ნინი დედალამაზიშვილი: „უპროგნოზო ადამიანი ვარ“

ზეპირი ანკეტა

19 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინი დედალამაზიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ვფიქრობ, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. ბედნიერება არის ის მომენტი, როდესაც რამე ცუდი ხდება და უცებ სასიამოვნო ამბავს გაიგებ. ბედნიერება ჩემთვის გარდამავალი მომენტია და არა სტატიკურად, მუდმივად ბედნიერ მდგომარეობაში ყოფნა. ცუდ ამბავს რომ კარგი ამბავი მოსდევს, ეს არის ჩემთვის ბედნიერება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სულელურ ჰოლივუდურ ფილმს ვუყურე რამდენიმე დღის წინ და გულიანად ვიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ზოგადად, სენსიტიური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ჩემი ძმის მიმართ ვარ საოცრად სენსიტიური. მის კადრებსა და წინსვლას როდესაც ვუყურებ, ეს მაბედნიერებს და ამ დროს სიხარულის ცრემლი უფრო მომდის.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მუდმივად ძიების პროცესში ვარ. ვერ გამოვყოფ კონკრეტულად რომელიმე შტრიხს, რადგან ყოველწამიერად მეცვლება ხასიათი, შეხედულებები. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, -  ასეთი ვარ და არ შევიცვლები, - უბრალოდ, ვერ ვითარდებიან.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ბევრი ნაკლი მაქვს... ძალიან პირდაპირი ვარ, თუმცა ეს თვისება მე ნაკლებად მაზარალებს. ხშირ შემთხვევაში ამას საზოგადოება აღიქვამს ნაკლად.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არც ერთთან. ზოგადად, იდენტიფიკაციები არ მიყვარს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის სტერეოტიპებს, სტიგმებს, სოციალურად აქტიურია. ჩემთვის გმირობაა დღევანდელ სოციუმში თუნდაც ისეთი პატარა ნიუანსი, როგორიცაა სოლიდარობა, ტოლერანტობა.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- რენე, ფილმიდან „რენე მიდის ჰოლივუდში“.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე საინტერესოდ აფრიკაში მოგზაურობა მახსენდება. იმ პერიოდში დაინტერესებული ვიყავი კონფლიქტების მოგვარებით. ეს იყო მსოფლიო ბანკთან ასოცირებული ახალგაზრდული ჯგუფი, რომლის მიზანი იყო, კონფლიქტური რეგიონებიდან წაგვეყვანა ადამიანები და მომხდარიყო მათი ინტეგრირება ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ზოგადად, ყველა ქვეყანა, სადაც მიმოგზაურია, კარგად მახსენდება. მეორე სამშობლოდ აღვიქვამ უკრაინას. საერთოდ, რომელ ქვეყანაშიც მივდივარ, ავტომატურად იქაური ვხდები.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ასევე, იუმორი.


- საყვარელი მწერლები?
- ილია ჭავჭავაძე. ჩემთვის კარგი მწერალი არის ის, ვინც სათქმელს ამბობს ისე, როგორც საზოგადოების გამოფხიზლებას სჭირდება და ამას ილია ჭავჭავაძე იდეალურად აკეთებდა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ბევრი მყავს საყვარელი კომპოზიტორი... ყოველთვის ვგულშემატკივრობ ქართველებს. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია გია ყანჩელი, რადგან მისი მუსიკა განწყობას მიქმნის.


- ფილმი?
- თანამედროვე ახალი ქართული ფილმების საოცარი გულშემატკივარი ვარ და არა - სუბიექტურად. როდესაც საყვარელ ფილმს ან კომპოზიტორს მეკითხებიან, სულ მინდა, ქართველები გამოვყო. ლევან კორინთელთან მუშაობის პერიოდში კინოსტუდიასთან მქონდა შეხება და ვხედავდი, რის ხარჯზე უხდებოდათ ქართული კინოს გამოცოცხლება, რათა ახალი ქართული კინო საერთაშორისო სტანდარტის ყოფილიყო. ამერიკა ან ევროპა - ეს არის კინოინდუსტრია, სადაც ქარხნული წესით მზადდება ყველაფერი. როცა ჩვენი რომელიმე ფილმი უცხოურ კინოფესტივალზე წარმატებას აღწევს, ეს ჩემთვის ბევრად უფრო დიდი წარმატებაა, ვიდრე ჰოლივუდის წარმატებული რეჟისორის მორიგი ფილმი, რომელსაც „ფროდაქშენი“ აწყობს. ჩემთვის „რენე მიდის ჰოლივუდში“ მსოფლიო დონის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია და ალეკო ცაბაძე ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. ახლა ვგულშემატკივრობ ნინო ბასილიას „ანას ცხოვრებას“. ამ ფილმმა მოიარა მსოფლიო, ძალიან ბევრ კინოფესტივალში გაიმარჯვა. თან პატივი მერგო, ამ ფილმში ეპიზოდური როლი შემესრულებინა.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიუხედავად ჩემი ათწლიანი სამუშაო გამოცდილებისა, მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ყოველთვის ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარდა და საქმეს სათავეში მხოლოდ იმიტომ ვუდგებოდი, რომ კონკრეტულ იდეოლოგიას ატარებდა. ახლა სადაც ვმუშაობ, იქაც სწორედ იმიტომ ვარ, რომ არსებული სტერეოტიპები, თუნდაც ჯანდაცვაში, დაინგრეს. ჩვენ მიერ წამოწყებული სოციალური საინფორმაციო კამპანია, რომელსაც „იზრუნე“ ჰქვია, ემსახურება ადამიანების ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას ვენერიული დაავადებების მიმართ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი ყველაზე ძვირფასია.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- საშინელი დღეები მახსოვს, ძალიან მძიმე პერიოდი მქონია, მეც, ჩემს ოჯახსაც, რაც ბევრად საინტერესოს ხდის ჩემს ბიოგრაფიას. მიმაჩნია, რომ ასეთი რთული მომენტებით იწერება საინტერესო ბიოგრაფიები და არა ია-ვარდით მოფენილი გზებით. მე მომწონს ეს სირთულეები, მომწონს ის, რომ შეცდომებიც დამიშვია, თუმცა ამ შეცდომებმა ბევრი რამ მასწავლა. არც ერთ დღეს არ ამოვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩემს განვლილ ცხოვრებაში კარგი დღეები ცუდმა დღეებმა გადაწონოს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ქმედება. ჩემთვის სამშობლო არის ის, რისთვისაც მე რაღაცებს ვაკეთებ. თუმცა, გეოგრაფიულად იქნები თუ არა ადგილზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება სამშობლოსთვის სხვა ქვეყნიდანაც იზრუნო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საკუთარი თავის, იმიტომ, რომ უპროგნოზო ადამიანი ვარ.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სასურველი სიკვდილი ჩემთვის არ არსებობს. თუმცა, ალბათ, მაინც სიმშვიდეში, სადმე სოფელში, საყვარელი ადამიანებისა და ბევრი შვილიშვილის გარემოცვაში.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- გაპატიე!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?