გიორგი გაგლოევი: „სატრენაჟორო დარბაზში 80 კილოგრამი შევედი“

ზაფხული თბილისში

5 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

მსახიობი Funtime-თან ინტერვიუზე ფიტნეს-ინსტრუქტორთან ერთად მოვიდა და ფორმაში ჩადგომის, საზაფხულო დასვენებისა და ცხოვრებისეული სიახლეების შესახებ ისაუბრა. 

 - ზაფხულის დასაწყისში ჯერ კახეთში, მეგობრის აგარაკზე დავისვენე, იქიდან პირდაპირ ბათუმში აღმოვჩნდი ისე, რომ სახლშიც არ შემივლია. დასავლეთში ისეთი კოკისპირული წვიმა დამხვდა, ხალხი ნოეს კიდობანს ეძებდა. რამდენიმე დღე მეგობრებთან ერთად გავერთე და ქუთაისში წამოვედი. ისე გულღიად მიმასპინძლეს, თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

- წონაში საგრძნობლად ხართ დაკლებული...
- ერთ-ერთმა სატრენაჟორო დარბაზმა მე, მსახიობებს ხატია ბრაჭულსა და ნინო მუმლაძეს ბარტერული გაცვლა შემოგვთავაზა - კლუბის სახეები ვიქნებოდით და სანაცვლოდ სხეულის სასურველ ფორმებს მივაღწევდით. მოხდა ისე, რომ ხატიას სხვა დარბაზში ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა. ნინო მუმლაძემ კი ჩემთან ერთად რამდენჯერმე ივარჯიშა, მაგრამ დაიღალა და აღარ გააგრძელა. ფიტნეს-ინსტრუქტორ ირაკლი ოთინაშვილს შევრჩი მე. დარბაზში 80 კილო შევედი და 4 თვეში 65 კილოგრამამდე ჩამოვედი.



- კლების პროცესში ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?
- 5 კილოგრამი რომ დავიკელი, თითქოს ლუციფერი მეუბნებოდა, ვარჯიში აღარ გინდაო. ირაკლი კი მირჩევდა, რომ დარბაზში სიარული გამეგრძელებინა. მოკლედ, ვარჯიში გავაგრძელე. კვების რაციონიდან ცომეული და ტკბილეული ამოვიღე. დასასვენებლად ყოფნის პერიოდშიც სწორად ვიკვებებოდი. ვიღაცებს შეიძლება, გული ვატკინო, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვინც ეკრანზე ჩანს, საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც პატივი უნდა სცეს და სხეულის ფორმებს მიხედოს. უცხოეთში ამის კულტურა უმაღლეს დონეზეა. ჩვენთან კი მთავარია, ბოთლით არაყი გვეჭიროს ხელში და სხეულის მოვლა მეორეხარისხოვანია.


- ზედმეტი კილოგრამები რა დისკომფორტს გიქმნიდათ?
- ჯერ ჩემი ღიპი მიდიოდა, მერე მე ვჩნდებოდი და უკან საჯდომი მომყვებოდა. ტანსაცმელიც დამივიწროვდა. გასულ ზაფხულს ევროტური მოვიწყვე და უამრავი სამოსი შევიძინე, მაგრამ წელს აღარაფერი მეტეოდა. როცა დავიკელი, მაისურებს ღიპის ფორმა ჰქონდა მიღებული, ანაფორასავით მეცვა.


- ახალი სეზონი დაიწყო. რა გეგმები გაქვთ?
- „კომედი არხზე“ გამოვჩნდები, სერიალში „ნიკა და ლიკა“, მდიდარი, განებივრებული, ოლიგარქი ბიზნესმენის, შოთიკოს როლი მაქვს. ღონისძიებების წაყვანას გავაგრძელებ და სხვა შემოთავაზებებსაც ველოდები. სხვათა შორის, საზოგადოებას დიდ სიურპრიზს ვუმზადებ - მალე ჩემს სათქმელს ახალ ამპლუაში ვიტყვი.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!