ნინო ჩუტკერაშვილი: „ჩემი ცხოვრებიდან ბევრ თარიღს გამოვტოვებდი“

ზეპირი ანკეტა

3 ივლისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი ნინო ჩუტკერაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ეს ყველაზე რთული კითხვაა ამ კითხვარში. ბევრჯერ მიფიქრია, რა მჭირდება იმისთვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო. მჭირდება, თუნდაც მცირე ხანს ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც დაუძლეველი პრობლემები არ იქნება და მქონდეს ჩემი თავის გამოვლენის შესაძლებლობა; რაც მთავარია, მარტო იმაზე ვფიქრობდე, კარგი რა გავაკეთო და ვიმყოფებოდე მხოლოდ იმ ხალხის გარემოცვაში, რომლებიც, ასევე, ამაზე ფიქრობენ.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ერთი-ორი საათის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სერიოზულად ვიტირე ორი დღის წინ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ემოციური ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- იგივე. მივიჩნევ, რომ ემოციურობა ნაკლიც არის, რადგან ცხოვრება ბევრად უფრო რაციონალურობას მოითხოვს, მაგრამ არ გამოგვდის. საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებულად მომთხოვნი ვარ. ასე ვექცევი სხვებსაც, რასაც ხშირად მოსდევს უსიამოვნებები.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერცერთთან, სიმართლე გითხრათ. ვერ ვბედავ ამაზე ფიქრს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- მაგალითად, ჩემი გმირია ჟულიან ასანჟი. ის გამბედაობა, რაც ამ ადამიანმა გამოავლინა, როცა დღევანდელ კაცობრიობას სილა გააწნა, გმირობად მიმაჩნია.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ძნელი სათქმელია. ვისაც ლიტერატურა უყვარს, ყოველთვის დაიბნევა ამ შეკითხვაზე. ხან ვინ შეგიყვარდება და ხან - ვინ. უცებ მახსენდება დათა თუთაშხია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მექსიკაში, 2015 წელს. მაიას ტომებით დასახლებულ ქალაქ სან კრისტობალ დე ლას კასასში ვიმყოფებოდი, გვატემალის საზღვართან ახლოს. ყველაფერი მაოცებდა - ხალხიც  და ნიანგებით სავსე მდინარე ჩიაპა ლა კორძოს ხეობაც. ახლა მგონია, რომ ის ათი დღე კინოფილმში ვიცხოვრე.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- გაწონასწორებულობას და თვისებას, რომ ზუსტად იცოდეს, რა სურს ცხოვრებაში.


- ქალში?
- ქალში უფრო სათნოებას, ალბათ.


- საყვარელი მწერლები?
- საყვარელი მწერალი რომელია, რომელსაც ხშირად უბრუნდები, თუ რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა? ბოლოს წაკითხულიდან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ნიკოს კაზანძაკისმა მოახდინა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალია. მწერალი, ვისაც ვუბრუნდები და ვის გამოც ინგლისურის სრულყოფილად სწავლა გადავწყვიტე, რათა ორიგინალში წამეკითხა, არის ჩარლზ დიკენსი. მწერალთა შორის განსაკუთრებით ბევრია კეთილი და ავი გენიოსი. ორივე სახის გენიოსობას ვაღიარებ, მაგრამ კეთილი გენიები უფრო მიყვარს.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- კომპოზიტორიც ასევეა. ახლა კლოდ დებიუსით ვარ გატაცებული. მანქანაში სულ მაგას ვუსმენ. არ ვიცნობდი, თურმე.


- ფილმი?
- ჯეინ ოსტინის მიხედვით გადაღებული ფილმები მიყვარს. ყველა ვარიანტი ნანახი მაქვს. საყვარელი ეს არის, თორემ არჩევანი დიდია. ალბათ, ჯეინ ოსტინი რომ მიყვარს, მთავარი მიზეზი ესაა. ისე კი, სეზონურად სხვადასხვა რეჟისორებით ვარ გატაცებული. კარგა ხანს გამიგრძელდა კორეელი რეჟისორით კიმ კი დუკით გატაცება. სხვათა შორის, მას ერევანში შევხვდი 2014 წელს და ფოტოს გადაღებაც მოვახერხე. მისი ფილმებით მიღებული შთაბეჭდილება ხანგრძლივად მომყვება ხოლმე.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი ვარ და ამავე დროს, კოორდინაციას ვუწევ  საერთაშორისო ფესტივალებზე ფილმების წარდგენას), ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ ორი საფესტივალო აპლიკაციიდან ამოვაღებინე აფხაზეთი, როგორც ცალკე სახელმწიფო, ორჯერ გამომივიდა ეს და ორჯერ გამომივიდა კიდევ ის, რომ ლათინოამერიკისა და ავსტრალიის საფესტივალო  აპლიკაციების ქსელში ჩავასმევინე საქართველო და ქართული ენა (ტრაბახად ნუ ჩამითვლით, რადგან ამაზე არავინ არაფერს მოყვება, მე თუ არ მოვყევი). ოღონდ ეს, მიმაჩნია, ჩემი, როგორც მოქალაქის, მიღწევაა და არა როგორც შემოქმედის.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ძვირფასი, რასაც ყველაზე მტკივნეულად განვიცდი, ჩემი ახლობლების ჯანმრთელობაა.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ჩემი ცხოვრებიდან ბევრ თარიღს გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო არის ჩემი სახლი. სადაც არ უნდა წავიდე, მგონია, რომ ჩემი ადგილი აქ არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ სიტუაციებში დავდივარ ხოლმე, მგონია, რომ ის გარემო ჩემი არ არის. ჩემი აქ არის. და მინდა ჩემი სახლი, ჩემი გარემო, ჩემი ქვეყანა იყოს ისეთივე კარგი, როგორც ევროპის ქვეყნებია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ბევრი რამის მეშინია. მეშინია სირცხვილის. რასაც ვერასდროს გადავიტან, ეს საკუთარი სამარცხვინო საქციელია.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ყველა შემთხვევაში, ვისურვებდი, რომ სიკვდილის წინა წამშიც არ ვიცოდე, რომ ვკვდები. მინდა, იმედი არ მომიკვდეს, ისე მოვკვდე.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- „ყველაფერი გაპატიე“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.