გიორგი გასვიანი: „ახლა უფრო ლოკალური გმირების დროა, ვიდრე ბელადი გმირების“

ზეპირი ანკეტა

6 თებერვალი 22:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც გაქვს საკუთარი საქმის კეთების მაქსიმალური შესაძლებლობა. ბედნიერებაა, თავი ვიგრძნო რეალიზებულად საკუთარ ქვეყანაში, ისე, როგორც საჭიროა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გადაცემაში რესპონდენტთან გავიცინე, ნახევარი საათის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სპექტაკლზე ვიტირე. ებრაელების თემატიკა იყო და ცრემლები მომადგა,  ემოცია გამოიწვია და სპექტაკლის მთავარი დანიშნულებაც ეს არის. სხვათა შორის, ფილმებსა და სპექტაკლებზე ხშირად ვტირი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- დამაჯერებელი ჰაბიტუსი, ხმა და მიდგომა. შეიძლება, ამას ზოდიაქოს ნიშანიც განსაზღვრავდეს, ხანდახან.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- არ ვიცი, ეს ნაკლია თუ არა, მაგრამ არა ვარ ბოლომდე რადიკალური და პრინციპული. მაინც უფრო რბილი ვარ. დამთმობი. შემიძლია, ვიყო ხისტი, მაგრამ მასშტაბურად არ ვარ ჯერჯერობით, მერე ვნახოთ...


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- რთულია, ვინმეს თავი შევადარო. შეიძლება, ეს იყოს ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსის ფსიქიკა აქვს, მაგრამ საზოგადო მოღვაწეა, რომელიც კონფორმისტობას ყოველთვის სიმართლის თქმას არჩევს და თავისი არეალი, ნიშა აქვს იმისთვის, რომ ეს დაამტკიცოს. 


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, შეცვალონ რაღაც დამყაყებული რეალობა, გამოგვიყვანონ პოსტსაბჭოთა სივრციდან, შეცვალონ მენტალობა, ოღონდ არა - კონკრეტული მიზნებისთვის. რომლებიც ავითარებენ საზოგადოებას, სიტყვით იქნება ეს თუ საქმით, არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, იყოს, უბრალოდ, ბიბლიოთეკარი, მსახიობი ან ტელეწამყვანი. ახლა უფრო ლოკალური გმირების დროა ჩემთვის, ვიდრე ბელადი გმირების.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- მულტფილმი, სახარება და ისტორია ერთად რომ შევაჯერო, მოსე წარმომიდგა თვალწინ - ის არის გამათავისუფლებელი, ზნეობრივი, სულიერი ლიდერი და ამავდროულად, მეამბოხე. ეს ყველაფერი მომწონს ადამიანში. ჩემი აზროვნება და ჩემი მიდგომები, ჩემი შინაგანი რწმენა ძალიან ახლოს არის ასეთი ტიპის ადამიანებთან, მიუხედავად მისი რელიგიური ლიდერობისა. ასევე, საინტერესოა ბრეხტის აზდაკის რამაზ ჩხიკვაძისეული მხატვრული გმირი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველა ის მოგზაურობა, სადაც ვხედავდი თვითმყოფად კულტურას. მაგალითად, ისრაელი - თავისი სოციუმით, 50-60-წლიანი ისტორიით, სადაც ბევრი რამ იშიფრება. ხედავ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ებრაელებს, უკვე სხვადასხვა მენტალობით. ხედავ უკვე აშენებულ სახელმწიფოს ძალიან სწრაფ ტემპებში, ხედავ ძალიან დიდ პატრიოტიზმს და ამავდროულად, შენთვის არის წმინდა ადგილი. ეს არის პატარა ქვეყანა, რომლის პასპორტი იქაური მოქალაქისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია და მსოფლიოში მისთვის ნომერ პირველია. ასეთი პატრიოტიზმი მინდა ჩვენს ქვეყანაში დავინახო.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- როდესაც ის საუბრობს რაღაც თემებზე და მასში არ იგრძნობა მხოლოდ მამაკაცი.


- ქალში?
- ქალში ყველაზე მეტად მისი ბუნება მიყვარს, ხანდახან თუნდაც - გამყიდველური. ქალი თავისი დედობრივი ფუნქციებით, მზრუნველობითა და მშვენიერებით ყველაზე ახლოა სამყაროს სიკეთეებთან. ქალში მომწონს სწორედ ეს სამი რამ, რის გამოც ჩვენ ქალს სუსტ სქესს ვუწოდებთ. 


- საყვარელი მწერლები?
- თეოდორე დოსტოევსკი, ნიკო ლორთქიფანიძე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ჩაიკოვსკი, ვაგნერი, მოცარტი.


- ფილმი?
- ფედერიკო ფელინის „გზა“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- სწორი ანალიზის უნარი, სწორი დასკვნების გაკეთება და საკუთარ თავთან დიალოგები.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანის თავისუფლებაა ჩემთვის ყველაზე მთავარი და მაღალი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 1992-93 წელს მთლიანად ამოვიღებდი, აფხაზეთის ომის გამო.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- სამშობლო ჩემთვის არის ის, რაც ჩემ ირგვლივაა და რომელი კულტურის, სოციუმის თუ ისტორიის წარმომადგენელიც მე ვარ და არა, ვთქვათ, მხოლოდ ტერიტორია. ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვამოძრავებს - არის სამშობლო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- რაღაც გარკვეული ასაკი, ეტაპი ცხოვრებაში ისე არ დავამთავრო, რომ შანსი დავკარგო, დრო დავკარგო, არ გამოვიყენო. მეშინია, არ დავკარგო დრო და აქტუალობა.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
-  ვისურვებდი ისე, რომ სიკვდილის წინ არ მქონდეს მტანჯველი შეგრძნებები და ისეთი ტიპის განცდები, რაც გამოუსწორებელი იქნება. მინდა, ჩემს სინდისთან ვიყო მართალი. ეს პირდაპირ მოქმედებს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე და მწამს, როდესაც გარდავიცვლები, სადღაც მივდივარ სულით, რომელმაც გარკვეული ფორმა მიიღო.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ყოველთვის მესმოდა შენი.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.
იცით თუ არა...

ჩერნობილი: სერიალი VS დოკუმენტური ქრონიკა

ტელეარხ HBO-ს მინი სერიალის „ჩერნობილის“ ავტორებმა მძიმე ამოცანა იტვირთე - დეტალურად ეჩვენებინათ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია და ზუსტად გადმოეცათ იმ ეპოქის ატმოსფერო. ვახოთ, რამდენად შეძლეს ეს. 
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?