ანანო ქევანიშვილი: „ეს უნდა მომხდარიყო, რათა უფრო გავძლიერებულიყავი“

ზეპირი ანკეტა

3 აპრილი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია სიძველეთა ტექნიკური ექსპერტი ანანო ქევანიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ბედნიერებას, მე პირადად, ჩემით ვიქმნი და,
ვფიქრობ, ძალიან ბედნიერი
ვარ. შეიძლება,
ელემენტარული რამით ძალიან გავბედნიერდე. რაც შეეხება სრულყოფილ ბედნიერებას, მგონია, რომ არ არსებობს. იმისთვის, რომ სრულყოფილად ბედნიერი ვიყო, ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ბედნიერები უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, ასე არ ხდება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი. ბოლოს - დაახლოებით, ერთი საათის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ხშირად ვტირი, რადგან ძალიან ემოციური ვარ და ხანდახან მჭირდება ტირილი, რომ დავიცალო. ბოლოს 2 დღის წინ ვიტირე, როდესაც ჩემს მეგობარს შვილი შეეძინა და ფოტოები გამომიგზავნა. გული ამიჩუყდა და სიხარულის ცრემლები წამომივიდა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- კომუნიკაბელურობა და სამართლიანობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ფეთქებადი ხასიათი და ორიენტაციის შეგრძნების უქონლობა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ მომწონს თავის ვინმესთან გაიგივება.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირები არიან ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს, ეწევიან ფარულ ქველმოქმედებას და არ ცდილობენ თავის გაპიარებას. ასეთ ადამიანებს მივიჩნევ გმირებად.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- პრინცესა ანა „რომაული არდადეგებიდან“.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემთვის შთამბეჭდავია ყველა მოგზაურობა, სადაც არის მზე და ზღვა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცი უნდა იყოს, პირველ რიგში, თავდაჯერებული, უნდა იყოს სამართლიანი, ინტელექტუალი. ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებმაც კარგად იციან იმ ქალის ფასი, ვინც გვერდში ჰყავთ.


- ქალში?
- ის თვისებები, რომლებიც მამაკაცის დახასიათების დროს ჩამოვთვალე, ქალსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს.


- საყვარელი მწერლები?
- შტეფან ცვაიგი და დავით კლდიაშვილი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი და ლუდოვიკო ეინაუდი.


- ფილმი?
- ფილმების დიდი მოყვარული ვარ. გამორჩეულად მომწონს „ხელშეუხებელი“ და „რომაული არდადეგები“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ამ ეტაპზე ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევ ჩემს 12 წლის შვილს, დანარჩენი ყველაფერი წინ მაქვს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანები და ადამიანური ურთიერთობები.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- საბედნიეროდ, პირადად ჩემს ცხოვრებაში ასეთი თარიღი არ ყოფილა. თუ რამე მომხდარა, მიმაჩნია, ეს უნდა მომხდარიყო, რათა უფრო გავძლიერებულიყავი, სხვანაირად შემეხედა და აღმექვა რაღაცები. ზოგადად, მარტო ჩემი კი არა, ყველა ადამიანის ცხოვრებიდან ამოვიღებდი ტრაგიკულ თარიღებს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო ჩემთვის არის ოჯახი, ტრადიციები,
კულტურა, ჩემი წარსული და მომავალი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ქვეწარმავლის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ძალიან ღრმა სიბერეში, ძილში, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ანანო, ძალიან სწორად გიცხოვრია.


 


 


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?