მაიკო მიშელაძე: „არ მეგონა, თუ ასეთი ძლიერი ვიქნებოდი“

ზეპირი ანკეტა

27 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია  გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტი მაიკო მიშელაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- პატარ-პატარა ბედნიერებებს ყოველ წუთს შევიგრძნობთ, თუნდაც დილით, როცა მადლიერი ხარ, რომ გათენდა, მაგრამ სრულყოფილი ბედნიერება ის არის, რაც მე არ ვიცი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან მხიარული ადამიანი ვარ და, ძირითადად, ყოველთვის ვიცინი. სიცილი და იუმორი ბევრ რამეში მეხმარება.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სამწუხაროდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ხშირად ვტირი ხოლმე. ფილმის გამოც მიტირია, წიგნის გამოც.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ერთგული ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან, ზეემოციური ადამიანი ვარ და ხშირ შემთხვევაში, როდესაც საერთოდ არ ვჩხუბობ და არ ვყვირი, ახლობელ ადამიანებს, დედაჩემსაც კი, ჰგონიათ, რომ ვჩხუბობ. ამ დროს არ ვჩხუბობ და ხშირად ჩემდაუნებურად ვაწყენინებ ხოლმე საყვარელ ადამიანებს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- მაია წყნეთელთან. მამაჩემს უყვარდა ეს პერსონაჟი და ზუსტად ამიტომ მქვია მაია. მათე ბიჭს მეძახდა ბავშვობაში.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- არ მინდა, ძალიან ბანალური პასუხი გამომივიდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეცნობიერად ჩემში არის მაია წყნეთელი, ჯარის ქალობაზე ბევრი მიოცნებია. ამიტომ ყველა ჯარისკაცი მგონია გმირი. მნიშვნელობა არ აქვს, აქ იცავენ საზღვარს თუ მისიებში მსახურობენ. მიუხედავად სქესისა, ჩემთვის გმირები ეს ადამიანები არიან.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ბევრია ასეთი, მაგრამ დავასახელებ იმას, ვისთანაც იდენტიფიცირებას ვახდენ - ეს ანა ფრანკია. „ანა ფრანკის დღიური“ პირველად ზუსტად იმ ასაკში წავიკითხე, რომელ ასაკშიც ანა წერდა. დედაჩემის იდეა იყო, რომ უნდა წამეკითხა და იმ დღიდან ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანაც, ჩემსავით, „ტყუპი“ ყოფილა...


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- 2007 წელს ლატვიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- სიძლიერე, ერთგულება, იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ქალშიც - იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- პროსპერ მერიმე მიყვარს ძალიან.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ვენის მუსიკოსები. საერთოდ, კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს.


- ფილმი?
- პიტერ უირის „მკვდარი პოეტების საზოგადოება“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- არ მეგონა, თუ ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი ვიქნებოდი. მგონია, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი, დედა.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- თარიღები... ეს არის მამაჩემისა და ჩემი ძმის გარდაცვალების თარიღები, თუმცა ვერ გამოვტოვებდი, რადგან ჩემი სიძლიერე სწორედ ამ თარიღებმა განაპირობა. გამოვტოვებდი სიამოვნებით, მაგრამ არ გამოიტოვება.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- ადგილი, სადაც გტკივა, გიხარია, გიყვარს. ადგილი, რომელიც შენია, ძალიან შენია. იმდენად შენია, ამასაც რომ ვამბობ, მეუხერხულება და მრცხვენია. ეს ძალიან პირადია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ღმერთის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილს? არ მინდა, ძალიან დიდხანს ვიწვალო.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ვისურვებდი, თავზე ხელი გადამისვას.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.