შურისძიება

ზეპირი ანკეტა

29 თებერვალი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი რუბრიკის სტუმარია ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება ჩემთვის, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა. სულ ვამბობ, თუ რამეზე ღმერთს შევაწუხებ, ეს ჯანმრთელობა იქნება. დანარჩენი კი ჩემით შემიძლია, გავანგრიო ბეტონის კედელი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სულ ვიცინი... ჩემთვის ეს მამოძრავებელი ძალაა. აქ მოსვლამდე მაღაზიაში გავიარე და კარგი წითელი ღვინო ვიყიდე. საღამოს ერთ ჭიქას დავისხამ და ჩემთვის ვიცინებ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მახსოვს. ფეხზე თუ რაღაც არ დამეცა და სიმწრისგან ცრემლები არ წამომივიდა, არ ვტირი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი
- შურისმაძიებელი ვარ. ეს კარგიც არის და ცუდიც, რადგან, როგორც კი რაღაც წინააღმდეგობა მოდის, მინდა, ასჯერ უფრო დიდი ძალით შევებრძოლო.


- ყველაზე დიდი ნაკლი
- იგივე, რაც წეღან ვთქვი. ანუ სანამ პრობლემას  ბოლომდე არ ამოვძირკვავ, არ ვეშვები.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- რთულია... რა თქმა უნდა, გინდა, თავი დედოფალს შეადარო - მაგალითად, ვიქტორიას, რომელმაც 83 წლამდე იცოცხლა და ბევრი რეფორმა გაატარა.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია ნებისმიერი ადამიანი, ვინც კეთილსინდისიერად აკეთებს თავის საქმეს და შემდეგ ამის აფიშირებას არ ახდენს. მე არ გამომდის ამგვარად საქმის კეთება, თუ ვაკეთებ, ვაანონსებ კიდეც.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- ხშირად მახსენდება ხოლმე ანა კარენინა...


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა
- ყველა მოგზაურობა შთამბეჭდავია ჩემთვის. ჩემოდნის ჩალაგების წუთიდან მზად ვარ თავგადასავლებისთვის. ზოგადად, ეს წელიწადში რამდენჯერმე ხდება. შთამბეჭდავი იყო, ალბათ, მოგზაურობა საფრანგეთში, „ფორდ ბოიარდში“ მონაწილეობისთვის. ის თამაში მოვიგე კიდეც.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- სიძლიერეს. ჩემზე ძლიერი უნდა იყოს.


- ქალში?
- ქალშიც სიძლიერეს. არ მომწონს ისეთი ტიპის გოგონები, რომლებიც თავიანთ ბედ-იღბალს მისტირიან. ამორძალური მომენტი ჩემში  უფრო მნიშვნელოვანია. ქალი გენეტიკურად არის დედა და თუკი ის ვერაფერს შეძლებს, როგორ უნდა გაიზარდონ მისი შვილები? თუნდაც, ეს უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა.


- საყვარელი მწერლები....
- მარკ ტვენი თავისი საოცარი გამონათქვამებით, პოეტებიდან ძალიან მიყვარს სერგეი ესენინი.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- პეტრე ჩაიკოვსკი.


- ფილმი?
- „ფრანგული კოცნა“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ორ შვილს.


- რა არის სამშობლო?
-
ჩემთვის სამშობლო არის დედაც, მამაც. როდესაც კავკასიონის ქედს ზევიდან გადავყურებ, თვალზე ცრემლი მადგება. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად რუსი ვარ, საოცარი სიმძაფრით აღვიქვამ ამ  სიყვარულს, უმძიმეს წლებშიც კი არასდროს მიფიქრია ჩემი რუსული გვარით სპეკულირება და ამით ქულების დაწერა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- შვილებზე, ოჯახსა და ნათესავებზე ძვირფასი ჩემთვის არაფერია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
-
ძალიან ცუდ კონდიციამდე ვარ მისული, აღარაფრის მეშინია. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ, დაახლოებით, 50 წლის შემდეგ დასაკარგი არაფერია, რადგან ისეთი მიმზიდველი და ლამაზი აღარ ხარ, შვილები გააჩინე, პროფესიაში შედექი და სულ ვა-ბანკზე მივდივარ, რადგან დასაკარგი აღარაფერი მაქვს.

-
თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით...
- არც ერთი... იმდენად მიყვარს ჩემი ცხოვრების ყველა წუთი, რომ ვერც ერთს ვერ გამოვტოვებ. იყო ჩემს ცხოვრებაში მძიმე წუთები, მაგრამ მათგანაც დიდი გამოცდილება მივიღე.


- რას აკეთებ მაშინ, როცა არ წერ?
- როცა ვწერ, აუცილებლად ვსვამ. მომდის მუზა, რომელიც შემდეგ ისე მაწუხებს, რომ ვეღარაფერს ვაკეთებ. ვიკეტები ოთახში. აუცილებლად მჭირდება სასმელი და ბევრი ტკბილეული.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- პირველ რიგში, მინდა, რომ აზრი მქონდეს, ჩემთვის ღირსეული გარემო იყოს შექმნილი და სხვაზე არ ვიყო დამოკიდებული. ამისთვის ვაპირებ, იმ თანხით, რომელსაც წიგნის გაყიდვით თუ ჩემი შრომით მოვიპოვებ, შევქმნა ადამიანებისთვის ღირსეული სიბერის შესაფერისი დაწესებულება. მას არ ერქმევა მოხუცთა თავშესაფარი და მისი ბენეფიციარი, მათ შორის, მეც ვიქნები. ამას, პირველ რიგში, ჩემთვის შევქმნი.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ მიუხედავად ყველაფრისა, როგორი კარგი გოგო ვარ.


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?