ნენე სტეფანიშვილი: „ყველაფერი შთამბეჭდავი ჯერ კიდევ წინ მაქვს“

ზეპირი ანკეტა

16 ივლისი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნენე სტეფანიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სულიერი სიმშვიდე და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა. ვყოფილვარ სრულყოფილად ბედნიერი, მაგრამ მერე ისე ხდება, რომ ამ განცდას ვკარგავ ხოლმე. ახლაც, შეიძლება ითქვას, „ბედნიერების ძიების“ პროცესში ვარ.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- რამდენიმე საათის წინ. ვფიქრობ, რომ სიცილი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე თვის წინ. იშვიათად ვტირი, მაგრამ თუ ვტირი, შეიძლება ნახევარი ცხოვრების სამყოფი

ცრემლი გავაყოლო თან.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, მიზანდასახულობა და სამართლიანობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიჯიუტე და ეგოიზმი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ალბათ, არავისთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირები დღეს არიან პატიოსანი ადამიანები, რადგან, ვფიქრობ, ძალიან რთულია დღევანდელ სამყაროში სისუფთავის შენარჩუნება. როდესაც ამას ახერხებენ ადამიანები, ეს გმირობის ტოლფასია.


- თქვენი მხატვრული გმირები
- ზოგადად, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ამ მიმართულებით დამოკიდებულებები ხშირად მეცვლება. მაგრამ ამ წამს რაც მახსენდება, გურამ დოჩანაშვილის დომენიკო და გაბრიელ გარსია მარკესის პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, თითოეულ დღეს, რომელსაც თბილისს გარეთ ვატარებ, ძალიან ვაფასებ და ვცდილობ, ყოველ დასვენების დღეში რაღაც საინტერესო დავინახო. ასე კონკრეტულად გახსენება გამიჭირდება. ალბათ, ყველაფერი შთამბეჭდავი ჯერ კიდევ წინ მაქვს.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთგულება და ცხოვრებისეული სირთულეების მარტივად გადალახვის უნარი.


- ქალში?
- ასევე, ქალში. ამ შემთხვევაში სქესს არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, როდესაც ადამიანს ეს ორი თვისება აქვს, მასთან ურთიერთობა უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის.


- საყვარელი მწერლები?
- ზოგადად, კითხვა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. ბევრი საყვარელი მწერალი მყავს, მაგრამ თუ მაინც არჩევაზე მიდგება საქმე, გამოვყოფ ორს: ოთარ ჭილაძე და გაბრიელ გარსია მარკესი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- კლასიკური მუსიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა და ხასიათის მიხედვით ვუსმენ ხოლმე სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედებას, მაგრამ ფრედი მერკური ჩემი ცხოვრების სიყვარულია.


- ფილმი?
- ჰარი პოტერია ფილმი, რომელსაც შემიძლია, მთელი ცხოვრება დაუსრულებლად ვუყურო.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- შინაგან თავისუფლებას და იმას, რომ დღემდე ისე მოვედი, ინდივიდუალიზმი არ დამიკარგავს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიყვარული.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არის ასეთი რამდენიმე თარიღი. ერთი შემიძლია დავასახელო: ბებიას გარდაცვალების დღე, აუცილებლად გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ჩემი ნაწილი, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- გველისა და რწმენის დაკარგვის. მქონია მომენტი, რომ ყველაფერი, რისიც მწამს და მჯერა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა. ამიტომ ეს მომენტი ძალიან მაშინებს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილზე არ ვფიქრობ საერთოდ, მაგრამ არ მინდა ისე მოვკვდე, რომ უკმარისობის განცდა მქონდეს.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ არ შევმცდარვარ და ღმერთი ჩემი მეგობარია.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.
ამბები

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.