ნათია ორველაშვილი: „ყოველივე ცუდი, რაც ირგვლივ ხდება, მისი ნება არ ყოფილა...“

ზეპირი ანკეტა

1 მაისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერებაა, როდესაც ვხედავ ჩემს საყვარელ ადამიანებს ჯანმრთელებსა და ლაღებს... და ვართ ზღვაზე ან ოკეანეზე.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- საკმაოდ ხშირად ვიცინი. ბოლოს გუშინ გავიცინე ძალიან გულიანად, როდესაც სახალხო არტისტობის თემაზე მეგობართან ვმსჯელობდი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სულ ბოლოს, დაახლოებით, ერთი თვის წინ ვიტირე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- დამთმობი და რბილი ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ფობიებით ვარ სავსე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- თავს ვერავისთან ვაიგივებ, მაგრამ ისტორიულ ფიგურაზე საუბრისას პირველი ჟანა დ’არკი მახსენდება ხოლმე. შეიძლება, სწორედაც იმიტომ, რომ არ ვაიგივებ, მაგრამ ძალიან მომწონს მისი გამბედაობა, სიმამაცე და შემტევი ხასიათი. წარმოიდგინეთ, რა მაგარი გოგო იყო, რომ იმ ეპოქაში საფრანგეთის ჯარის სარდალი გახდა.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს და უფრთხილდებიან გარემოს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- „ტრიუმფალური თაღიდან“ რავიკი მიყვარს ძალიან, თავისი დრამატიზმით.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- შრი-ლანკაზე მოგზაურობა. იქაურობა თითქოს ბედნიერების სინონიმია თავისი ბუნებით, მანგოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერით, ფერადი და პოზიტიური შრილანკელებით... 


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ასევე, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ, უფრო კეთილებიც არიან და უფრო ჭკვიანებიც.


- საყვარელი მწერლები?
- გაბრიელ გარსია მარკესი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.


- ფილმი?
- რიჩარდ კერტისის „რეალური სიყვარული“, რადგან ის სავსეა სიყვარულითა და დადებითი ემოციებით.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს შვილს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- მაქვს ორი ისეთი თარიღი, რომელსაც აუცილებლად გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- პირველი ასოციაცია, რაც მომდის - ეს არის ქართული ცეკვა. აი, აქედან მოდის, ჩემი აზრით, ის სული, რასაც ახლა მივტირით ხოლმე ან არც გვქონია, ან კიდევ გვქონდა, მაგრამ აღარ არის.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- გარშემომყოფების ავადმყოფობისა და სიკვდილის მეშინია.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ვისურვებდი, ყველამ იცოდეს, სადამდე იცოცხლებს, ეს ყველას ჰქონდეს გააზრებული და ადამიანებს მიეცეთ ერთმანეთთან დამშვიდობების საშუალება. ისე კი ტკბილად, ძილში სიკვდილს ვისურვებდი.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ვისურვებდი, ეთქვა, რომ ის არსებობს და ყოველივე ცუდი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, მისი ნება არ ყოფილა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?