მარიამ ჯანელიძე: „ასეა და რა ვქნა...“

ზეპირი ანკეტა

26 სექტემბერი 19:30, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მწერალი, ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, საერთოდ, თუ არსებობს, არ ვიცი. მეეჭვება, მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი მთაში ვარ, თუმცა სასურველია, რომ ეს მთა არ იყოს კლდოვანი, იყოს ტყე და მეტი სიმწვანე. ღამით, რა თქმა უნდა, ვარსკვლავები. და კიდევ, ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც თხილამურებით ვსრიალებ. ცოტა ბანალური პასუხი გამოვიდა, მაგრამ ასეა და რა ვქნა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ წუთას.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მახსოვს... იშვიათად ვტირი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- პასუხისმგებლობის გრძნობა. ვარ შრომისმოყვარე, არასდროს მეზარება იმის კეთება, რაც მიყვარს და კიდევ - კარგი მესაიდუმლე ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ბუტია ვარ, არასდროს მავიწყდება წყენა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია, არ ვიცი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ალბათ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, რომ საყვარელი საქმე აკეთონ.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- პეპი - აუცილებლად და ალბათ, მაგა, რომელიც ხულიო კორტასარის „კლასობანას“ პერსონაჟია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველა მოგზაურობა, როცა მთაში  ვარ, ჩემთვის შთამბეჭდავია. ამ შემთხვევაში ხევსურეთს გამოვყოფ.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- უნდა იყოს ყურადღებიანი, თავაზიანი. ჰო და კიდევ - ერთგული.


- ქალში?
- მიყვარს ქალები, რომლებიც საკუთარ თავს უვლიან, მე, სამწუხაროდ ამ ჯგუფს არ მივეკუთვნები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ქალი, რომელიც საკუთარ ძალას გრძნობს, გამორჩეულია. ვისურვებდი, მეტ ძალამოკრებილ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალს ვხედავდე.


- საყვარელი მწერლები?
- რომ არა ასტრიდ ლინდრგენი,  ალბათ, არც  კითხვა  მეყვარებოდა და არც ასეთი საინტერსო ბავშვობა მექნებოდა. რომ არა ჯოანი როულინგი, ფენტეზი არ მეყვარებოდა და რომ არა ხულიო კორტასარი, ვერ მივხვდებოდი რომ „მოულოდნელი შეხვედრები ყველაზე მოსალოდნელია ცხოვრებაში“.  ქართველი ავტორებიდან შოთა რუსთაველი და ვაჟა ფშაველა, რა თქმა უნდა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- მიშელ პეტრუჩიანს გეტყვით, რადგან ჩემი ორი საყვარელი კომპოზიცია, რომლებსაც ჩემი ცხოვრების Soundtrack-ად აღვიქვამ, სწორედ მას ეკუთვნის.


- ფილმი?
- რადგან ლიტერატურაზე ბევრი ვისაუბრეთ, სტენლი კუბრიკის „მექანიკური ფორთოხალი“ გამახსენდა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი ფილმია, რომელიც ნაწარმოებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ ამდიდრებს თავისი მხატვრული სახეებით.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- შვილს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი და ჩემი მოთხრობები, რომელთა ელექტრონული ვერსია უკვე არსებობს და ვიმედოვნებ, რომ მალე დაიბეჭდება.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- ალბათ, ყველას ცხოვრებიდან ისეთ თარიღებს გამოვტოვებდი, როგორიც არის 13 ივნისი, როდესაც სტიქიური უბედურება მოხდა, 8აგვისტო, როცა ომი დაიწყო და ასე შემდეგ. ჩემთვის პირადად ასეთი თარიღი შეიძლება არსებობს, მაგრამ რიცხვებს და თარიღებს ვერ ვიმახსოვრებ, შესაბამისად - ვერც დავასახელებ.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- პასუხისმგებლობა, ოკუპირებული ტერიტორია და კიდევ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „საქართველო“.


- რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- მუსიკას ვუსმენ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ომის...


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სადმე, ძალიან მაღალი ადგილიდან გადმოვხტებოდი, ოღონდ გზაშივე უნდა მოვკვდე, გული გამისკდეს ბედნიერად. არ უნდა დავენარცხო და ცოტა ხნით მეგონოს, თითქოს დავფრინავ.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ვისურვებდი, რომ ეთქვა „მარიამ, რა საინტერესო ცხოვრებით იცხოვრე, ყველა ცოდვას გპატიობ“ ან „იმდენად საინტერესო ცხოვრებით იცხოვრე, კიდევ ერთხელ გაძლევ ცხოვრების შანსს“.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?