უცნაურობა

ზეპირი ანკეტა

2 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მამა პეტრე. 

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
-
მიმაჩნია, რომ ბედნიერების სრულყოფილებაში დევს ის, რომ სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ყოველთვის ვიცინი... აი, ახლაც, როცა თქვენ დაგინახეთ, გამეღიმა, ძალიან გამიხარდა.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ცრემლი არ მომდის, მე მაინც ვტირი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- უცნაურობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიფიცხე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ალბათ, არავისთან. იმდენად მომწონს საკუთარი თავი, რომ ყველა დროში ვიმოგზაურებდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ზოგადად, ადამიანების გაგმირება არ მიყვარს.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- თოლია ჯონათანი და პატარა უფლისწული.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- საკუთარ თავთან მოგზაურობა, რომელიც არასდროს დამთავრდება.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- რაინდობა.


- ქალში?
- სინაზე.


- საყვარელი მწერლები....
- უილიამ ფოლკნერი, თომას მანი, ჰომეროსი და ტერენტი გრანელი.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- არქანჯელო კორელი.


- ფილმი?
- „პიანისტი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ სიყვარული და პატიება შემიძლია.

-
რა არის სამშობლო?
- ჩემთვის სამშობლო... ნოსტალგიის ცრემლზე მეტი.


- რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- ვფიქრობ, როდის დამეწერება.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ადამიანი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- იმას, რომ შიშის განცდა საერთოდ არ მაქვს.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით...
- დაბადების თარიღი.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ღმერთთან გულწრფელი საუბრის პროცესში.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მე არ შევცდი, რომ პეტრე გიწოდე.


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია









დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?