შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

ზეპირი ანკეტა

22 იანვარი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება არის ის, რასაც ვერასდროს მიაღწევ, მაგრამ რაღაც მომენტში არის პერიოდები, როდესაც სრულყოფილი ბედნიერებისკენ ისწრაფვი და მერე, უბრალოდ, რაღაც მომენტში ხვდები, რომ არ ღირს სრულყოფილ ბედნიერებაზე ფიქრი. უბრალოდ, უნდა იცხოვრო.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ალბათ, ორი წამის წინ.  


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სხვათა შორის, ალბათ, ასაკის ბრალია - წიგნის კითხვის ან ფილმის ყურების დროს, ან თუნდაც, საუბარში რაღაც ისეთი თუ გაკრთება, გული მიჩუყდება და ცრემლიც შეიძლება წამომივიდეს. თუმცა ღრიალით როდის ვიტირე, ეგ არ მახსოვს.   


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიხეილ თუმანიშვილს აქვს ნათქვამი, მე ვარ სევდიანი ოპტიმისტიო და შეიძლება, მეც ასეთი ვიყო. მე ვარ ოპტიმისტი, მომართული ცხოვრებისკენ, ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- როცა ადამიანი ცუდადაა, არ შემიძლია ბოლომდე ვუერთგულო და ბოლომდე მის გვერდით ვიდგე. რაღაც მომენტში იქით ვუბრაზდები, რა გჭირს, ცუდად რატომ ხარ-მეთქი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ალბათ, შოთა რუსთაველთან. შოთა იმიტომ დამარქვეს, რომ შოთა რუსთაველის იუბილე იყო, 800 წლისთავი, მეც ლექსებს ვწერ და ხშირად დავსეირნობ რუსთაველის გამზირზე (იცინის).


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის „გმირია“ ის ადამიანი, ვინც ბოლომდე აკეთებს თავის საქმეს და ბოლომდე იხარჯება ამისთვის.  


- თქვენი მხატვრული გმირი?
- თავადი ლევ მიშკინი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- არის მოგზაურობა, როდესაც ისეთ იდუმალ ქვეყანაში ჩადიხარ, სულ რომ გინდოდა იქ მოხვედრაზე. ამ მხრივ ჩინეთს გამოვყოფდი. და არის ისეთი მოგზაურობა, რომლებიც სხვა თვალსაზრისით გამახსოვრდება, რადგან იქ ბევრი შთამბეჭდავი რამ ხდებოდა, იყო საინტერესო ურთიერთობები, კონტაქტები, შემდგომი გაგრძელებით. ამ მხრივ გამოვყოფდი ჩემი და მაიას ყოფნას როტერდამის ფესტივალზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური ფესტივალია მსოფლიოში. ამ ფესტივალზე კარგი ჰონორარებიც მოგვცეს ორივეს, „მდიდრები“ ვიყავით და იქიდან პარიზში წავედით რამდენიმე დღით.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- წრფელი უნდა იყოს. ალბათ, ქალიც, მაგრამ კაცებში უფრო ძნელი ასატანია, როდესაც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ, ინტრიგანობენ. როცა ადამიანი წრფელია და ზურგს უკან არაფერს აშავებს, რაღაც პოზიციებში თუ არ ეთანხმები, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.


- ქალში?
- ქალში, მაინც, იდუმალებას. რაღაც იდუმალი უნდა ჰქონდეს. თან მიმზიდველი იყოს, ჭკვიანიც აუცილებლად.  


- საყვარელი მწერალი?
- ბესიკ ხარანაული. ცხადია, სხვებიც შეიძლება ჩამოვთვალო, მაგრამ რადგან ბლიცია, მხოლოდ ხარანაულს ვიტყვი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
-  ბორის გრებენშჩიკოვი.


- ფილმი?
- ძალიან მიყვარს იტალიური და ფრანგული კინემატოგრაფი, მაგრამ ამ შემთხვევაში ესპანურ ფილმს დავასახელებ - ლუის ბუნუელის „თავისუფლების ჩრდილი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
-  საკმაოდ ბევრ ადგილას მიმუშავია, ბევრი რამ მიკეთებია და მაქსიმალურად პატიოსნად. ადამიანური კონფლიქტები, შეძულებები, ფაქტობრივად, არ მქონია.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ალბათ, ძალიან ბანალურად, ოჯახი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 1992 წლის ზაფხული. ძალიან ბევრი უბედურება დამემართა...  


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- სამშობლო არის ბავშვობა, როცა ადამიანს უყალიბდება ენა, ხასიათი და აზროვნების მანერა და ამის შემდეგ, ის, უბრალოდ, იმ გარემოს, რომელშიც ყოველივე ეს ჩამოყალიბდა, ბოლომდე ვერასდროს დატოვებს და ვერ დაივიწყებს, იმდენად ორგანულია ეს მისთვის.


- რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- ადრე ფეხბურთს ვუყურებდი, ახლა მომბეზრდა ეს ამბავი. ჩვეულებრივ, მეგობრებთან ყოფნა და დალევა მიყვარს. დანარჩენი დრო ივსება რაღაცით.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ყველაზე ახლობელი ადამიანების ცუდად ყოფნის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ ვერც კი მივხვდე, როგორ მოვიდა.  


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ეთქვა მთავარი - როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი?

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?