ხატია ბრაჭული: „...ის, რაც ხშირად მაზარალებს“

ზეპირი ანკეტა

14 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მსახიობი ხატია ბრაჭული.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, სრულყოფილი ბედნიერებაა ის, რომ გააბედნიერო სხვები. ბედნიერება არის ოჯახი, მადლიერება, სიხარული, სიამოვნება, ჯანმრთელობა, როცა გიყვარს, როცა უყვარხარ. ამ ელემენტებისგან შედგება ბედნიერება.  

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- მუდამ მომღიმარი ვარ. კონკრეტულად კი ბოლოს, მგონი, ფილმ „შავ რაინდზე“ ვიცინე, რომელსაც მეგობართან ერთად ვუყურე.

- ბოლოს როდის იტირეთ?
- სიხარულისგან ვიტირე 2 თვის წინ, როდესაც ჩემი დეიდაშვილის შვილი დაიბადა.

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- გულღია, მხიარული და კომუნიკაბელური ვარ.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან ჯიუტი ვარ, თანაც არა მხოლოდ სხვებთან, არამედ საკუთარ თავთანაც და ეს არის ის, რაც ხშირად მაზარალებს. ასევე, სუსტი ნებისყოფა მაქვს.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- მე იმდენად მე ვარ - ხატია ბრაჭული, მიჭირს, ვინმესთან გავაიგივო თავი, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს თამარ მეფე იყოს. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რატომაც არა?!

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ბავშვობიდან სიტყვა გმირი ჩემში ჯარისკაცებთან ასოცირდებოდა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი გმირია, ის, ვინც თავისი საქმის ერთგული „ჯარისკაცია“ და თავისი ქვეყნის თავგანწირული სიყვარული შეუძლია. 

- თქვენი მხატვრული გმირები?
- როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და როლებს გვინაწილებდნენ, ჩემსა და ამ პერსონაჟს შორის ყოველთვის ვნახულობდი მსგავსებას. ჩემი საოცნებო გმირია ანტიგონე, რადგან საკუთარ ხასიათს ვამსგავსებდი.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველა მოგზაურობა შთამბეჭდავია, მაგრამ გამოვყოფ პირველ მოგზაურობას, როდესაც მე და ჩემი დაქალი ბოდრუმში მარტოები პირველად წავედით დასასვენებლად.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- არ მიყვარს, როდესაც კაცი ბევრს ლაპარაკობს. მომწონს ინტელექტუალი, თავდაჯერებული, მტკიცე ხასიათის და საინტერესო კაცები, რომლებიც სულ ახლის ძიებაში არიან, რათა ამით საინტერესო გახადონ ქალთან ურთიერთობა. 

- ქალში?
- მომწონს ქალები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ვიზუალს და გემოვნებით გადმოსცემენ თავიანთ გარეგნობას. ამასთანავე, აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, საინტერესო და ძლიერი.

- საყვარელი მწერლები?
- ონორე დე ბალზაკი მიყვარს და ალექსანდრე დიუმა. სხვათა შორის, ახლა წავიკითხე ჰაინრიხ ბიოლის „კლოუნის თვალთახედვა“ და ძალიან მოვიხიბლე.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- ანტონიო ვივალდი მიყვარს ძალიან, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, გია ყანჩელი, ენიო  მორიკონე...

- ფილმი?
- მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“ და  გუგული მგელაძის „ფესვები“ - ამ სამ ფილმს გამოვყოფ.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- 26 წლის ვარ და ჯერ მიღწევებზე საუბარი ადრეა, მაგრამ ბავშვობიდან იმდენად მიზანდასახული ვიყავი და იმდენად მინდოდა მსახიობობა, თან ეს იმ წლებში იმდენად დიდი სირთულე იყო ჩემთვის, რომ, ალბათ, ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტობას მივიჩნევ.  

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- კი, ბევრი თარიღია ისეთი, რომლებსაც ჩემი ცხოვრებიდან გამოვტოვებდი - ისინი, რომლებიც ადამიანების დაკარგვას ან შეცდომების დაშვებას უკავშირდება.  

- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- ძალიან ძვირფასი რამ, რომელიც გიყვარს და გაწუხებს.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- იმდენად ემოციური ვარ, რომ ხშირად ვფიქრობ, არ გავგიჟდე. ასევე, მეშინია მარტოობისა და სიკვდილის.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ვისურვებდი იმ ასაკში, როდესაც მეყოლებიან შვილიშვილები და თმაში ჭაღარა მექნება. დასნეულებული და სხვისი მოსავლელი არ მინდა გავხდე. მირჩევნია, წყნარად, მშვიდად, ძილში მოვკვდე.

- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- გაპატიე!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?