ნინიკო ბოჯგუა: „რთულია, ღმერთთან მხოლოდ ერთი კითხვით შემოიფარგლო“

ზეპირი ანკეტა

29 იანვარი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის“ დამფუძნებელი ნინიკო ბოჯგუა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, თუმცა, არსებობს ბევრი პატარ-პატარა ბედნიერება, რომლებიც ერთ დიდ მთლიან ბედნიერებას ქმნის.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გულით ბოლოს გუშინ გავიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილი დიდად არ გამომდის. დაახლოებით, 2 წლის წინათ ვიტირე ბოლოს, ფილმის ყურების დროს.  


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- რასაც ჩავიფიქრებ, იმის გაკეთება მიყვარს და, ძირითადად, გამომდის.  


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან ჯიუტი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ძალიან რთულია, ვინმესთან თავის გაიგივება. ჩავთვალოთ, რომ უნიკალური ვარ და არავისთან გავაიგივებ თავს (ეს ხუმრობით).


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ალბათ, დღევანდელ საზოგადოებაში რთულია, იყო მაქსიმალურად ნამდვილი და თავისუფალი, რადგან ხშირად გიწევს, სიტუაციასა და გარშემომყოფების მოლოდინებს მოერგო. ამიტომ ადამიანები, რომლებიც სინამდვილეს ინარჩუნებენ, ნაწილობრივ გმირები არიან.  


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ფორესტ გამპი, რომელიც ყველა ჯერზე მახსენებს, რომ შეუძლებელი არაფერია, მისი მიზანსწრაფულობა მომწონს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- სვანეთი, უშგული. ალბათ, იმიტომ, რომ არ ველოდი, ასეთი საოცრება თუ დამხვდებოდა. არასდროს დამავიწყდება ხედი ეკლესიის ეზოდან, შხარა რომ დავინახე.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ქალშიც იუმორის გრძნობა. პრინციპში, როცა ვამბობ იუმორის გრძნობას, უფრო ვგულისხმობ იმას, როცა ადამიანი მარტივად უყურებს ცხოვრებას, ძალიან სერიოზულად არ აღიქვამს საკუთარ თავს და შეუძლია, საკუთარ თავზე გაიცინოს.


- საყვარელი მწერლები?
- ჯორჯ ორუელი, გაბრიელ გარსია მარკესი, თუმცა კომიქსების განსაკუთრებული მოყვარული ვარ და ამიტომ, ვიტყვი, რომ ჩემი ფავორიტი სტენ ლია.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრედი მერკური არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული.


- ფილმი?
- სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია“, კვენტინ ტარანტინოს „მაკულატურა“ და რობერტ ზემეკისის „ფორესტ გამპი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ალბათ, იმას, რომ დავიწყე ჩემი საქმე, დავაფუძნე ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ და ეს უკვე მიღწევაა. და ისიც ვიცი, საბოლოოდ სად მინდა მისვლა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ის, რომ შემიძლია, არჩევანი გავაკეთო და თავისუფალი ვარ. თუმცა, რაც მეტი თავისუფლება მექნება, მით უკეთესი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 2008 წლის 8 აგვისტოს ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან.  


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- როგორც ჩემმა დისშვილმა ლაშიკომ თქვა, სამშობლო არის დედამიწა, სანამ სხვა პლანეტაზე არ გადავსახლდებითო. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში მართლაც სხვა პლანეტაზე  მოგვიხდეს ცხოვრება, ასე ვიტყვი: ჯერჯერობით დედამიწა და მერე ვნახოთ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიკვდილის, ალბათ, თუმცა, მგონი, უფრო შეუცნობელი რამის მეშინია, რადგან არ ვიცი, არის თუ არა რამე სიკვდილის მერე.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სულ ვამბობ, რომ მინდა, რამე ბუნებრივი კატასტროფა ვნახო და ისე მოვკვდე, მაგალითად, ზვავი ან ცუნამი, ისეთი რამ, რაც აღფრთოვანებას იწვევს - ეს ისე, პოეტურად თუ გამოვხატავ. თუმცა, რეალურად მინდა, ძილში მოვკვდე, ძალიან მოხუცი რომ ვიქნები და ვერაფერსაც რომ ვერ გავიგებ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ყველა საიდუმლო გაემხილა, რაც სამყაროსთან კავშირშია. სად მთავრდება სამყარო ან მთავრდება კი საერთოდ?! რა არის შავი ხვრელები, რა არის დრო, რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე, რისთვის ვარსებობთ? რთულია, ღმერთთან მხოლოდ ერთი კითხვით შემოიფარგლო.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?