ლანა ბლიაძე: „არ ვნებდები“

ზეპირი ანკეტა

20 მარტი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია „საზოგადოებრივი რადიო 1“-ის ტოქშოუ „პიკის საათის“ წამყვანი, ქორეოგრაფი და PR სპეციალისტი ლანა ბლიაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ბედნიერება არის  ნიჭი, როდესაც შეგიძლია, ბოლომდე შეიგრძნო ბედნიერება. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ  ბედნიერები იყვნენ, თუმცა ამას ვერ გრძნობენ. ბედნიერების აღქმა და ბედნიერებასთან ურთიერთობაა ყველაზე მნიშვნელოვანი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ წამს...


- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მახსოვს, რადგან არ ვტირი. თუ ვტირი, ამას ვერავინ ხედავს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- დაინახო ყველაფერში პოზიტივი. რაც უნდა უარყოფითი ფაქტი იყოს და უარყოფითი ამბავი, ვცდილობ, დადებით ჭრილში დავინახო.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- გზები არ ვიცი. ორიენტაცია მაქვს ცუდი. ერთ ადგილზე რამდენჯერმე უნდა მივიდე, რომ დავიმახსოვრო. რაც შეეხება ხასიათს -  ფეთქებადი ვარ. შეიძლება წამში ბომბივით ავფეთქდე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- სულ მგონია, რომ წინა ცხოვრებაში მებრძოლი ქალი ვიყავი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია მამაჩემი. მგონია, ეს არის ადამიანი, რომელიც ღმერთმა იმისთვის გააჩინა, რომ სხვები გააბედნიეროს და ამით თვითონ იყოს ბედნიერი. ისე, ზოგადად, ჩემთვის გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც წარმატებას საკუთარი შრომით, შესაძლებლობებითა და ნიჭით აღწევს. ადამიანი, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ იყოს წარმატებული.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ლილიანა, რემარკის „ნასესხები სიცოცხლიდან“, „მოხუცი და ზღვიდან“ ჩემი საყვარელი მოხუცი, მაკა - ოტია იოსელიანის რომანიდან „იყო ერთი ქალი“. კიდევ ძალიან მიყვარს ბოჰუმილ ჰრაბალის პერსონაჟები.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ძალიან ბევრი... ჩემი ჰობი, რომელიც პროფესიად მექცა, ცეკვაა. ახლაც ხშირად დავდივართ გასტროლებზე და ამის წყალობით, დაახლოებით, 20-მდე ქვეყანაში ვიმოგზაურე. ერთს გამოვარჩევ, როდესაც იტალიაში გასტროლს ჩემი დაბადების დღე დაემთხვა. ავტობუსის უკანა მხარეს დამხვდა ბანერი „Happy Birthday“. ფაქტობრივად, ქუჩაში გადავიხადე დაბადების დღე, თავისი ცეკვებით, სიმღერებით. ეს მოგზაურობა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ძალიან ვაფასებ მამაკაცს, რომელმაც იცის, რა სურს, უყვარს საკუთარი საქმე და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი აქვს.


- ქალში?
- ალბათ, სილაღესა და  მიზანდასახულობას.


- საყვარელი მწერლები?
- ბოჰუმილ ჰრაბალი, ერიხ მარია რემარკი, გოდერძი ჩოხელი, ოტია იოსელიანი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ენიო მორიკონე, რომელიც  ყველას უყვარს, მაგრამ მე იტალიურმა კინომ შემაყვარა. საბედნიეროდ, საქართველოშიც ბევრი ნიჭიერი კომპოზიტორი გვყავს, რომელთაც რატომღაც ისე ვერ აფასებენ, როგორც საჭიროა. ზვიად ბოლქვაძესა და მიშა მდინარაძეს დავასახელებ, რომლებიც დღეს ხარისხიან პროდუქტს ქმნიან.


- ფილმი?
- ჯუზეპე ტორნატორეს ყველა ფილმი მიყვარს, განსაკუთრებულად: „ლეგენდა პიანისტზე“ „ახალი კინოთეატრი პარადიზო“...


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მგონია, რომ მისაღწევი ჯერ კიდევ წინ მაქვს. მაგრამ, ალბათ, საკუთარ თავში მივაღწიე ყველაზე მეტს. არ ვნებდები, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ - ალბათ, ესეც მიღწევაა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- რა თქმა უნდა, ოჯახი, მეგობრები და ჩემი საქმე.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- კი, გამოვტოვებდი...13 ივნისი. გარდა იმისა, რომ ეს დღე მთელი საქართველოსთვის ტრაგიკული იყო, ამ დღეს დაემთხვა ჩემი პირადი მიზეზიც, რომლის შემდეგაც რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ გარშემოა, დაწყებული კულტურიდან, დამთავრებული ტრადიციებით. ჩემთვის სამშობლოა ის ადამიანი, ვინც ქუჩაში დგას და შეწყალებას ითხოვს; ხორუმის უზარმაზარი, დაუსრულებელი ხაზი სცენაზე; ჩაკრულო, რომელიც კოსმოსშია; ჩვენი ხასიათი. ნოდარ დუმბაძის ნათქვამისა არ იყოს, სამშობლო არის ის, როდესაც თვითმფრინავიდან გადმოიხედავ, დაინახავ უზარმაზარ მთებს, გული აგიჩქარდება და მიხვდები, რომ სახლში ხარ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- იმედგაცრუების.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- საერთოდ, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სიბერეში. ალბათ, ისე ვისურვებდი სიკვდილს, როგორც ყველა - დავიძინო და აღარ გავიღვიძო. არც სხვები ვაწვალო და არც მე ვიწვალო.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მინდა მითხრას, რომ სწორად ვიცხოვრე.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?