ავთო ტუღუში: „მშობლების უდიდესი დამსახურებაა ის, რომ მე სამშობლო ასე ძალიან მიყვარს“

ზეპირი ანკეტა

11 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია „კუზანოვის კლინიკის“ დირექტორი ავთო ტუღუში.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი საყვარელი ადამიანები არიან ჯანმრთელები და ამასთანავე, ოჯახში გაქვს ფინანსური უზრუნველყოფა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სულ ვიცინი. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკურ ქირურგიაში ვმოღვაწეობ, სამსახურშიც ბევრს ვიცინი, რადგან კურიოზული სიტუაციები ხშირია. 


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ვიტირე, როდესაც ჩემი ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ჭამა მიყვარს და ვფიქრობ, ეს ნაკლია.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- მე დავიბადე ძალიან ლამაზ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში. ყოველთვის მიყვარდა და ვაფასებდი პეტრე პირველს. მის მიერ რუსეთის იმპერიაში ჩატარებული რეფორმები ჩემთვის მაგალითია.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია მამაჩემი, რომელმაც თავისი შრომით მიაღწია წარმატებას. ასევე, დღეს ჩემთვის გმირია ივა კუზანოვი, თავისი საქმისა და იმ უდიდესი ნიჭის გამო, რომლის არდანახვაც შეუძლებელია.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- შერლოკ ჰოლმსი, როგორც პერსონაჟი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ისეთი მოგზაურობა ჯერ არ მქონია, რომლითაც აღვფრთოვანდებოდი და ჭკუა გადამეკეტებოდა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მიზანდასახულობა.


- ქალში?
- აუცილებლად უნდა იყოს განათლებული და გემოვნებიანი. არ ვამბობ, რომ ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ შარმი უნდა ჰქონდეს თავისებური.


- საყვარელი მწერლები?
- საერთოდ მიყვარს მისტიკა და ამიტომ დავასახელებ ნიკოლაი გოგოლს. სხვათა შორის, ბოლოს წავიკითხე ბეგბედერის „იდეალი“ და ძალიან მომეწონა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- როდესაც პოზიტიურ ხასიათზე ვარ - ჩაიკოვსკი და როდესაც მოწყენილი ვარ - იოჰან სებასტიან ბახი.


- ფილმი?
- ბრეტ რეთნერის „მეოჯახე“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- 28 წლის ასაკში კლინიკის დირექტორი ვარ და ალბათ, ეს არის ჩემი ერთგვარი მიღწევა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ერთგულება.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არცერთს, რადგან რაც მოხდა, ალბათ, უნდა მომხდარიყო.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- აი, როდესაც უცხოეთში ხარ და ესწრები „სუხიშვილების“ ან „ერისიონის“ კონცერტს და ამ ჰანგებზე დაგბურძგლავს, აი, ეს არის ჩემთვის სამშობლოს სიყვარული. მე არ ვარ საქართველოში დაბადებული, მაგრამ მშობლების უდიდესი დამსახურებაა ის, რომ სამშობლო ასე ძალიან მიყვარს. ქართულ ტრადიციებზე აღმზარდეს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიკვდილის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ძილში... უმტკივნეულოდ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- “ავთო, ნუ ნერვიულობ, შენ სწორად იცხოვრე!“

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?