მარიამ ღუღუნიშვილი: „ბედნიერება სხვა არაფერია, თუ არა - წამი“

ზეპირი ანკეტა

8 მაისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ღუღუნიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ბედნიერება საკმაოდ ფარდობითი ცნებაა. დოქტორ ფროიდის ნათქვამის უხეში პერიფრაზირება რომ მოვახდინო, ბედნიერება უბედურებისგან თავის დაღწევაა. ჩემი აზრით, მისი აღქმაც ისეთია, რამდენი ადამიანიცაა პლანეტაზე. პირადად ჩემთვის ბედნიერება სხვა არაფერია, თუ არა  წამი. ის დეტალებშია, უნდა შეგვეძლოს მისი დაჭერა...

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი, ამწამს ...

- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილი ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, ამაში ცუდი არაფერია ...

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ბუნებით დიპლომატი ვარ, საკმაოდ გაწონასწორებული, მიზანდასახული, კარგად ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ყველაფერში ვხედავ პოზიტივს. ვცდილობ, ყველა სიტუაციიდან რაღაც ახალი ვისწავლო.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლოვანებებს ვერ დავარქმევდი, ყველა ადამიანს აქვს ხასიათის გარკვეული თავისებურებები და ღირსებები.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ მყავს ასეთი ფიგურა ...

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ყველა ადამიანი, ვინც წარმატებას საკუთარი შრომით, შესაძლებლობებითა და ნიჭით აღწევს...

- თქვენი მხატვრული გმირები?
- თავნება პეპი გრძელი წინდა.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ნებისმიერი მოგზაურობა, სადაც მზე  და ზღვაა, ჩემთვის შთამბეჭდავია ...

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცური, მიზანდასახული.

- ქალში?
- ქალური, ღირსეული, თავდაჯერებული, მიზანდასახული.

- საყვარელი მწერლები?
- ერნესტ ჰემინგუეი.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.

- ფილმი?
- ძალიან ბევრია, გამოვარჩევდი  რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანულ კომედიას „ნოთინგ ჰილი“, რომელიც ცნობილი მსახიობისა და უბრალო ლონდონელი ბიჭის რომანზე მოგვითხრობს.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს შვილს.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანური ურთიერთობები, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება ....

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არაფერს გამოვტოვებდი ...

- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო თითოეულ ჩვენგანშია, ჩვენს  კულტურასა და ტრადიციებში. ის მუდამ თან დაგყვება, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყო...

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- პირადად, არაფრის.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- არ მიფიქრია ამ თემაზე...  

- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- იმას, რომ სწორი ნაბიჯებით მივლია  ცხოვრების მანძილზე...


საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?