სანდრო ვეფხვაძე: „კომპრომისს არ ვაღიარებ“

ზეპირი ანკეტა

18 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ...  დღევანდელი სტუმარია ტელეწამყვანი სანდრო ვეფხვაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება ჩემთვის, ერთი შეხედვით, ძალიან პრიმიტიული რამ არის: დილით, როცა გავიღვიძებ და გემრიელი ყავის სურნელი მცემს. ეს არის ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სიმართლე გითხრათ, მგონია, სიცილი ადამიანის დადებითად დამუხტვის ერთადერთი საშუალებაა. ძალიან ხშირად ვიცინი. დღესაც ბევრი ვიცინე, სანამ აქ მოვიდოდი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. როდესაც ჩემი გუნდი „ვალენსია“ მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა, მართლა ვიტირე. მაშინ 16 წლის ვიყავი. 


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ზოგადად, კომპრომისს არ ვაღიარებ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლიც, ალბათ, იგივე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვფიქრობ, კონკისტადორების ეპოქას დავუბრუნდები და ერნან კორტესთან, ალბათ. სასტიკი კაცი იყო, მაგრამ მიზანი ჰქონდა.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თავიანთ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- დორიან გრეი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- შემოდგომის პერიოდში კახეთში მოგზაურობას არაფერი სჯობს. ყველაზე კარგად ეს ფერთა კონტრასტი მახსენდება.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პირველ რიგში, ალბათ, უკომპრომისობა.


- ქალში?
- ქალში სამართლიანობა.


- საყვარელი მწერლები?
- დევიდ ალენი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ჰანს ციმერი.


- ფილმი?
- ბევრი ფილმი მიყვარს. ზოგადად, გაი რიჩის შემოქმედების მოტრფიალე ვარ. შესაბამისად, გაი რიჩის ყველა ფილმი მომწონს, ბრიტანული იუმორითა და სარკაზმით.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ ყველაზე რთულ პერიოდში
გზას არ გადავუხვიე. 90-იან წლებს ვგულისხმობ. ეს რეალურად მშობლების დამსახურებაა და დღეს, ალბათ - ბევრი ნაკლით, მაგრამ მაინც ის ვარ, ვინც ვარ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დრო.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ბევრია ისეთი თარიღი, რომელსაც სიამოვნებით გამოვტოვებდი და ვისურვებდი, უბრალოდ, არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სახლი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- რომ ვთქვა, სიკვდილის-მეთქი, ბანალური ვიქნები. ჩემს პროფესიას არ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად ლარის გაუფასურების მეშინია.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- უოლსტრიტზე, დიდი სიამოვნებით.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ალბათ, ღმერთიც ლარზე დამიწყებდა საუბარს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?