თეონა ყუფუნია: „ღმერთთან ყოველთვის მაქვს ჩემი დიალოგი...“

ზეპირი ანკეტა

12 ივნისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია: NDI-ის პროგრამის მენეჯერი თეონა ყუფუნია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, როცა ჩემ გარშემო ყველა ჯანმრთელად არის და, რაც ყველაზე მთავარია, როცა საკუთარ თავთან ბალანსი მაქვს ნაპოვნი. ეს არ არის დაკავშირებული მატერიალურ მდგომარეობასთან. შეიძლება, რამე მარტივი მაბედნიერებდეს და სულაც არ იყოს ეს მილიონი დოლარი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- კარგად ვიცინე რამდენიმე დღის წინ, რაღაც სურათს შევხედე და გამეცინა. ისე, ყოველდღე ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ხშირად ვტირი, რადგან ჩემთვის ძალიან მტკივნეულია სოციალურ ქსელში ზოგიერთი სურათისა თუ გრაფიკული ვიდეოს ნახვა, განსაკუთრებით, სირიის შესახებ. ბოლოს მახსოვს, ბევრი ვიტირე იმ ცნობილი ფოტოს ნახვისას, სადაც აღბეჭდილია 2-3 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც ზღვამ გამორიყა...


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, ის, რომ ყველას პოზიტიურ ჭრილში ვუყურებ და ადამიანებს არ განვსჯი. ჩემი ეს თვისება თავად მაბედნიერებს. მოგვიანებით, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს გამოავლენს, რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულება მიჩნდება, მაგრამ პირველი ინტერაქციის დროს განსჯის მომენტი ნაკლებად მაქვს ხოლმე.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ადვილად ვენდობი ადამიანებს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არცერთთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია გიორგი ანწუხელიძე. ის ჩემი დროის გმირია, ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადამიანი. ცოცხალი რომ იყოს, ჩემი ტოლი იქნებოდა. მე მას არ ვადარებ წარსულის გმირებს, რომლებიც სხვა საუკუნეში ცხოვრობდნენ და სხვა ეპოქას წარმოადგენდნენ. ეს ბიჭი ჩემიანია, ჩემი თაობაა. საერთოდ, ბევრი მიფიქრია იმაზე, რაც მან გააკეთა და მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა საქართველოს ისტორიაში.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ბავშვობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ახალგაზრდა გმირმა  - ეს არის 18 წლის ყმაწვილი ჟულიენ სორელი სტენდალის „წითელი და შავიდან“. ეს ბიჭი მიყვარდა და ყველანაირად მომწონდა იმ აღქმით, რა აღქმითაც ვკითხულობდი მაშინ ამ წიგნს. 


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე განსაკუთრებული და შთამბეჭდავი იყო ულან-ბატორში მოგზაურობა. ეს იყო რადიკალურად განსხვავებული სამყარო.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ქალშიც, იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- სალომე ბენიძე და სილვია პლათი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრედი მერკური.


- ფილმი?                   
- ფილმებს იშვიათად ვუყურებ, დრო არ მაქვს, თუმცა არის ერთი ფილმი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს - „დალასის გამყიდველთა კლუბი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ვერ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით რამე განსაკუთრებულს მივაღწიე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმე გავაკეთე პროექტით „ქალები საქართველოდან“.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დარინკა - ჩემი შვილი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არა, ასეთი თარიღი არ არსებობს. ყველა თარიღს თავისი გამოცდილება ახლავს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ჩემთვის არის ადგილი, სადაც კარგად ვარ, არ მავიწროებენ, არ ვწუხდები, არ მიწევს ელემენტარულისთვის ბრძოლა. მაგალითად, ასე კარგად ვიყავი მაშინ, როდესაც შვედეთში ვცხოვრობდი. იმ მომენტში ის იყო ჩემი სამშობლო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- რისი მეშინია? დაავადებების მეშინია ძალიან და მინდა, ყველა ჯანმრთელი იყოს. ეს თემა ძალიან გამწვავებული მაქვს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ამაზე არ მიფიქრია. არ მინდა, თუმცა, მოგვიწევს. ვისურვებდი, ალბათ, ვიყო ძალიან ღრმა ასაკში, სახლში, მშვიდად, ღამე.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ღმერთთან ყოველთვის მაქვს ჩემი დიალოგი და საკმარისად ვურთიერთობთ. რა მინდა მითხრას? - არ ვიცი.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?