ნინო ბასილია: „და მაინც მოვედი“

ზეპირი ანკეტა

26 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კინორეჟისორი ნინო ბასილია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც ჩემ ირგვლივ ახლობელი ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ ბოლო დროს სულ ვიცინი... ბოლო თვეების განმავლობაში იმდენ პრიზს ვიღებ ფესტივალებზე, გამოაცხადებენ თუ არა ჩემს გვარს, უკვე მეცინება.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ამ დილით ვიტირე... რადიოში ვიყავი ინტერვიუზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავდათ მოწვეული თავიანთი ხელნაკეთი ნივთებით. იმდენად გულწრფელები იყვნენ, ისეთი სათნოები, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- არასდროს ვიტყუები.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ეს ნაკლი უკვე რამდენიმე წელია, გამოვასწორე. ზედმეტად მორიდებული ვიყავი და ახლა აღარ ვარ. მგონი, მეორე უკიდურესობაში გადავვარდი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- გამბედაობის თვალსაზრისით, ალბათ, ჟანა დ`არკთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც დილაობით ალაგებს და ხვეტს თბილისის ქუჩებს. ნაგვის მანქანაზე, უკან, ზამთარ-ზაფხულ ორი ადამიანი რომ არის ჩამოკიდებული, აი, ისინი არიან ჩემთვის გმირები... და კიდევ, სამშობლოს თავშეწირული ბიჭები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ამ შემთხვევაში ჩემი გმირია ჩემი ანა კეკელიძე - ჩემი ფილმის მთავარი გმირი. და კიდევ, ჩემი მომდევნო ორი ფილმის გმირი, რომლებზეც გამუდმებით ვფიქრობ.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ამ რამდენიმე წლის წინათ ინდოეთში, ვარანასიში ჩავედი და იქ მივიღე ნამდვილი კულტურული შოკი, რომელიც მანამდე არასდროს განმიცდია. ის იყო ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორი და ხელგაშლილობა. მამაკაცი არ უნდა იყოს ძუნწი.


- ქალში?
- ქალი უნდა იყოს ინტელექტუალური და ცოტა სექსუალურიც.


- საყვარელი მწერლები?
- ასტრიდ ლინდგრენი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- რობერტ შუმანი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.


- ფილმი?
- ძალიან ძნელია, დასახელება... „შერეკილები“. რამდენჯერაც გადის ეკრანზე, იმდენჯერ ვუყურებ.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ ვიარე, ვიარე, ბევრი მთა და ბარი გადმოვიარე და მაინც მოვედი ჩემს პროფესიაში - რეჟისურაში.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი და ჩემი პროფესია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- გათხოვების თარიღი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ჩემი ფეხის, ქუსლის, ტერფის ძირიდან გამოზრდილი და ლოდებს შორის ჩახერგილი ფესვი. წასვლა რომ გინდა და არსად გიშვებს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ომის. 2008 წლის ომის შემდეგ მეშინია ომის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- რამდენიმე ფილმს კიდევ გადავიღებდი და მერე, უშფოთველად, ძილში გავიპარებოდი.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მეგობარო, ერთი კარგი როლი არ გაქვს ჩემთვის?


 

დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.
დღის ჰოროსკოპი

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ულამაზესი ანჯელინა ჯოლის 15 განსაცვიფრებელი როლი

უნდა ვაღიაროთ, რომ ანჯელინას გარეშე ამ ფილმებიდან არცერთი არ იქნებოდა ასეთი საინტერესო და ამაღელვებელი.
საკნატუნო ამბები

სილამაზე თუ?...

უცენზურო კაბებმა მოდის სამყარო დაიპყრო.