ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: „ჩემს გრძნობებზე არასდროს ვტირი...“

ზეპირი ანკეტა

24 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მოჭიდავე, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, სრულყოფილი და ღირსეული ოჯახი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- წეღან, აქ რომ მოვედი...


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ბოლოს როდის ვიტირე, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, ის დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს თავზე და ჩემს გრძნობებზე არასდროს ვტირი, უფრო სხვა რომ შემეცოდება და გული ამიჩუყდება, იმ შემთხვევაში თუ ვიტირებ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სიჯიუტე და მიზანდასახულობა. თუკი მიზნად რაიმე დავისახე, ადრე თუ გვიან, მას აუცილებლად შევასრულებ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ზედმეტად ვენდობი ადამიანებს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ამ თემაზე არ მიფიქრია. თავს ვერავისთან გავაიგივებ, რადგან ისტორიული ფიგურები იმდენად დიდ და ღირსეულ საქმეს აკეთებდნენ, რომ მათთან ნამდვილად ვერ მივალ.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ის ადამიანები, ვინც კაცობრიობისთვის კეთილი საქმის კეთებას ემსახურებიან. ისინი, ვინც ადამიანების ინტერესებს იცავენ.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ალუდა ქეთელაური.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ძირითადად, მოგზაურობა მიწევს ხოლმე შეჯიბრებების გამო და ქალაქების დათვალიერების დრო ნაკლებად  მაქვს. ტურისტად კი საფრანგეთში ვიმოგზაურე, ვნახე ღირსშესანიშნავი ადგილები და პატარა თავგადასავლებიც გადამხდა. ამიტომ საფრანგეთში მოგზაურობა ყველაზე კარგად მახსენდება.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ღირსება და როცა მისი საქციელი სიტყვებს შეესაბამება.


- ქალში?
- ქალში უბრალოება და წესიერება მხიბლავს.


- საყვარელი მწერლები?
- ახლა წიგნის კითხვის დრო ხშირად არ მაქვს, თუმცა ჩემი საყვარელი მწერალია ვაჟა ფშაველა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- კლასიკურ ნაწარმოებებს ხშირად ვუსმენ. კომპოზიტორებიდან ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს გამოვარჩევდი.


- ფილმი?
- ფილმის გამოყოფა მიჭირს... ძირითადად, ისტორიული და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმები მიყვარს.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- სპორტულ კარიერაში, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები, ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა. ცხოვრებისეულადაც ეს  ერთ-ერთი წარმატებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. 


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არც ერთს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო ძალიან მიყვარს! ჩემთვის სამშობლო ჩემი ძვირფასი ადამიანები არიან.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ღმერთის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერება...


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- კარგი ბიჭი ხარ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?