გიორგი ისაკაძე: „არ ვტყდები, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა“

ზეპირი ანკეტა

9 აპრილი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია BMG-ის დამფუძნებელი, Forbes-ის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- გარშემომყოფთა ჯანმრთელობა. არა მგონია, ეს ასაკის ბრალი იყოს. ბოლო დროს, რომ ვუფიქრდები, თუ არსებობს სრულყოფილი ბედნიერება, ეს მაინც ადამიანების ჯანმრთელობაა. ყველაფერი დანარჩენისთვის, როგორც ერთ, უბერებელ რეკლამაშია: არსებობს VISA ბარათი. ვიღაცისთვის - MasterCard.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აი, ახლა, როდესაც ხელი ჩამოგართვით და მოგესალმეთ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ორ თვე-ნახევრის წინ. ბიცოლა გარდამეცვალა, მარინა ფრანგიშვილი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძალიან მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი და ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მიზანდასახულობას აღნიშნავენ ხოლმე და, თუ ქედმაღლობაში არ ჩამეთვლება, დავტოვებ ამ პასუხს.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიფიცხე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე ჩემი დევიზია: „იჩქარე ნელა“, ეტყობა, რაღაც მომენტში მუხრუჭები არ მყოფნის.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წელიწადია, რატომ არ ვიცი, მაგრამ გადართული ვარ რუზველტისა და ჩერჩილის ფიგურებზე, არც ერთ შემთხვევაში არ ვაიგივებ საკუთარ თავს მათთან, თუმცა, ძალიან ბევრ თვისებებში მაქვს მათზე სწორება. მათ შორის, სახასიათოშიც. რომ გადმომეცეს, უარს არ ვიტყოდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თანამედროვეობიდან ჩემი გმირია ჯეფ ბეზოსი, „ამაზონის“ დამფუძნებელი.


- თქვენი მხატვრული გმირები
- მუდმივად ცვალებადია. დღეს შეიძლება, ჩემი შვილებიდან გამომდინარე, ეს იყოს ბეტმენი, სუპერმენი, ქართული ზღაპრების გმირები, თუკი ასეთებს მოვიფიქრებ. ხვალ, Forbes-ის გამოცემის ან გადაცემის მომზადებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდა ქართველი, რომელიც საოცრებებს აკეთებდა ან აკეთებს. ანუ იმდენად რუტინაში ვარ, რომ მუდმივი მხატვრული გმირი არ მყავს. ეს სამწუხარო რეალობაა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ვფიქრობ, რომ შთამბეჭდავი მოგზაურობა წინ მაქვს, თუმცა წარსული მოგზაურობებიდან მაინც გავიხსენებდი იაპონიას, ტოკიო-ოსაკაში ყოფნას.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პირუთვნელობა.


- ქალში?
- იგივე. თვისებების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას სქესით დაყოფა უადგილო მეჩვენება. უბრალოდ, ვისურვებდი, ქალბატონები მეტად და საქმიანად აქტიურები ვიხილო სოციალური ქსელების მიღმა.


- საყვარელი მწერლები?
- ვაჟა-ფშაველა, ჯონ სტეინბეკი, აკა მორჩილაძე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი, ენიო მორიკონე და იოჰან შტრაუსი (უმცროსი), ანუ ვალსების მეფე.


- ფილმი?
- დევიდ დობკინის ფილმი „მოსამართლე“. 3-4 წლის წინანდელი ფილმია, რობერტ დაუნი უმცროსის და რობერტ დიუვალის ფანტასტიკური დუეტით. რამდენჯერმე მივუბრუნდი ამ ფილმს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ოსკარებს არ ვწყალობ, ამ ფილმმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ არ ვტყდები, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, წარსულში დეპრესიებისა, წაქცევისა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დრო - ის მრჩება მუდმივ გამოწვევად და ალბათ, ასეც იქნება ყოველთვის.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- კი, არსებობს. ეს იყო 2009-2010 წლები, როდესაც 7-8 თვის განმავლობაში მომიწია Georgian Media Production Group-ის ხელმძღვანელობა. ეს არის ჰოლდინგი, რომელშიც შედიოდა ტელეკომპანია „იმედი“, რადიოიმედი და სხვ. ამ ჰოლდინგის დირექტორობაზე თანმხობა ჩემს მძიმე შეცდომად მიმაჩნია, რომელსაც გამოვტოვებდი და ჩემი ცხოვრების ამ შვიდ-რვა თვეს სიამოვნებით „მონტაჟსაც” გავუკეთებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- მუდმივი ვალდებულება.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- უსუსურობის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- შეწუხების გარეშე - გარშემომყოფებისა და საკუთარი თავისაც.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- იდეალური იქნებოდა, თუ ბოლომდე გამიმართლებს და მეტყვის: გიორგი, ესა და ეს იყო შენი უმძიმესი შეცდომები, მოგეტევება და გაძლევ შანსს, რომ ეს ამბავი იქ დარჩენილებს გააგებინო.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?