კახა კუხიანიძე: „შეყვარებულთან რომ გაიხდი, ზამთარშიც ფორმაში უნდა იყო“

ზაფხული თბილისში

11 აგვისტო 20:00, 2017 წელი

მომღერალი კახა კუხიანიძე ცხელ დღეებს ამჟამად თბილისში ატარებს და უცხოეთში კონცერტებისთვის ემზადება. კახას დიზაინერ მეგი გაბუნიას სალონში ვესტუმრეთ, სადაც ევროპული ტურნესთვის სამოსს იკერავს...

კახა კუხიანიძე: ძალიან ამაყი ვარ, როცა უცხოეთში მაყურებლის წინაშე ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსით წარვდგები. გასულ წელთან შედარებით, ეს ზაფხული კონცერტებით დატვირთული მაქვს. მე, ვერიკო ტურაშვილი და დათუნა მგელაძე ჩეხეთში კონცერტს გავმართავთ. ჩვენმა რეპერტუარმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, ევროპის ამა თუ იმ ქალაქში ხშირად გვიწვევენ, სადაც მხოლოდ ქართული რეპერტუარით არ შემოვიფარგლებით.


- ემიგრანტები რა ემოციით გხვდებიან?
- ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთან და ემოციასთანაა დაკავშირებული. ყველაფერმა კარგად რომ ჩაიაროს, თბილისში გამართულ კონცერტთან შედარებით, ასმაგად  გვიწევს მობილიზება. ემიგრანტების ემოციაზე ტანში მაჟრიალებს, ვერიკოს კი შეუძლია, იტიროს.


- უცხოეთში კონცერტების პარალელურად, დასვენებასაც ახერხებთ?
- ჩეხეთში 22 აგვისტოს ჩავალთ, კონცერტებს 23 და 25 აგვისტოს გავმართავთ. 29-მდე იქ ვრჩებით და, რასაკვირველია, დასვენებასაც ვახერხებთ და ეს იმ საპასუხისმგებლო კონცერტების შემდეგ გვჭირდება კიდეც.


- საერთოდ, რა ტიპის დასვენება გიყვართ?
- ზღვაზე დასვენება ჩემთვის ყველაზე კომფორტულია. რამდენიმე დღით ბათუმში წელსაც ვიყავი. სექტემბერში კი საბერძნეთში გავემგზავრები.


- თქვენთვის საქართველოში დასვენება დისკომფორტთანაა დაკავშირებული?
- იცით, აჭარაში დასასვენებლად მაშინ წავალ, როცა იქ საკუთარი სახლი მექნება. ეს ის მხარეა, როცა ამინდზეც კი უნდა ინერვიულო. არც სუფთა წყალია და არც პლაჟია მოწესრიგებული. ამიტომ მირჩევნია სხვა ქვეყანაში დასვენება, სადაც ამინდიც პროგნოზირებადია, წყალიც სუფთაა, მომსახურებაც ფანტასტიკურია და ფასები, ჩვენს ქვეყანასთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლები.


- ქართულ მომსახურებაში რა არ მოგწონთ?
- არ მომწონს, როცა პლაჟზე ვარ წამოწოლილი და ზემოდან სიმინდის გამყიდველი ქალი გადამივლის. ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია და დასვენებისთვის მაქსიმალურ კომფორტს ვეძებ.


- ამ სეზონისთვის როგორ ემზადებით ხოლმე?
- გამუდმებით ვვარჯიშობ. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ სხეულის ფორმების შესანარჩუნებლად სატრენაჟორო დარბაზში მხოლოდ ზაფხულში დავდივარ. შეყვარებულთან რომ გაიხდი, ზამთარშიც ფორმაში უნდა იყო.


- ანუ შეყვარებული ხართ? დაოჯახებას ხომ არ გეგმავთ?
- 34 წლის ასაკში ოჯახისთვის მზად რომ არ ვიყო, სირცხვილიც იქნება. მინდა, წელს დავოჯახდე. პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბარი არ მიყვარს. უბრალოდ, გეტყვით, როგორი გოგო შეიძლება მყავდეს გვერდით - არ უნდა იყოს ადვილად მისაღწევი, ცოტა „სტერვობასაც“ ავიტან, და რაც მთავარია, ახლოს უნდა იყოს ხელოვნებასთან და ჩემი საქმე უყვარდეს. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!