ნინჩო ჯიბლაძე: „პატრიოტიზმის გრძნობამ ბევრ დიდ გადაწყვეტილებაზე უარი მათქმევინა“

ზეპირი ანკეტა

11 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალ OK-ის რედაქტორი და Gulf Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი ნინჩო ჯიბლაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
-  ალბათ, განწყობა, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან კომფორტში ამყოფებს და ის განცდა, რომ შემეძლოს, ვიყო ბედნიერი. რეალურად ეს შეიძლება, არ იყოს მატერიალურთან კავშირში.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გუშინ დილით ძალიან ბევრი ვიცინე ერთ პატარა ისტორიაზე, როდესაც ჩემმა ქმარმა ჩემი 2 წლის გოგოს ძალიან სთხოვა - ჩამეხუტეო. ბავშვი ჩაეხუტა, კოცნის, კოცნის და მერე ყურში უჩურჩულებს: იცი, მამიკო ჩემი საყვარელი თოჯინა ერთ-ერთ მაღაზიაში უკვე იყიდებაო.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- დღეს დილას ვიტირე. ცუდ ხასიათზე გადმოვედი მანქანიდან და ვერც შევედი სამსახურში. დავდიოდი ჭავჭავაძეზე და ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები, მაგრამ კარგი იყო. მერე კარგ ხასიათზე დავდექი, მომეშვა გულიდან რაღაც...


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ადამიანები მიყვარს და მათთან ურთიერთობა მსიამოვნებს.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- არ ვიცი, რამდენად ნაკლია, იმიტომ, რომ რამდენჯერმე გამომადგა კიდეც, მაგრამ მაინც უფრო ნაკლად მივიჩნევ - სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- უფრო, ალბათ, თანამედროვე ისტორიაში ამერიკისკენ წავიდოდი. მიყვარს და გულთან ახლოს მყავს კენედების ოჯახი. მომწონდა ჟაკლინ კენედი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
-  ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ისეთი სამყარო, სადაც არ იქნება ტოტალური შიმშილი და გაჭირვება. უფრო მარკ ცუკერბერგი, რადგან - მარკს უამრავი „რადგან“ აქვს და მათ ჩამოთვლას ეს ინტერვიუ არც ეყოფა. 


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ამ წუთას - ჰარი პოტერი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ძალიან ბევრი მიმოგზაურია, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო 2007 წელს მექსიკის საზღვართან გამართული ტრენინგი. ქართველი მესაზღვრეები გვყავდა წაყვანილი და საზღვარზე ყოფნისას საინტერესო შთაბეჭდილებებების ქვეშ ვიყავი. ეს არ იყო რომანტიკული თავგადასავალი, მაგრამ ამ რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი რამ გავიგე. ფაქტობრივად, კინოში ვიყავი.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პირდაპირობასა და ადამიანისთვის ნდობის გამოცხადების უნარს.


- ქალში?
- ქალში უფრო - სიმტკიცესა და სიმამაცეს.


- საყვარელი მწერლები?
- ძალიან მიყვარს ფოლკნერი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- იოჰანეს ბრამსი და დიმიტრი შოსტაკოვიჩი. თანამედროვეებიდან - გია ყანჩელი. ალბათ, ყანჩელის მუსიკაა, რაც ჩემში ყველაზე დიდ ემოციას იწვევს.


- ფილმი?
- კლოდ ლელუშის “ქალი და მამაკაცი”, რომელსაც დიდი ხანია, ვეტრფი. ბოლო პერიოდში ნანახი ფილმებიდან ძალიან მომეწონა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს „ბერდმენი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ისე მოვედი დღემდე, რომ საკუთარ თავთან მართალი ვარ. ვფიქრობ, ადამიანისთვის ადამიანობა ყველაზე დიდი მიღწევაა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი, ქმარი, შვილები.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 2014 წლის ზაფხულს გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- იმაზე ბევრი, ვიდრე მგონია. პატრიოტიზმის გრძნობამ ბევრ დიდ გადაწყვეტილებაზე უარი მათქმევინა და ვფიქრობ, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემთვის სამშობლო ის ადგილია, სადაც უნდა ვიცხოვრო, სადაც მინდა, ჩემმა ოჯახმა იცხოვროს და სადაც მინდა, ჩემი შვილები იზრდებოდნენ და ზუსტად აქ ვარ ბედნიერი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- შიშის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მინდა, 90 წელს გადავცდე. ძილში, ისე რომ ვერ ვიგრძნო და სხვებმა არ დამინახონ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ვთხოვ, ძალიან მაგრად ჩამეხუტოს და გამაძლიეროს.

საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.