დესერტი

ჩვენი ჩურჩხელა და კიდევ 9 ქვეყნის საახალწლო დესერტი

fun time

12:00 კვი. 26 დეკემბერი, 2021 წელი

ტურონი

14
დაკოპირებულია

ჩვენებური ჩურჩხელის და გოზინაყის მსგავსად, ყველა ქვეყანას თავისი საახალწლო ნუგბარი აქვს. 

1. შტრუდელი, ავსტრია

ნამდვილი შტრუდელის დაგემოვნება მხოლოდ ვენაში ან ზალცბურგშია შესაძლებელი, ამ დესერტის პირველ რეცეპტს კი, რომელიც 1696 წელს შეიქმნა, ვენის მთავარ ბიბლიოთეკაში იხილავთ. თავისი არსებობის მანძილზე შტრუდელის რეცეპტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა და ის დღესაც ცომითა და ხილის შიგთავსით მზადდება. დესერტს ხშირად ვანილის ნაყინთან ან ათქვეფილ კრემთან ერთად მიირთმევენ.

2. ტრდლო, ჩეხეთი

პრაღის ქუჩებში უამრავი საცხობი და ჯიხურია, სადაც ამ ფუნთუშას აცხობენ. ტრდლოების გარეშე ამ ქალაქის მონახულება თითქმის წარმოუდგენელია. დესერტი ტკბილი ცომის, კრემის, შაქრისა და დარიჩინისგან მზადდება მზადდება.

3. ფახლავა, თურქეთი

თურქული ფახლავა აღმოსავლური კერძია. დესერტი, რომელიც მე-15 საუკუნეში შეიქმნა, თხელი ცომით, კარაქით, ნიგვზითა და თაფლით მზადდება. თურქეთში მას ძირითადად, ჩაისთან ერთად მიირთმევენ.

4. პავლოვას ტორტი, ავსტრალია და ახალი ზელანდია

ეს დესერტი ცნობილი რუსი ბალერინა ანა პავლოვას პატივსაცემად შეიქმნა და დღეს ავსტრალიური და ახალზელანდიური სამზარეულოს მშვენებაა. ამ ორ სახელმწიფოს დღემდე ვერ გაურკვევია, ტორტი რომელ ქვეყანაში შეიქმნა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს ყველას შეუძლია მიირთვას ეს კენკრით და ათქვეფილი ნაღებით გაფორმებული საოცარი ტორტი.

5. ტირამისუ, იტალია

დაზუსტებით ვერავინ იტყვის იტალიის რომელი რეგიონია ამ გემრიელი დესერტის სამშობლო, თუმცა დღეს მისი დაგემოვნება ნებისმიერ რესტორანში შეგიძლიათ. ტირამისუ იტალიური ინგრედიენტებისგან მზადდება: ყველი მასკარპონე ლომბარდიიდან, ჰაეროვანი სავოიარდის ორცხობილა და ღვინო მარსალა სიცილიიდან შეუდარებელ სინთეზს ქმნის, რომლის გემო არასოდეს დაავიწყდებათ.

6. ტრადიციული პუდინგი, ინგლისი

ამ კერძს თავისუფლად შეიძლება ძველი ინგლისის სიმბოლო ვუწოდოთ, რადგან მას თითქმის ყველა ინგლისურ ოჯახში ამზადებენ და რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემა. პუდინგი ფქვილის, კვერცხის, კარაქის ნაღებისა და ხილისგან მზადდება, მაგრამ ოდესღაც მის შემადგენლობაში ხორციც შედიოდა.

7. მოჩი, იაპონია

მოჩი თეთრი ბრინჯის ფქვილის ბურთულებია, რომლებსაც სხვადასხვა ტკბილ გულსართს უკეთებენ. მოჩის კანფეტებით საახალწლოდ იაპონელები სახლებს და ნაძვის ხესაც კი რთავენ.

8. ჩურჩხელა, საქართველო

ეს გემრიელობა ყურძნის წვენისა და თხილის ან ნიგვზისგან მზადდება. მოჩვენებითი სიმარტივის მიუხედავად, კარგად ვიცით, რომ ჩურჩხელას დამზადების პროცესი რთული და შრომატევადია, მაგრამ შედეგი მასზე დახარჯულ ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

9. ჩიზქეიქი, აშშ

ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დესერტია, რომელსაც დედამიწის ყველა კუთხეში ამზადებენ, მაგრამ აშშ-ში განსაკუთრებით პოპულარულია. გაგიკვირდებათ და დესერტის სამშობლო შეერთებული შტატები კი არა, ძველი საბერძნეთია, სადაც ეს დესერტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში შეიქმნა.

10. ტურონი, ესპანეთი

ეს ესპანური დელიკატესი გემოთი ცნობილ ნუგას კანფეტს წააგავს. ტურონის დაგემოვნება მხოლოდ ესპანეთის ტერიტორიაზე შეიძლება, რადგან მისი დამზადება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოფიციალურად აკრძალულია.

🔰:

დესერტი ცხობის გარეშე - ზოლიანი ტორტი

ნამცხვარი „ბაუნტი“ - ცხობის გარეშე!

ცივი დესერტი

ვაშლის შტრუდელი სამარხვო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი