იცით თუ არა

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცავს

fun time

16:30 შაბ. 2 მარტი

დიდი პისონია (Pisonia grandis)

14
დაკოპირებულია

ეს სრულიად უნიკალური შემთხვევაა - მცენარე ფრინველს იჭერს და კლავს, მაგრამ არ ჭამს! რა ხდება?

 

ამ ხის სახელია დიდი პისონია (Pisonia grandis), რომელიც ძირითადად, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ატოლებზე (ატოლი - მარჯნის კუნძული, აქვს წრიული (მთლიანი ან წყვეტილი, ზოგჯერ უსწორმასწორო) მოყვანილობა) იზრდება

***

ამ უზარმაზარი ხის გაშლილი ვარჯი ზღვის ფრინველებისთვის ბუდის გასაკეთებლად მშვენიერი ადგილია, თუმცა ადგილის დათმობის სანაცვლოდ, ხე თავის მდგმურებს სიცოცხლეს ართმევს.

როგორ? პისონიას სურნელოვანი ყვავილები როცა იზრდებიან, პატარა ნაყოფებად იქცევიან, საიდანაც საშინლად ბლანტი და წებოვანი წვენი გადმოვა. წებოვანი ნაყოფებისგან თავის დაღწევა იმდენად რთულია, რომ ინგლისელებმა პისონიას ეშმაკის ყბა შეარქვეს.

პისონიას ტოტებზე ჩამომჯდარი ფრინველი სასიკვდილოდ განწირულია - ხის ბლანტი წვენი ფრთებს და ბუმბულს ისე ედება, რომ ფრინველებს აფრენა აღარ შეუძლიათ, შესაბამისად - საკვების მოსაპოვებლად წყალში ჩაყვინთვას ვეღარ ახერხებენ და შიმშილით კვდებიან.

***

მეცნიერები თავს იმტვრევენ უცნაური მკვლელობების მოტივებზე. ფრინველები თესლის გადატანას და ხის გამრავლებას ვერ ასწრებენ, რადგან გაფრენამდე კვდებიან. თუმცა, ყველაზე ძლიერები გაფრენას მაინც ახერხებენ და ბოროტი მასპინძლის წებოვან თესლს ავრცელებენ. პისონიას მიზანიც ესაა.

დაბოლოს - დახოცილი ჩიტები შურისძიებას მაინც „ახერხებენ“ - სასიკვდილოდ განწირული ფრინველების დიდი რაოდენობით სკორე ხეების ქვეშ გროვდება, ამიტომ ატოლების მცხოვრებლები ძვირფასი სასუქის შესაგროვებლად პისონიის ტყეებს ჩეხავენ.

ესეც დაგაინტერეებთ:

რა სჭირდება მცენარეს სიცოცხლისთვის - 10 ოქროს წესი!

ჩრდილის ამტანი მცენარეები

ტყის ხანძრებს ფრინველები აჩენენ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი