იცით თუ არა

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

fun time

12:00 პარ. 15 მარტი

ჭორაობა სასარგებლოა

14
დაკოპირებულია

არ არსებობს სამსახური, სასწავლებელი ან სამეზობლო, რომ თითო-ოროლა ჭორიკანა ადამიანი არ ერიოს. დიახ, ჭორიკანები ყველგან არიან, თუმცა მათი ეშინიათ და ცდილობენ, მათთან ურთიერთობას თავი აარიდონ. და მაინც, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ზურგს უკან სხვა ადამიანების განხილვა თურმე შეიძლება სასარგებლოც კი იყოს.. 

ამის შესახებ მერილენდისა და სტენფორდის უნივერსიტეტების მკვლევრების მიერ ჟურნალ „Proceedings of the National Academy of Sciences“-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია მოთხრობილი.

კერძოდ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჭორები, ანუ ორ ადამიანს შორის მესამე პირთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა საუკეთესო საშუალებაა ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის.

ადამიანის ბუნება ისე მოწყობილი, რომ ერთმანეთისთვის სიმართლის პირში თქმას ხშირად ვერიდებით, ზურგს უკან კი შეიძლება თავს ამის უფლება მივცეთ. ზოგჯერ, ადამიანზე, რომელსაც სრულიად ვენდობით, ისეთ ინფორმაციას ვიგებთ, რის შესახებაც საზოგადოებაში ხმამაღლა საუბარი მიღებული არ არის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, რადგან ამა თუ იმ ადამიანზე ჩვენს წარმოდგენას უფრო სრულყოფილს და ობიექტურს გახდის.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ჭორაობაზე ვსაუბრობთ და არა - ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც მედლის მეორე მხარეა.

***

მეცნიერებმა კომპიუტერულ მოდელირების საშუალებით სცადეს გაერკვიათ, როგორ გახდა ჭორაობა ადამიანებს შორის ურთიერთობის საშუალება.

კვლევის დროს საინტერესო რამ გაირკვა: ხალხი ცნობილი ჭორიკანას გვერდით მზადაა ჭორაობისთვის. მათ სურთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ სხვა ადამიანების შესახებ და ჭორიკანას კეთილგანწყობა დაიმსახურონ, რათა თავადაც ჭორაობის ობიექტებად არ იქცნენ.

არის კიდევ ერთი დეტალი: სხვა ადამიანებზე ჭორების მოსმენის შემდეგ ადამიანს საკუთარი თავის „გვერდიდან“ დანახვა, საკუთარი ნაკლოვანებების აღმოჩენა და მათი გამოსწორება უადვილდება, რათა მომავალში თავადაც ჭორების და დაცინვის მსხვერპლად არ იქცეს. გამოდის, რომ ჭორაობა ერთგვარი „აღზრდის“ საშუალებაცაა, რომელიც ეგოისტური ქცევისგან გვიცავს.

***

და ბოლოს, გახსოვდეთ ერთი ბრძნული გამონათქვამი ჭორზე: „თუ ზურგში გაფურთხებენ, ესე იგი, თქვენ წინ ხართ!“ - კონფუცი.

ესეც დაგაინტერესებთ:

კონფუცის გამონათქვამები

სოკრატეს ფრაზები

„თუ რამე გტკივა, გაჩუმდი“ - 4 რჩევა აღმოსავლური სიბრძნიდან

გინებას ანესთეზიის ეფექტი აქვს - ოქსფორდის ფსიქოლოგების ახალი კვლევა

წყარო: cmns.umd.edu


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი