თეიკო ანჯაფარიძე: „მჯერა სიცილის, ღიმილის, სიკეთის და...“

ზეპირი ანკეტა

5 ივნისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი, პიარის სპეციალისტი, ბლოგერი თეიკო ანჯაფარიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ძალიან დიდ დროს ვკარგავთ ადამიანები ბედნიერების ძიებაში. სულ გვგონია, რომ ის რაღაც საოცარი, განსხვავებული მასშტაბურობით უნდა ვიგრძნოთ და მერე უცებ  ხდება ისეთი რამ, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ ბედნიერება იყო და ჩვენ მას არ ან  ვერ ვაფასებდით. ახლა ვხვდები, რომ ბედნიერება ჩემთვის არსებულის დაფასება და ყოველი წუთის სრულყოფილად შეგრძნებაა. 


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ვცდილობ, ხშირად გავიცინო, მაშინაც კი, როცა არ მეცინება. მინდა, ბევრი ვიცინო, როდესაც ვარ შვილებთან ერთად. მინდა, იგრძნონ დადებითი ემოციის ძალა. მჯერა სიცილის, ღიმილის, სიკეთის და მჯერა იმისიც, რომ დადებითი მუხტი ნამდვილად გადამდებია. 


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილი კიდევ უფრო გულწრფელი რეაქციაა, ვიდრე სიცილი... არსებობს სხვადასხვა  მიზეზი. არსებობს სიხარულის ცრემლები, არსებობს კარგ კინოზე ან წიგნზე  წამოსული ცრემლი, არსებობს ტკივილის, მონატრების სევდა... შეიძლება ცრემლი არ მოგდის, მაგრამ გრძნობ, რომ...


-  თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
-  თვითკრიტიკა.


 - ყველაზე დიდი ნაკლი?
- ზედმეტი ემოცია.


  - ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?




- არ ვიცი...


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები...


- თქვენი  მხატვრული გმირები?
- სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ლიტერატურული გმირი მიყვარდება. ზოგადად, ვფიქრობ, ისევე როგორც ცხოვრებაში, ასე ცალსახად არ არსებობენ დადებითი ან უარყოფითი პერსონაჟები. სწორედ ამიტომ არის ლიტერატურა ჩემთვის ძვირფასი. ხშირად ვიხსენებ ვაჟას გმირებს. ახლოს არიან კუნდერას გმირებიც: საკუთარი თავის ძიებით, შეცდომებით, სისუსტითა და სიძლიერით. 


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- პირველი საერთო მოგზაურობა საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქში, რომელიც ძალიან შემიყვარდა... სტამბული.


 - თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
 - ასე ვიტყოდი: თვისება, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ ადამიანში - სიყვარულის ნიჭს.



- ქალში?
- სიყვარულის ნიჭს.


- საყვარელი მწერლები?
- ჯორჯ ორუელი, ანა გავალდა, კუნდერა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრიდერიკ შოპენი.


- ფილმი?
- wag the dog („კუდის ქიცინი“). ეს  არის პოლიტიკური სატირა და რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, ყოველთვის ვპოულობ რაღაც ახალსა და საინტერესოს.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს...


-  რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
-  ვინ? ადამიანები... რა? ერთგულება...


-  თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?


-  არის ასეთი თარიღები. ამ თარიღებმა შემცვალა.


-  რა არის თქვენთვის სამშობლო? 
-  როგორც დუმბაძის გმირი ამბობს,  „სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით“... 


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
-  შიშის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- არ მიფიქრია…


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მიყვარხარ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?