ოთო ნემსაძე: „შეიძლება, საქართველოსთვის ეს ჩემი ბოლო ალბომი აღმოჩნდეს...“

ზაფხული თბილისში

4 აგვისტო 20:00, 2017 წელი

„ამ ზაფხულს მოგზაურობა სვანეთიდან დავიწყე და საქართველოს უამრავი კუთხე მოვინახულე. ბოლოს ბათუმში გახლდით, სადაც კონცერტებისთვის კიდევ ბევრჯერ მომიწევს ჩასვლა“, - მომღერალი ოთო ნემსაძე თავის ახალ გეგმებსა და საყვარელ გოგოზე გვიყვება.

- ოთო, როგორც ვხვდები, ეს ზაფხული ძალიან დატვირთული გაქვს...
- დიახ, ასეა. როცა ვგრძნობ, რომ დასვენება მჭირდება, სათევზაოდ მივდივარ, თანაც მთელი აღჭურვილობით - ჩემმა შეყვარებულმა, სოფო მეძმარიაშვილმა ნავი მაჩუქა, მისმა მეგობარმა - ძრავი, სოფოს დედამ - კარავი. 

- კარიერაში რა სიახლეები გაქვთ?
- ახალ ალბომზე ვმუშაობთ. ოთო ნემსაძე პროექტით „ლიმბო“ დიდი კონცერტებისთვის ემზადება. დროა, მსმენელამდე ჩემი ნამდვილი მუსიკა მივიტანო. გამორჩეული ალბომი იქნება, რადგან ბენდში საუკეთესო მუსიკოსები მყავს. სიმღერების უმრავლესობა ზაზა ქოქრაშვილს ეკუთვნის. ძალიან არ მინდა, მაგრამ შეიძლება საქართველოსთვის ეს ჩემი ბოლო ალბომი აღმოჩნდეს.

- რატომ?
- ჩემი ქვეყანა სისხლისა და ხორცის ფასად მიყვარს და ვერც იმას გეტყვით, რომ საქართველოში ჩემი კარიერით უკმაყოფილო ვარ, თუმცა კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მომენატრა. სცენაზე საქართველოს რომ ვამბობ, უცხოელების გაოცებული თვალები მახარებს! ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის უცხოეთიდან უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.

- საით გაქვთ გეზი?
- ბრიტანეთის „ნიჭიერმა“ მიმიწვია, მაგრამ ვიზა არ ჩამირტყეს... არ გამიშვეს. იქ წასვლა რთულია, ამიტომ ამერიკაში გამგზავრება მინდა. ვიცი, რომ ამით ბევრი რამ მომაკლდება. თუნდაც ის, როცა ქუჩაში მზესუმზირის გამყიდველი ბებო მეხუტება და მეუბნება, როგორ ვუყვარვარ. ამაზე დიდ ბედნიერებას ვერსად ვიგრძნობ. ისიც ვიცი, რომ საქართველოდან სამუდამოდ ვერ წავალ, მაგრამ შეიძლება რაღაც ეტაპზე ჩემი საყვარელი საქმე სხვა ქვეყანაში ვაკეთო.

- ამ ეტაპზე სად გიწევთ სიმღერა?
- ორი წელია, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნის მუსიკალური სახე ვარ. ამის გარდა, უამრავი კონცერტი მაქვს დაგეგმილი.

- რესტორანში სიმღერა დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული?
- პირადად მე ძალიან კარგ პირობებში მიწევს მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როცა ვიღაც ჭამს და არ გისმენს. ამაზე შეიძლება გავბრაზდე. ზოგჯერ, მაგალითად, რუსული რეპერტუარიდან ისეთი სიმღერაც უთხოვიათ, გაოცება ვერ დამიმალავს. მეორედ აღარავინ მთხოვოს ასეთი მუსიკა!

- ნასვამ სტუმართან შელაპარაკება არასდროს მოგსვლიათ?
- კი, როგორ არა. რუსი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მომრავლდა. როცა ის სვამს, ხშირ შემთხვევაში აგრესიული ხდება და საშინელ რეპერტუარს ითხოვს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენს მტრად წოდებული საქართველოში სტუმრად მიმიღია, ჩვენი ღვინით დამთვრალა, ჩვენი ხაჭაპური უჭამია და მერე იმდენი გაუკეთებია, თავი საცემრადაც გაუხდია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო ვაჟკაცებისა და ქალბატონების ქვეყანაა.
რესტორანში დაცვა მყავს, ისინი ნასვამებთან ურთიერთობას ძალიან ზრდილობიანად აგვარებენ, თუმცა ჩემამდე მოსვლას არავის ვუკრძალავ. როცა ვხედავ, რომ ჩემთან გასაუბრება უნდა და დაცვა არ უშვებს, ამ შემთხვევაში შეიძლება, თავად მივიდე და დაველაპარაკო. 

- სიმღერის გარდა, სხვა საქმით თუ ყოფილხართ დაკავებული?
- კი. ერთი პერიოდი საკუთარი სარეკლამო კომპანია მქონდა, რომელიც დაიხურა, რადგან საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო და მუსიკისთვის დრო აღარ მრჩებოდა. თანამშრომლის ძებნაში ფიზიკურადაც მიწევდა შრომა და მანქანებზე სტიკერებიც დამიკრავს. ამ ამპლუაში რომ მხედავდნენ, უკვირდათ კიდეც, მაგრამ მერე ხვდებოდნენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. ვიღაც იფიქრებს, რომ ფინანსურად მიჭირს. შეიძლება კარგად არ ვცხოვრობ, მაგრამ ამისთვის ხაზი არასდროს გამისვამს, თუმცა შრომას არასდროს ვთაკილობ. შეიძლება შრომა ადამიანს არ აკეთილშობილებდეს და ღლიდეს, მაგრამ შვილებს მომავალს აუცილებლად შევუქმნით.

- ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობთ?
- თბილისში ბინის პრობლემას რომ მოვაგვარებ, ოჯახს აუცილებლად შევქმნი.

- სად შეხვდით თქვენს რჩეულს?
- მე და სოფომ ერთმანეთი ბათუმში გავიცანით. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემიანი იყო და ძალიან მალე უკვე შეყვარებულებიც გავხდით. საოცრად ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი და თავისი საქმის პროფესიონალია. სოფო მსახიობი გახლავთ. „რუსთაველის 19“-ში თამაშობს. არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა. სხვათა შორის, ჩემს ახალ ალბომში ჩემი და სოფოს დუეტიც შევა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!