გიორგი პაპკიაური: „დადგა დრო, ხალხმა გაგვიცნოს“

ზაფხული თბილისში

17 აგვისტო 18:00, 2017 წელი

თბილისური ზაფხული კონცერტებითაა დატვირთული. ლაუნჯ „ტერასა 360“-ში ჯგუფ Art face-ის გამოსვლას უამრავი ადამიანი ელოდა. ჯგუფის სოლისტს, ძალიან ნიჭიერ მუსიკოსს გიორგი პაპკიაურს სცენაზე ასვლამდე ვესაუბრეთ...

გიორგი პაპკიაური: Art face-ს ძალიან აქტიური ზაფხული გვაქვს. მალე ქართული ჯაზით აჭარასაც ვესტუმრებით. სექტემბრისთვის კიდევ უფრო ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი.


- ეკრანზეც გამოჩნდებით?
- დიახ, გამოვჩნდებით, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. ახალ სიმღერებზე კლიპების გადაღებასაც ვგეგმავთ.


- ეკრანზე გამოჩენა აქამდე რატომ არ გინდოდათ?
- ეკრანზე მაყურებელს დახვეწილი და გამართული პროდუქტი უნდა შესთავაზო. აქამდე დიდი განაცხადისთვის მზად არ ვიყავი. ახლა კი დადგა დრო, ხალხმა გაგვიცნოს, ჩემი მუსიკა შეიყვაროს და იგრძნოს ის, რასაც თავად ვგრძნობ. 


- თქვენი მუსიკალური გეგმები თქვენს მეუღლეს მაგდა ვასაძეს არ უკავშირდება?
- მაგდასთან ერთად დუეტის ჩაწერას და კონცერტების გამართვას ვგეგმავ. ასე რომ არ იყოს, სირცხვილიც იქნებოდა. მუსიკასთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად ვცვლით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა. ჩემი მუსიკა იმდენად სპეციფიკურია, მაგდა ნაკლებად ერევა. ურთიერთობაში სრული იდილია გვაქვს. ერთ საყვარელ საქმეს ვემსახურებით, თუმცა ორი მუსიკოსის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ცოტა სიგიჟეც არის.


- რას გულისხმობთ?
- მადლობა ღმერთს, სამსართულიანი სახლი გვაქვს. ჩხუბებისა და დაშორებების ეტაპები გადავლახეთ, მაგრამ თუ ვიკამათებთ, ცოტა ხანს ერთმანეთს ვასვენებთ, მაგდა მეორე სართულზე ადის, მე დაბლა ვრჩები. 5 წუთის შემდეგ კი გვეცინება და ვრიგდებით. ტონუსში ცხოვრება ორივეს მოგვწონს.


 


- თქვენი გეგმები მხოლოდ მუსიკას უკავშირდება, თუ შვილის გაჩენაზეც ფიქრობთ?
- შვილის გაჩენა ყოველთვის გვაქვს გეგმაში და ეს ჩვენს საქმიანობას ხელს არ შეუშლის. ყოველთვის მინდოდა, პირველი ბიჭი მყოლოდა, მაგრამ ახლა გოგო მინდა, რადგან ბიჭი უკვე გვყავს - 11 წლის ლუკა მაგდას პირველი ქორწინებიდან ჩვენი ბიჭია. ლუკას პატარა დას, ლილუს ვაჩუქებთ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!