სალომე სტურუა: „საკუთარი თავი გამოვიცანი“

ზეპირი ანკეტა

13 მარტი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი სალომე სტურუა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. იმისთვის, რომ სრულყოფილად ბედნიერი იყო, ირგვლივ ყველა ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს.  თუმცა, ბედნიერებას ყველასთვის, ალბათ, ერთი ფორმა აქვს: ჯანმრთელობა, ოჯახი, წარმატებული კარიერა. ჩემთვის ბედნიერებაა, ასევე, ის  პატარა და მარტივი დეტალები, რაც თითქმის ყოველდღიურად ხდება,  მავსებს და ღიმილს მგვრის.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- დღეს გავიცინე მეგობართან სატელეფონო საუბრის დროს.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილი ხომ ემოციების მოჭარბებაა. შესაბამისად, როცა რაღაც ძალიან მიხარია ან ძალიან მწყინს, მაშინ ვტირი. ბოლოს როდის ვიტირე, ზუსტად არ მახსოვს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ადამიანებს იმდენად ვეჩვევი, რომ საჭიროების შემთხვევაში  ჩემი ცხოვრებიდან მათი გაშვება მიჭირს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ისტორიულ ფიგურასთან ვერ ვაიგივებ თავს. ჯერ მგონია, რომ ბევრი რამ მაქვს წინ. თუმცა, ამ კითხვაზე მახსენდება კოკო შანელი. მისმა ინდივიდუალიზმმა მოდის ინდუსტრიაზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ საუკუნის ას გავლენიან ადამიანში სახელდება.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- გმირები მაინც ტრაგიკულ პიროვნებებთან ასოცირდებიან, თუმცა, დღევანდელ რეალობაში ჩემთვის გმირები არიან ისინი, ვინც სამშობლოს ემსახურებიან, ადამიანებს სიკეთეს უკეთებენ და სანაცვლოდ არაფერს ელიან. ჩემთვის გმირები არიან ანსამბლი „სუხიშვილები“, ჯარისკაცები, დედები, ქველმოქმედები...


- თქვენი მხატვრული გმირები?
- სკარლეტ ო`ჰარა „ქარწაღებულიდან“. ვფიქრობ, ის საუკეთესო მაგალითია, რა შეუძლია ძლიერ, შეუპოვარ ქალს. პირველ ნაწილში ერთი უწყინარი, უბოროტო გოგოა, მეორე ნაწილში კი - ძლიერი და შეუპოვარი ქალი, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებს არ უშინდება და მეტიც - ომისგან განადგურებულ ოჯახსა და საკუთარ თავს ფეხზე აყენებს. სკარლეტი ძლიერი, უშიშარი, მოქნილი ქალია, რომელიც თავად უზრუნველყოფს საკუთარი თავის გადარჩენას...


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველა მოგზაურობა, რომელიც მზესთან, ზღვასთან და ზაფხულთან ასოცირდება, ჩემთვის შთამბეჭდავია.



- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?

- სიდინჯე, სამართლიანობა, განათლება და იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ქალურობა, ღირსება.


- საყვარელი მწერლები?
- შტეფან ცვაიგი, მარკ ტვენი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი, იოჰან სებასტიან ბახი.


- ფილმი?
- მიყვარს ძველი იტალიური ფილმები, მაგ.: ფედერიკო ფელინის „გზა“, ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე რომან პოლანსკის „პიანისტმა“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ საკუთარი პიროვნება უკვე გავიცანი. თუ ზუსტად არ ვიცი, რა მინდა და რას გავაკეთებ, ის მაინც ვიცი, რა არ მინდა და რას არ გავაკეთებ. მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი შევიცანი, გამოვიცანი და ეს უკვე კომფორტია ჩემთვის.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემთვის ყველა დღე ძვირფასია. ახალი იდეები, ახალი შანსები, ადამიანები, რომლებიც ჩემ ირგვლივ ყოველდღიურად არიან.



- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?

- ბევრი შეცდომა დამიშვია, არასწორი გადაწყვეტილებებიც მიმიღია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა თარიღს ჰქონდა თავისი მნიშვნელობა და ეს თარიღები რომ არ ყოფილიყო, ვერ განვვითარდებოდი. თუმცა, ისეთ თარიღებს, რომლებიც ტრაგედიას უკავშირდება, აუცილებლად გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ჩემთვის მეორე დედაა. ბუნება, რომელსაც ვერასოდეს გავცვლი. მტკივა მისი ტკივილი და მიხარია მისი სიხარული.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- უსუსურობის შეგრძნების, იმ მომენტის, თითქოს მარტო დავრჩი სამყაროში.



- როგორ ისურვებდით სიკვდილს?

- მოულოდნელად. არ მინდა, სიკვდილს ერთი წამითაც კი რომ შევხედო თვალებში. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია, ღრმა სიბერეში დავიძინო და არ გავიღვიძო.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- კარგი ადამიანი ხარ, სალომე!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?