ვანო პავლიაშვილი: „მგონია, რომ არ ვიქნებოდი ცუდი გენერალი“

ზეპირი ანკეტა

12 მარტი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემების - „ინტერვიუ ვანიჩკასთან“, „X-ზონა“ და „პოლიტიკური ალგორითმი“ - ავტორი და წამყვანი ვანო პავლიაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ეს ხომ პირობითი ცნებაა?! არ მგონია, არსებობდეს სრულყოფილი ბედნიერება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეა ბედნიერება. ვინც სრულყოფილად ბედნიერია, მას, ალბათ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლაც გავიღიმე... ხშირად ვიცინი. 


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ახლობელი გარდაიცვალა ერთი თვის წინ და მაშინ ვიტირე. მგონია, ტირილი ცუდი არ არის. პირიქით, რაღაცებში გვეხმარება კიდეც.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ეჭვიანობა. ტყუპები ვარ ზოდიაქოს ნიშნით და სხვანაირად არც შეიძლება.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი ბევრი მაქვს, თუმცა, გამოკვეთილად არაფერს ვებრძვი. ვებრძოდი სიმსუქნეს და დავამარცხე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- დღეს „ფეისბუკზე“ გავაკეთე ტესტი და დამიწერა, რომ ამერიკელი გენერალი ვარ. ისე, მგონია, რომ არ ვიქნებოდი ცუდი გენერალი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- გმირები არ მყავს და, საერთოდ, წინააღმდეგი ვარ გმირების შექმნის. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ვიღაცაზე არ შეიძლება რაღაცის თქმა, იმიტომ რომ ის ავტორიტეტია. მე ასე არ ვფიქრობ. როდესაც თავის დროზე (1997-98 წლებში) ღია წერილი მივწერე პატრიარქს, მაშინ სერიოზულად ფიქრობდნენ, ეს როგორ შეიძლებაო. მაშინ „ციანიდის“ ამბები არ იყო, მაგრამ იყო ყველაფერი დანარჩენი, რასაც წერილში ვწერდი. ბევრი ფიქრობდა, როგორ შეიძლება, პატრიარქს ასე ელაპარაკოო. მგონია, რომ დღეს გმირები არ არსებობენ. მეტსაც გეტყვით, არ მგონია, რომ არსებობენ წმინდანები, ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩვენი თანამედროვეები არიან, იმიტომ, რომ ამას უფრო დიდი პერიოდი სჭირდება. 


- თქვენი მხატვრული გმირები?
- როგორც ვთქვი, ზოდიაქოთი ტყუპები ვარ. მუდმივად მეცვლება გემოვნება, ხასიათი, არ მეცვლება პოლიტიკური შეხედულებები მხოლოდ. მაგალითად, დაახლოებით, ათი წლის წინათ სპაიდერმენიც კი მომწონდა. არ მგონია, რომ უნდა ავყვე მოდას და დავასახელო, მაგალითად, დათა თუთაშხია. მგონია, რომ ნაცარქექია არ არის კარგი ტიპი, მით უმეტეს, ბავშვებს რომ ვასწავლით. ალექსანდრე ჯეჯელავასავით გამომდის, მაგრამ ამ ზღაპრით ბავშვებს ვასწავლით უქნარობას. რწყილი და ჭიანჭველა, ჩემი აზრით, კორუფციული ზღაპარია. სხვათა შორის, ამაზე 90-იან წლებში სტატია მაქვს დაწერილი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- უცნაური ადამიანი ვარ. შეიძლება, სასწაულსაც კი ჩვეულებრივად შევხვდე და ვთქვა, რა მოხდა მერე?!


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ყველა ადამიანში რამდენიმე თვისებას ვანიჭებ უპირატესობას: მოწესრიგებულობა, ინტელექტი და ნიჭიერება.


- ქალში?
- ქალშიც იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- ჯანსუღ ჩარკვიანი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- მამუკა ჩარკვიანი.


- ფილმი?
- თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მივაღწიე იმას, რომ მე, ჩვეულებრივი, პატარა ბიჭი, პროვინციიდან ჩამოვედი და მგონია, ჩემი სიტყვა ვთქვი და ვამბობ ჟურნალისტიკაში.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიცოცხლე.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არც ერთ თარიღს არ გამოვტოვებდი, რადგან ოცნების ასაკში ვარ. ანუ, მთელი 41 წელი არის ჩემი ცხოვრება. მე რომ რამე შევცვალო, ეს ხომ ჩემი ცხოვრება აღარ იქნება. მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, პატივს ვცემ თავისი შეცდომებითა და მიღწევებით.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ძალიან არაბანალურ და არატრადიციულ რამეს ვიტყვი. სამშობლო არის ადგილი, სადაც დავიბადე. მგონია, რომ სამშობლო არის ჩემი სოციუმი, ის გარემოცვა, სადაც ვცხოვრობ. არ ვყოფილვარ, მაგალითად, სვანეთში. მე რომ ვცხოვრობდე ემიგრაციაში, სვანეთი არ მომენატრება. ამას პირობითად ვამბობ. შესაბამისად, სამშობლო ჩემთვის არის ის სამყარო, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობ. ამ თემაზე ხშირად მიკამათია, მაგრამ მაინც ასე მგონია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- პატრულმა არ დამაჯარიმოს. კანონმორჩილი მძღოლი ვარ, სულ ვცდილობ, დავიცვა მოძრაობის წესები, მაგრამ პატრულის მიმართ სულ მაქვს ეს განცდა. და კიდევ მეშინია, პირდაპირ ეთერში გადაცემისთვის დაპატიჟებული სტუმარი რომ არ მოვიდეს. მართალია, ვიცი, ამ დროს რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ მაინც სულ ვფიქრობ ამაზე.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ჩვეულებრივ... მგონია, რომ სიკვდილით არ მთავრდება ყველაფერი. სიკვდილის მერე იწყება რაღაც, უბრალოდ, არ ვიცით, რა. მე ხომ არ მახსოვს, როგორ დავიბადე. შესაბამისად, არ ვიცი, როგორ უნდა მოვკვდე. სიკვდილის არ მეშინია. ძალიან ადრე, ბავშვობაში მაქვს დაწერილი ჩემი გარდაცვალების დღე.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- აუცილებლად მინდა, დამარწმუნოს, რომ არსებობს.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.
ამბები

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.
დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?