იცით თუ არა

16 ფაქტი, რომელიც დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა

fun time

14:00 სამ. 27 აპრილი, 2021 წელი

მდინარე ამაზონი

14
დაკოპირებულია

ეს ფაქტები ჩვენი პლანეტის ისტორიას, მეცნიერებას და სტატისტიკას ეხება:

 

➡️ მდინარე ამაზონზე, რომლის სიგრძე 6992 კმ-ია, არც ერთი ხიდი არ აშენებულა;

➡️ ანანასის გაზრდას და დამწიფებას დაახლოებით 2 წელი სჭირდება;

➡️ ავაზას კატისებრთა ოჯახის სხვა მტაცებელი ძუძუმწოვრების მსგავსი ხმების გამოცემა არ შეუძლია, ამიტომ შინაური კატასავით კნავის;

➡️ აშშ-სა და რუსეთს შორის მანძილი 4 კილომეტრია;

➡️ მეცნიერთა შეფასებით, ვირუსები ყოველდღიურად ზღვის ბიომასის დაახლოებით 20% -ს ანადგურებენ;

➡️ ეთიოპიაში მოქმედი კალენდარი ზოგადად მიღებულს 7-ჯერ ჩამორჩება. ამიტომ, ამ ქვეყანაში ახლა 2013 წელია;

➡️ ბეღურასნაირთა რიგის ფრინველი კუდქნარა მსოფლიოში ყველაზე უკეთ ახერხებს ხმების იმიტირებას - ფლეიტიდან დაწყებული, თოფიდან გასროლის და ძაღლის ყეფით დამთავრებული. თანაც ისე, რომ ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია;

➡️ კომპანიების Adidas და Puma– ს დამფუძნებლები ღვიძლი ძმები - ადოლფ და რუდოლფ დასლერები არიან. მათი კომპანიების ოფისები გერმანიაში, გვერდიგვერდ შენობებში მდებარეობს;

➡️ დინოზავრები არ ჭამდნენ ბალახს, რადგან იმ დროს პლანეტაზე ბალახი ჯერ კიდევ არ არსებობდა;

➡️ მზე იმდენად ხმაურიანია, კოსმოსი ვაკუუმის ნაცვლად, ჰაერით რომ გაივსოს, გამუდმებით 125 დეციბელის ხმაურის მოსმენა მოგვიწევს;

➡️ დედამიწაზე არსებული ყველა ჭიანჭველას საერთო წონა უფრო მეტია, ვიდრე ყველა ადამიანის წონა;

➡️ ერთი, საშუალო ძალის ცხენის გაწევის ძალამ შეიძლება 15 ცხენის ძალას მიაღწიოს;

➡️ ტირანოზავრი, რომელიც 64 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, სტეგოზავრს, რომელიც 151 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, ვერ შეხვდებოდა. ამიტომ მათი შებრძოლების სცენის ასახვა არასწორია;

➡️ კომპანია LEGO უფრო მეტ საბურავს აწარმოებს, ვიდრე მსოფლიოში არსებული ნებისმიერი საბურავების კომპანია (მართალია, საქმე სათამაშო მანქანების პატარა საბურავებს ეხება, მაგრამ მაინც საინტერესოა);

➡️ დედამიწაზე ვირთხაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს;

➡️ 3-4 თაობის შემდეგ ადამიანის არსებობის შესახებ ყველას ავიწყდება. რა თქმა უნდა, თუ მან თავი რაღაც განსაკუთრებული მიღწევით არ გამოიჩინა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი