WELCOME

ზეპირი ანკეტა

14 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია გამომცემელი, მსახიობი ბახვა ბრეგვაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- მგონია, რომ სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. ჩემთვის ეს არის კონკრეტული დღეები და კონკრეტული წამები.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიცინი. აი, ახლაც გამეცინა...


- ბოლოს როდის იტირეთ?
- იშვიათად ვტირი. უფრო, განსაკუთრებული ტკივილის დროს. ბოლოს ახლობელი ადამიანის დაკარგვისას ვიტირე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- გაორება.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად სიზარმაცე მიშლის ხელს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- გაიგივებით, ალბათ, არავისთან, მაგრამ მომწონს ნაპოლეონი და უინსტონ ჩერჩილი. მათთან სიამოვნებით გავაიგივებდი თავს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩვენი ჯარისკაცები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ტომ სოიერი და დარტანიანი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე კარგად მახსოვს, როდესაც მამამ პირველად იტალიაში - რომსა და ფლორენციაში წამიყვანა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ჭკუა.


- ქალში?
- ჭკუა და ერთგულება.


- საყვარელი მწერლები?
- ვაჟა ფშაველა, თომას მანი, ერნსტ ჰემინგუეი, რიუნოსკე აკუტაგავა, ჯორჯ ორუელი, ხალედ ჰოსეინი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გუსტავ მალერი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.


- ფილმი?
- „მექანიკური ფორთოხალი“, „ამარკორდი“, „მთელი ეს ჯაზი“, „ბლოუ-აფი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა აუცილებლად წინ მაქვს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანები.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ახლობელი ადამიანის გარდაცვალების თარიღს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის გულისცემა. გენეტიკური მეხსიერება, რომელიც ყველგან თან დაგყვება, სადაც არ უნდა იყო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ახლობელი ადამიანების სიკვდილის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- უმტკივნეულოდ.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- WELCOME.


 


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?