დიმიტრი ტიკარაძე: „სამშობლოსა და სიყვარულის განმარტება ერთ კონტექსტშია ჩემთვის...“

ზეპირი ანკეტა

15 მაისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი დიმიტრი ტიკარაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- აი, ჩემს შვილს რომ ჩავეხუტები, ეს არის ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ბოლოს აქ მოსვლამდე გავიცინე, კარგ ანეკდოტს მომიყვნენ გურულებზე, სხვათა შორის.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სენსიტიური თემაა... როცა შვილი დავკარგე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძალიან სწრაფი ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- აფექტური ვარ, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან ხშირად იმ დროს გამოვდივარ წყობიდან, როცა შემიძლია, სიმშვიდე შევინარჩუნო.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არასოდეს გამიიგივებია თავი არცერთ ისტორიულ ფიგურასთან. მიმაჩნია, რომ ყველა პიროვნება ინდივიდუალურია.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ნოდარ დუმბაძის ზურიკელა და სოსოია - ორივე ძალიან მიყვარს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მეუღლესა და შვილთან ერთად შრი-ლანკაზე მოგზაურობა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ქალის პატივისცემა.


- ქალში?
- ერუდიცია, განათლება.


- საყვარელი მწერლები?
- მიხეილ ბულგაკოვი; ჭაბუა ამირეჯიბი.


 


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრიდერიკ შოპენი.


- ფილმი?
- ბევრი ფილმი მიყვარს და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს გამოვარჩევ. უფრო დოკუმენტური ფილმები მიზიდავს, ვიდრე მხატვრული.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ 15 წლიდან ვმუშაობ და აქამდე, პრაქტიკულად, დამოუკიდებლად, ჩემით მოვედი.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- სამყაროს რეალურად აღვიქვამ და ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია. ალბათ, ბავშვობაში თუ მიფიქრია რაღაცის შეცვლაზე და რომელიმე თარიღის გამოტოვებაზე, მას შემდეგ - აღარ.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლოსა და სიყვარულის განმარტება ერთ კონტექსტშია ჩემთვის, რასაც სიტყვებით მართლა ვერასდროს გადმოვცემ. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- იმის, რისიც ყველა მშობელს ეშინია დედამიწაზე...


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ყველაზე კარგი სიკვდილი, ალბათ, ის არის, როდესაც ძილში გახვალ ამ ცხოვრებიდან, თუმცა ადამიანი ტკივილით მოდის ქვეყანაზე და ასევე, ტკივილით უნდა წავიდეს.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ალბათ, იმას, რომ სწორად ვიცხოვრე.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?