თამუნა ლეფსვერიძე: „ჩემი სრულყოფილი ბედნიერება პატარ-პატარა ბედნიერებებისგან შედგება“

ზეპირი ანკეტა

20 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია  „აიპრესის“  ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ბევრი ბედნიერება მაქვს ცხოვრებაში. ჩემი სრულყოფილი ბედნიერება პატარ-პატარა ბედნიერებებისგან შედგება, რაც საბოლოოდ ბედნიერს მხდის.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აი, ახლაც ვიცინი, იმიტომ, რომ ბედნიერებისთვის საბაბი ნამდვილად მაქვს: დიდებული პოეტის გალაკტიონის დაბადების დღეს ვწერთ ამ ინტერვიუს და თან ძალიან კარგ ადგილას - წიგნის მუზეუმში.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- როდის ვიტირე? ორი კვირის წინ, გამზრდელი ბებია ვნახე სიზმარში. როცა გავიღვიძე, გული დამწყდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მგონი, მაინც, ასე თუ ისე, მიზანდასახულობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ჯიუტი ვარ! მთელი ქვეყანა ამბობს ამას, რომ ჯიუტი ვარ და მეც ვუჯერებ ამ ადამიანებს, რომ ეს ჩემი ნაკლია.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- მიყვარს ისტორიული გმირები, მაგრამ თავის გაიგივების მომენტი არ მაქვს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თანამედროვე ცხოვრებაში ცოცხალი გმირები მყავს. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ქართული ეროვნული ცნობიერების ამაღლებას უწყობენ ხელს. ასეთი ახალგაზრდები იმდენად იშვიათია დღეს, რომ სწორედ ისინი არიან ჩემი გმირები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ნოდარ დუმბაძის ყველა გმირი ჩემი ოჯახის წევრია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მოგზაურობა მქონდა გურიაში, სადაც 6 თვე ვიყავი, დავდიოდი სოფლიდან სოფელში. ეს იყო საოცარ ადამიანებთან ურთიერთობა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ზოგადად, პრინციპული ადამიანები მომწონს.


- საყვარელი მწერლები?
- ძალიან მიყვარს ალექსანდრე ყაზბეგი, თომას მანი და  გიდე მოპასანი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ყველას ვუსმენ, აბსოლუტურად. გამორჩეული კომპოზიტორი არ მყავს.


- ფილმი?
- ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ეს იყო მრავალი წლის წინათ, როდესაც ჩემი ჟურნალისტური მასალების,  შეგროვებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პრინციპში, ეს ჩემი მოვალეობაც იყო და ვალდებულებაც, მაგრამ შედეგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ყველაფერი რაც ხდება, ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია. ამიტომ ყველა თარიღს თავისი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში, ცუდსაც, მტკივნეულსაც, სასიხარულოსაც. ყველაფერი დაწყობილია ისე, რომ  რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო ჩემთვის მართლა ყველაფერია: ჩემი სიხარული, ჩემი ტკივილი, ჩემი წარსული,  ჩემი აწმყო, ჩემი მომავალი, ყველაფერი არის ჩემი სამშობლო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- იმედგაცრუებების მეშინია ხოლმე. ეს იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს ჩემში, რომ ყოველთვის ძალიან მეშინია.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ბებიაჩემი რომ ნატრობდა, ისე: დავიძინო და აღარ გავიღვიძო.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მითხრას, მთლად გლახად არ გიცხოვრია.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.