ლანკა ჩეჩელაშვილი: „დღეს ჩემი გმირები არიან მარტოხელა დედები...“

ზეპირი ანკეტა

14 აგვისტო 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია სოციალური მედიის მენეჯერი ლანკა ჩეჩელაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემთვის და, ალბათ, ზოგადადაც, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, თუმცა, ორი სიტყვით თუ ვიტყვი, შესაძლოა, ეს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა იყოს.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიღიმი. აი, ამ წამს გავიღიმე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ძალიან ემოციური ვარ. შესაბამისად, ჩემთვის ტირილიც ძალიან მარტივია. რამდენიმე საათის წინ ვიტირე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ხასიათის სიმტკიცე.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ემოციების მართვა არ ვიცი და ვცდილობ, ვისწავლო.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- იცით რაა, ალბათ, არავისთან გავაიგივებდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- დღეს ჩემი გმირები არიან მარტოხელა დედები და ის ადამიანები, ვინც უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- არ მყავს მხატვრული გმირები.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ის მოგზაურობა, რომელიც გულით მინდა, ვფიქრობ, ჯერ წინ მაქვს.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცურობა, ხასიათის სიძლიერე და იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- საკუთარი თავის პატივისცემა.


- საყვარელი მწერლები?
- ვაჟა ფშაველა მიყვარს ძალიან და უილიამ შექსპირი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ძალიან მიყვარს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. პინკ ფლოიდიდან - როჯერ უოტერსი და ბითლზებიდან - ჯორჯ ჰარისონი.


- ფილმი?
- კრისტოფერ გარნერის „ბედნიერების კვალდაკვალ“, რომელიც ძალიან ღრმა ფილმია.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს შვილს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- დიახ, ასეთი არსებობს: 22 ივნისი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- კულტურა.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ვუსურვებდი იმ ეტაპზე, როცა ვიტყვი, რომ გავაკეთე რაღაც ისეთი, რაც ჩემს შვილს დავუტოვე. ვისურვებდი გაცნობიერებულად სიკვდილს. მეძინოს და ძილში გავიპარო, ეგ არ მინდა.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- „ო, ლანკა, გამოგივიდა“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.