ნების სიმტკიცე

ზეპირი ანკეტა

21 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მსახიობი თინა მახარაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- გამუდმებით რამე ღირებულის შექმნის პროცესი. ალბათ, გარშემომყოფი ადამიანების მინიმუმამდე დაყვანილი დანაკლისის პირობებში.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლახან, სახლში. „ჰარი პოტერის“ ხელახლა ყურებისას.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ხელახლა წავითხე რეზო ინანიშვილის მოთხრობა „დედა“ და გულამოსკვნთ ვიტირე. ეგეც, ერთი-ორი დღის წინ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ნების სიმტკიცე.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ფიქრის პროცესით კაიფის მიღება, იმიტომ, რომ ბევრ დროს მაკარგვინებს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ ვაიგივებ, უბრალოდ, კოკო შანელს კარგად ვითამაშებდი. კოკო შანელთან ბევრი პარალელი გამივლია.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, ვინც ახერხებენ, შეცვალონ თავიანთ გარშემო არსებული დრო, სივრცე და ადამიანები უკეთესობისკენ.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჩორვენი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ახლახან, სრულიად მარტო, ნიო-იორკში საკუთარი თავისა და ზრახვების ამარა და ბარსელონაში ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- სიმშვიდე და მგრძნობელობა.


- ქალში?
- კარგი იქნება, თუ მე მემსგავსება, მაგრამ არც მთლად.


- საყვარელი მწერლები?
- დღემდე ვერავინ შემიცვალა ასტრიდ ლინგრენი, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მისით განვიცადე პირველად კითხვის ექსტაზი. ეს იყო პირველი მწერალი, რომელიც წავიკითხე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ერიკ სატი და ტომ იორკი.


- ფილმი?
- „მე კუბა“, „საშინელი სიყვარული“, „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, „ადელის ცხოვრება“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- უდავოდ, იმას, რომ გავაცნობიერე: არავისთან არაფრით ვარ ვალში, გარდა კაცობრიობისა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი და სხვისი პირადი სივრცე.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- იაპონელ პოეტ ტაკუბოკუ ისიკავას აქვს ასეთი ტანკა: „როცა ერთბაშად, ვაგონიდან შორს, ცისკიდურზე ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ - ჰოი, რარიგად მევიწროვა მაშინ საყელო“. აი, ეგ არის სამშობლო. გაცნობიერებული სუნთქვის შეკვრა გაუცნობიერებელი მოტივებით.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით.
- თუ რამეს გამოვტოვებდი, ეს მხოლოდ იმპულსური გადაწყვეტილება იქნებოდა და საბოლოო ჯამში, ალბათ, არაფერს გამოვტოვებდი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- თესვის მომკის გარეშე.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მაშინ, როცა ვისურვებდი.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ჩაარტი - ანუ Hi 5...



ფოტოგრაფი: ნათია სიჭინავა

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?