე, რადგან, თუ ამ ტემპში გააგრძელებთ მუშაობას, ნამდვილად დანევროზდებით. დაფიქრდით, ღირს კი თქვენი სამუშაო ამგვარ მსხვერპლად თქვენი მხრიდან?
კარიერა: იყავით თავდაჯერებული და არავის მისცეთ პირობების კარნახის უფლება, რადგან თქვენ გაცილებით მომგებიან სიტუაციაში იმყოფებით, ვიდრე თქვენი კოლეგები მოლაპარაკების მაგიდასთან. ასე რომ, თქვენ შეძლებთ სრულად დაიცვათ საკუთარი ინტერესები.
სიყვარული: გამოავლინეთ თქვენი ხასიათი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაწყვეტს, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია და მისი ქმედება წესიერების ფარგლებს გასცდება. თუკი თქვენი რჩეული ამგვარ ქმედებას პირველად გამოავლენს, ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი: იქნებ ეს მან შემთხვევით გააკეთა?


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, უკვე გადაწყვეტილი მკურნალობის კურსის შეცვლა მოგიწიოთ. დიდი ალბათობით, მკურნალობის უფრო უსაფრთხო და ეფექტური მეთოდის შესახებ შეიტყობთ.
კარიერა: ხელფასის მომატების თაობაზე დირექტორთან საუბარი ხვალ არ ღირს. ინტუიციურად თავადაც გესმით, რომ თქვენი საუბარი პროდუქტიული ვერ იქნება და ამით თქვენს გეგმებს ხელს შეუშლით. გადადეთ ამ საკითხზე საუბარი რამდენიმე დღით, როდესაც ოფისში მშვიდი ატმოსფერო შეიქმნება.
სიყვარული: ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას საყვარელი ადამიანის სისუსტესა და არაკომუნიკაბელურობას. შესაძლოა, ის, უბრალოდ, დაიღალა და დაძინება სურს, თანაც, თქვენთან ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. იყავით თბილი, ლოიალური და ნაზი. იქნებ თავადაც წაიყვანოთ დასაძინებლად და იავნანა უმღეროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?