უღალატობა

ზეპირი ანკეტა

5 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

დღეს გიორგი კეკელიძესთან „პრუსტის კითხვარს“ პასუხობს პოეტი ლია სტურუა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, არ არსებობს. „ერთი ბავშვის ცრემლი დაარღვევდა მსოფლიო ჰარმონიას“.  ბავშვის ცრემლი კი სულ არის. ამდენად, სრულყოფილება ძნელია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ წუთშიც... გამიხარდა თქვენი დანახვა და გავიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- როდესაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი...
- ზედმეტი ემოციურობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი...
- ჩემი ფეთქებადი ბუნება.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერავისთან. ბუნებით თანამედროვე ადამიანი ვარ და ისტორიულ დროში ვერ ვიცხოვრებდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- პირად ცხოვრებაში - უღალატო ადამიანები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ნონკომფრომისტები.


- თქვენი მხატვრული გმირები
- გალაკტიონი და ბარათაშვილი - ორივე გაფრინდა ცხენით და შეეწება ცას. ჩემთვის ისინი მხატვრული გმირები არიან.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა...
- პარიზი, სადაც ყველაზე ხშირად ვმოგზაურობდით.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- უღალატობა და მამაკაცურობა, როდესაც მის გვერდით გრძნობ, რომ ქალი ხარ.


- ქალში?
 - ქალშიც უღალატობა.


- საყვარელი მწერლები...
- გალაკტიონი, ფოლკნერი, ცვეტაევა.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- ბეთჰოვენი, შოპენი და სტრავინსკი.


- ფილმი?
- ფელინის ფილმები. უფრო - „რვანახევარი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ შემიძლია წერა დღემდე და ვოცნებობ, შემეძლოს სიკვდილამდე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ქმრის ხსოვნა, ჩემი შვილი, შვილიშვილი და ჩემი შემოქმედება.


- რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- ვფიქრობ, როდის დავწერ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სტიქიური უბედურების ანუ ომის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ძილში ან სცენაზე, როცა ლექსს ვკითხულობ.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ არცთუ ისეთი ცოდვილი ვარ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?