იცით თუ არა

6 მარტივი იდეა, რომელმაც პატრონებს მილიონები აშოვნინა

fun time

17:00 ოთხ. 6 იანვარი, 2021 წელი

სულელური იდეები მილიონად

14
დაკოპირებულია

„არადა ამის მოფიქრებას რა უნდოდა“ - თქვენც ბევრჯერ გაგიფიქრებიათ ვიღაცის წარმატებული ბიზნესის შემხედვარეს? 
დღეს სწრედ ასეთ უმარტივეს რამდენიმე იდეას გაგაცნობთ, რომლებმაც იდეის ავტორებს მილიონობით დოლარი მოუტანა. დიახ, ამ ადამიანებს გარკვეულწილად, გაუმართლათ, მაგრამ წარმატება შეიძლება, მოულოდნელი იყოს, თუმცა შემთხვევითი - ნაკლებად!

მილიონი პიქსელი - მილიონი დოლარი

www. milliondollarhomepage. com ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სასაცილო და საკამათო ინტერნეტპროექტია, რომელმაც მის 21 წლის შემქმნელს ალექს ტევს მილიონი დოლარი მოუტანა. იდეა იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოსვლოდა თავში.
კერძოდ, ალექსმა, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლისთვის ფული სჭირდებოდა, ინტერნეტში შექმნა გვერდი, რომელიც შედგება მილიონი პიქსელისგან. ერთი პიქსელის ფასი 1 დოლარია და შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის განათავსოთ. ზოგიერთმა კომპანიამ ათასობით პიქსელი იყიდა, რათა თავისი ლოგო გამოეჩინა.
თავიდან იდეამ არ იმუშავა, მაგრამ შემდეგ ალექსის შესახებ რამდენიმე ვებგვერდმა და გაზეთმა დაწერა და რამდენიმე თვეში თავისუფალი პიქსელი აღარ დარჩა. აი ასე, წარმოუდგენლად მარტივად შეძლო ალექს ტევმა 21 წლის ასაკში მილიონი დოლარის გამომუშავება.
დღეს 36 წლის ალექს ტევი კალიფორნიაში ცხოვრობს , აქვს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Calm, რომელიც შეწფასებულია $1 მილიარდად; თავად ალექსის კაპიტალი კი $100 მილიონს შეადგენს.

მილიონი დოლარი სანტა კლაუსის წერილებში

ამ მართლაც საინტერესო და კრეატიული იდეის ავტორი ბაირონ რიზია, რომელმაც ფულის შოვნა სანტა კლაუსის წერილებით გადაწყვიტა. რიზმა ჩრდილოეთ პოლუსზე, ალასკის შტატში საფოსტო მისამართი იპოვა და მშობლებს, რომლებსაც შვილის სანტა კლაუსის წერილით გახარება სურდათ, 10 დოლარად ამის შესაძლებლობა მისცა. ბაირონმა 12 წლის განმავლობაში სანტას სახელით 200000-ზე მეტი წერილი გაგზავნა, რაც 2 მილიონ დოლარზე მეტ მოგებას ნიშნავს. ინებეთ მილიონის შოვნის კიდევ ერთი ბრწყინვალე და საშინლად მარტივი იდეა.

მზის სათვალე ძაღლისთვის - მილიონის მომტანი იდეა

ეს წმინდა ამერიკული იდეაა - სისულელით ფულის გამომუშავება და მისი ავტორი რონი დი ლულოა. ქალს მილიონიანი იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შენიშნა, რომ მის ძაღლს მზე თვალს ჭრიდა. დი ლულომ გადაწყვიტა შეექმნა კომპანია Doggles, რომელიც შინაური ცხოველებისთვის სათვალეებს აწარმოებდა.

ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail- მა ცხოველის სათვალე 11 ყველაზე სულელური იდეის სიაში შეიტანა, რომელმაც შემთხვევით, მილიონებს გამოიმუშავა. დღეისთვის სათვალეების მწარმოებელი კომპანია მსოფლიოს 16 ქვეყანაში ოპერირებს და 4500 პარტნიორი მაღაზია აქვს. Doggles -მა ხელი მოაწერა ოფიციალურ კონტრაქტს აშშ-ს არმიასთან და სამხედრო ძაღლებს სათვალეებით ამარაგებს.

ბანქო მილიონ დოლარად

FitDeck - იდეა, რომელმაც ყოფილ მეზღვაურს, ფილ ბლეკს რამდენიმე მილიონი დოლარი მოუტანა. გამოიმუშავა. იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბლეკმა ბანქოს დასტა შექმნა, სადაც თითოეულ ქაღალდზე რაიმე სახის ფიზიკური ვარჯიში იყო გამოსახული. თავად ფილი ფიტნეს ინსტრუქტორია, ამიტომ მისმა ბანქოს დასტამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა. ბანქომ, რომელიც აშშ-ში მხოლოდ 18,95 დოლარი ღირს, მხოლოდ 2005 წელს ფილს 4,7 მილიონი დოლარი მოუტანა. ბანქოს დასტასთან ერთად ის DVD დისკებს ყიდდა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ვარჯიშის ტექნიკა. თითქოს შეუძლებელია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვეულებრივ ბანქოს არ შეუძლია ადამიანს მოგება მოუტანოს, მაგრამ ფილ ბლეკის შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა.

კომფორტული ჩანთები ახალბედა დედებისთვის

ახალგაზრდა დედას კრისტი რეინს ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ ბავშვის საფენების ტარება ცალკე ჩანთით უწევდა - ეს მოუხერხებელიც იყო და საფენებიც ფორმას კარგავდა. საკუთარი თავისა და კიდევ ათასობით დედისთვის ცხოვრების გამარტივების სურვილმა კრისტის კომპაქტური, ლამაზი და ელეგანტური Designer Diaper Bags -ის შექმნისკენ უბიძგა. კრისტიმ და მისმა მეუღლემ ჩანთის დიზაინზე ისე მოიფიქრეს, რომ მასში 2-4 საფენი და პატარა „სამოგზაურო ნაკრები“ ეტეოდა. ჩანთებმა კრეატიულ დედიკოს მხოლოდ 2005 წელს, წმინდა მოგების სახით $ 180,000 დოლარი მოიტანა. ამის შემდეგ კრისტის კომპანიამ ჩანთების კიდევ 22 განსხვავებული მოდელი შეიმუშავა.

როცა ჭკუა და კრეატივი სარფიანად იყიდება

ხშირად ადამიანებს საკუთარი პროექტისთვის რაიმე შემოქმედებითი, საინტერესო და ადვილად დასამახსოვრებელი სახელის შერჩევა უნდათ, რაც ადვილი სულაც არაა. რას იტყვით იმაზე, რომ ეს საქმე სხვა, უფრო გამოცდილ ადამიანებს მიანდოთ? როგორც გაირკვა, ასეთი მომსახურეობა საკმაოდ მოთხოვნადია და ბევრი ადამიანი სარგებლობს. უამრავი კომპანია მზადაა ხელსაყრელი სახელის მისაღებად PickyDomains -ის კართან გრძელ რიგში დადგეს და მოთმინებით ელოდოს. დღეისთვის, კომპანიის მომსახურეობა ანუ პროექტისთვის ლამაზი სახელის შერჩევა სულ რაღაც 50 დოლარი ღირს, სახელი და ლოზუნგი ერთად კი 75 დოლარი.
პროექტმა PickyDomains -ის დამფუძნებლებს უკვე მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

💲💲💲

დიახ, უმარტივეს და ზოგჯერ აბსურდულ იდეებსაც კი შეუძლია ფინანსური მოგების მოტანა. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომელსაც სიცოცხლე გაძლევთ. თუნდაც თქვენი იდეა ერთი შეხედვით სულელურად მოგეჩვენოთ, ცდა მაინც ღირს. რა იცით, იქნებ მორიგი მილიონი სწორედ თქვენია?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი