დიანა კრჯონიანი: „ვარ იქ, სადაც მინდა, რომ ვიყო“

ზეპირი ანკეტა

24 ივლისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჯანდაცვის მენეჯერი/სპეციალისტი - დიანა კრჯონიანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც უყვარხარ და გიყვარს.

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- საერთოდ, ხშირად ვიღიმი. ბოლოს დღეს გავიცინე, ტაქსიში, აქ რომ მოვიდოდი.

- ბოლოს როდის იტირეთ?
- იშვიათად ვტიროდი ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ემოციური გავხდი, თითქოს ყველაფერზე მეტირება.

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- პრინციპულობა.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- უხეშად პირდაპირი ვარ, რაც არ მომწონს.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არავისთან... რომელიმე ისტორიულ გმირთან თავის გაიგივება ზედმეტად ტრივიალური მეჩვენება.

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ალბათ, ყველა დედა, ვინც შვილს უმამოდ ზრდის. დედაჩემმა უმამოდ გამზარდა და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან რთულია.

- თქვენი მხატვრული გმირები?
- სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხატვრული გმირი მყავს. მაგალითად, თუ კონკრეტულ წიგნს ვკითხულობ, იმ მომენტში იმ წიგნიდან მყავს ფავორიტი. ამწუთას, რატომღაც, ოსკარ უაილდის დორეან გრეი მახსენდება.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- შთამბეჭდავი მგონია, ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ ბოლოს ყველაზე შთამბეჭდავი იყო გერმანიაში, მიუნხენში მოგზაურობა, სადაც Coldplay-ს კონცერტს დავესწარი.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთგულება.

- ქალში?
- საკუთარი თავის პატივისცემა.

- საყვარელი მწერლები?
- ოსკარ უაილდი.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი, ფრიდერიკ შოპენი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.

- ფილმი?
- გამორჩეულად საყვარელი ფილმი არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ახლა ვერ ვიხსენებ...

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ალბათ, იმას, რასაც დღეს ვაკეთებ. ვარ იქ, სადაც მინდა, რომ ვიყო.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დედა.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- კი, არსებობს. ეს იყო ხუთი წლის წინათ, 15 ივნისი.

- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო? სამშობლო არის ღირებულებები, ტრადიციები და პატარა ოჯახი, სადაც ყოველთვის მიხარია ყოფნა.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მარტოობის.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ძალიან მაგარი გოგო ხარ!


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?