ნატალი გოგიჩაიშვილი: „ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ...“

ზეპირი ანკეტა

21 აგვისტო 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია რადიოწამყვანი ნატალი გოგიჩაიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- არ ვიცი... ჩემი წარმოდგენით, არ არსებობს სრულყოფილი ბედნიერება. 


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი, ცოტა ხნის წინაც გავიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- გუშინ, საკმაოდ უაზრო მიზეზით, სხვათა შორის.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
-  პასუხისმგებლობა და სამართლიანობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ყოველთვის მიჭირს არჩევანის გაკეთება. ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც უმნიშვნელოზე, ძალიან დიდხანს ვფიქრობ. მაგალითად, ტანსაცმლის ყიდვის დროსაც კი...


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არც ერთთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- კეთილი ადამიანები არიან გმირები. მიხარია როცა ასეთ ადამიანებს ვხედავ, ვფიქრობ გაცემული დადებითი ენერგია ყოველთვის ბრუნდება უკან.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- მხატვრული გმირები შემდეგ ნაწარმოებამდე მყავს ხოლმე. ახლა ვკითხულობ ფრედერიკ ბეგბედერის „უნა და სელინჯერს“. სხვათა შორის, სელინჯერი აქამდეც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი  მწერალი იყო და ბეგბედერმა კიდევ უფრო შემაყვარა.  


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემთვის დასვენება ყოველთვის მზესთან და ზღვასთან ასოცირდება, მაგრამ შთამბეჭდავი მოგზაურობა სვანეთში მქონდა. არ მიყვარს მთა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მთა არ არის ჩემი. სამი წლის წინათ ვიყავი სვანეთში და გაოცებული დავრჩი. გამაოგნა იქაურმა მუზეუმმა, თავისი ექსპონატებით და განსაკუთრებული აურით.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთის გამოყოფა მიჭირს. რამდენიმეს ჩამოვთვლი: იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ისე ძალიან ძნელია ადამიანთან ურთიერთობა. უნდა იყოს განათლებული, მზრუნველი და ყურადღებიანი.


- ქალში?
- ქალი უნდა იყოს ბუნებრივი, აუცილებლად - დამოუკიდებელი და ყოველთვის უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი.


- საყვარელი მწერლები?
- ნოდარ დუმბაძე გამორჩეულად მიყვარს - ბუნებრივია, ნამდვილი და გულწრფელი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ქართველი კომპოზიტორებიდან გია ყანჩელს გამოვარჩევდი,  გამორჩეულად მიყვარს კლოდ დებიუსის ნაწარმოებებიც, ისე კი თითქმის ყველა ჟანრში მყავს ფავორიტები. ჩემთან განსაკუთრებულად ახლოს 50 და 60 -იანების მუსიკაა.


- ფილმი?
- უცებ რაც მახსენდება, ჯიმ ჯარმუშის „მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან“. აი, პირველი კადრი რომ იწყება, იქედან მოყოლებული, მუსიკით და მსახიობებით დამთავრებული,  ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმია. ქართული ფილმებიდან „ცისფერი მთები“ უნდა ვთქვა, რომელიც ზეპირად ვიცი.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიღწევად? არ ვიცი... ალბათ, მეგობრებს, რომელთაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი და ის ადამიანები, ვინც მიყვარს.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- არა, ყველას დავტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ის ადამიანები, ის გარემო, ის ყოველდღიურობა, რომელშიც ვარ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- კალიების მეშინია ძალიან. მათ დანახვაზე მართლა ცუდად ვხდები.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- უცებ და უმტკივნეულოდ, მოულოდნელად. არ მინდა, ვიცოდე, როდის მოვკვდები.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მინდა, მითხრას, რომ პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახე და წინ მეორე და უფრო საინტერესო ეტაპი მელის.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?