დათო გორგილაძე: „ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევ ჩემი საყვარელი ადამიანის გაცნობას“

ზეპირი ანკეტა

21 მაისი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია PR-ის სპეციალისტი დათო გორგილაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. შეიძლება ეს უკვე განცდილი მაქვს, ან შეიძლება, წინ მელოდება. როგორც „უმანკოების მუზეუმშია“: „რა ვიცოდი, რომ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წამი ყოფილაო“. ალბათ, უფრო მოგვიანებით შევხედავ, გამოვიხედები უკან და მერე შევაფასებ.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აი, წეღან, შენ რომ შეგხვდი, მაშინ. საერთოდ, ძალიან ხშირად ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ვიტირე რამდენიმე დღის წინ, როდესაც კიდევ ერთხელ ვუყურე „სათამაშოების ისტორიის“ მესამე სერიას.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი კი ნამდვილად სიზარმაცეა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ისტორიულ ფიგურებთან თავს ვერ გავაიგივებ, არ ვარ ასეთი ამბიციური. ისე, ტიპაჟით ნიკოლოზ ბარათაშვილი ვიქნებოდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც ძალიან პატიოსნად აკეთებენ და საკუთარ თავს უძღვნიან თავიანთ საქმეს, ისე, რომ არ ჩანან, არ გამოდიან სააშკარაოზე. მაგალითისთვის შეგვიძლია, პირობითად ავიღოთ სტუდია „პიქსარის“ თანამშრომლები, რომლებსაც ვერ ვხედავთ ეკრანზე, მაინცდამაინც არ ჩანან, მაგრამ გენიალურ რაღაცებს ქმნიან.


- თქვენი მხატვრული გმირები.
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს საიდუმლო კუნძულის გმირები, ძალიან მიყვარს რენდელ პატრიკ მაკმერფი, რომელიც წიგნის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია და ძალიან მიყვარს, ასევე, გაბრიელ გარსია მარკესის პერსონაჟი - პოლკოვნიკი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- რაც მახსენდება, ეს იყო ირანში მოგზაურობა. შთამბეჭდავი იყო არა მხოლოდ იმ სილამაზით, რაც ვნახე, მეჩეთებით, ძალიან საინტერესო ადამიანებით, რომლებიც გავიცანი, ხალიჩებით და ა.შ., არამედ ასევე, საინტერესო იყო იმ რეჟიმის ძალიან მძაფრი განცდით, რომელიც ვიგრძენი თეირანის აეროპორტში ფეხის დადგმისთანავე.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცში უპირატესობას ვანიჭებ, ალბათ, ერთგულებასა და წესიერებას.


- ქალში?
- ვერ ვარჩევ ამ ორს, იმიტომ, რომ ჩემთვის ქალსა და კაცს შორის მხოლოდ ბიოლოგიური განსხვავებაა, დანარჩენი არ მაინტერესებს. შესაბამისად, ერთნაირია.


- საყვარელი მწერლები?
- გაბრიელ მარსია მარკესი, კამილო ხოსე სელა, კარლოს ფუენტესი. უმეტესად ლათინოამერიკელები. ასევე, დავით კლდიაშვილი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- კლასიკურ მუსიკას ხშირად არ ვუსმენ. ძალიან მიყვარს კინომუსიკა და მოდი, ჯონ უილიამსს ვიტყვი.


- ფილმი?
- მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ - ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევ ჩემი საყვარელი ადამიანის გაცნობას და ჩემი ცხოვრების მასთან დაკავშირებას.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ის გარემოცვა, რომელშიც ვტრიალებ: ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები. როგორც წესი, მატერიალური რაღაცები ნაკლებად ძვირფასია ხოლმე ჩემთვის. სახლი ნაკლებად ძვირფასია, ვიდრე ის ადამიანები, ვინ იქ ცხოვრობენ. არა მგონია, რამე განსხვავებულს ვამბობდე, ალბათ, ყველასთვის ასეა.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- მაგაზე მიფიქრია აქამდეც და მივხვდი, რომ, საბოლოო ჯამში, არცერთ თარიღს არ გამოვტოვებდი, რადგან გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრება შედგება კარგი საქციელისგან და ბევრი ცუდი საქციელისგან. რაც ხდება, ხდება და რაღაცებისგან უნდა ვისწავლოთ, რომ რაღაც აღარ უნდა გავაკეთოთ ან სხვანაირად გავაკეთოთ.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
-  სამშობლო ჩემთვის არ არის სალი კლდეები, მდინარეები და მდელოები. სამშობლო ის ადამიანებიც არიან, რომლებიც მიყვარს. და ქართული ენაა ჩემთვის სამშობლო.


- რას აკეთებთ მაშინ, როდესაც არ წერთ?
- როდესაც არ ვწერ, ვფიქრობ იმაზე, რა დავწერო. ან ვკითხულობ იმ ადამიანების წიგნებს, ვინც ჩემზე ბევრად, ძალიან, ძალიან ბევრად უკეთ წერენ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ბოლო დროს საკუთარ თავში აღმოვაჩინე ის შიში, რომ ერთ დილითაც გავიღვიძებ და ქართული ენა არ მეცოდინება და მივხვდი, რომ არაფერი ვიქნები ქართული ენის გარეშე. იდენტობას დავკარგავ.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ალბათ, საყვარელი ფილმის ყურების დროს.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ძალიან მომეწონა შენი მოთხრობაო.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?