იცით თუ არა

ინა თუ ინოკენტი - როგორ ჩაატარეს სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია სსრკ-ში?

fun time

18:00 კვი. 23 მაისი, 2021 წელი

სსრკ-ში სექსის შეცვლის
პირველი ოპერაცია

14
დაკოპირებულია

1972 წლის 5 აპრილს  სსრკ-ში სქესის შეცვლის ოპერაცია  ჩატარდა. მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად, ქალი მამაკაცად „გადაკეთეს“. ოპერაცია საბჭოთა ქირურგმა ვიქტორ კალნბერზმა ჩაატარა, თუმცა მოგვიანებით,  სოციალისტური სისტემის საწინააღმდეგო ქმედებისთვის ექიმი დაისჯა და ასეთი ოპერაციების ჩატარება 17 წლის განმავლობაში აეკრძალა.

ყველაფერი 1968 წელს დაიწყო. იმ დროისთვის მსოფლიოში სქესის შეცვლის მხოლოდ ოთხი ოპერაცია იყო ჩატარებული და ყველა ჰერმაფროდიტის შექმნით დასრულდა. მაგალითად, ქალმა, რომელიც თავს მამაკაცად გრძნობდა, პენისი მიიღო, მაგრამ ქალის რეპროდუქციული სისტემა და დაორსულების უნარი შეინარჩუნა.

30 წლის ინა ლამაზი ქალი იყო, შესანიშნავი აღნაგობით და მამაკაცური, ტექნიკური აზროვნებით, რის გამოც ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ.

თავის სხეულში ინა თავს ისე გრძნობდა, როგორც ციხეში. უიმედო და უპასუხო სიყვარულის გამო ინას თვითმკვლელობის სამი მცდელობა ჰქონდა. მრავალწლიანი ტანჯვის შემდეგ ინამ გადაწყვიტა, დახმარებისათვის ექსპერიმენტების მოყვარული ცნობილი ბიოლოგისთვის, პროფესორ დემიხოვისთვის მიემართა.

დემიხოვი მსოფლიო ტრანსპლანტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან 1946 წელს, მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად, ძაღლს მეორე გული წარმატებით გაუნერგა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ გულისა და ფილტვის სისმტემის მთლიანად ჩანაცვლება შეძლო. სენსაციური მიღწევების მიუხედავად, დემიხოვს ადამიანებისთვის ოპერაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა.

როდესაც ინამ დახმარებისთვის მიმართა, პროფესორი იძულებული იყო გოგონასთვის უარი ეთქვა, მაგრამ რიგის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორ ვიქტორ კალნბერზთან შეახვედრა. კალნბერზი იმით იყო ცნობილი, რომ უბედური შემთხვევის ან ამპუტაციის შედეგად დაკარგულ პენისებს აღადგენდა.

ტექნიკურად, ინასთვის ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი იყო, თუმცა წარმატებული ოპერაცია სქესის სრულ შეცვლას ანუ საშვილოსნოს და საშოს მოცილებას გულისხმობდა. სსრკ-ში ასეთი ოპერაცია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის გამო შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

ინას ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა. ფსიქიატრების დასკვნის თანახმად, ჰიპნოზი და ჰორმონები უძლურია და თუ ინა სომატურად მამაკაცი არ გახდება, ადრე თუ გვიან თავს მოიკლავს... და ოპერაცია დაინიშნა.

როდესაც ინა საოპერაციო მაგიდაზე მოათავსეს, ქირურგებმა მისი ულამაზესი სხეულისთვის სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება ვერ შეძლეს და ოპერაცია გაუქმდა. კალნბერზის ასისტენტს, ლეოპოლდ ოზოლინს საიდუმლო დავალება მისცეს - მას „გზააბნეული“ ქალისთვის ფსიქოთერაპიის სეანსი უნდა ჩაეტარებინა და თავი შეეყვარებინა.

ინასთან შეხვედრამდე სიმპათიურ ექიმს სასიყვარულო ფრონტზე მარცხი არასოდეს განუცდია, მაგრამ ინა პირველი იყო, ვისაც თავი ვერ მოაწონა. ალბათ იმიტომ, რომ ინა ქალი მხოლოდ გარეგნულად იყო.

პაციენტს ლეოპოლდის მხრიდან მისი მოხიბვლის მცდელობებზე რეაქცია არ ჰქონდა და დეპრესიაში იძირებოდა. როდესაც მან საძილე აბების შეგროვება და დამალვა დაიწყო, კალნბერზი მიხვდა, რომ ლოდინი აღარ შეიძლებოდა.

ოპერაციის პირველი ეტაპი 1970 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა. პირველ რიგში, მუცლის წინა კედლის ქსოვილებიდან პენისი შექმნეს, შემდეგ კი სარძევე ჯირკვლები ამოიღეს. ბოლო ეტაპზე მოხდა საშვილოსნოს ამპუტაცია.

1972 წლის აპრილში ინამ ოცნება აისრულა და მამაკაცის სახელის მიიღო. კალნბერზმა პაციენტს ფსევდონიმად ინოკენტი შეარქვა, ნამდვილი სახელი კი საიდუმლოდ დარჩა.

„ინოკენტი“ საავადმყოფოს ავტოფარეხში ადგილობრივ მძღოლებს დაუმეგობრდა. ის ეწეოდა, სვამდა და მამაკაცთა საზოგადოებით ტკბებოდა. რაც მთავარია, „ინოკენტი“ მალე ქალებშიც პოპულარული გახდა და ექვსი თვის შემდეგ ბედნიერად იქორწინა. ინა-ინოკენტიმ შესანიშნავი ოჯახი შექმნა. ერთადერთი პრობლემა მისი ცოლის ეჭვიანობა იყო - მისი ლამაზი ქმარი ძალიან ბევრ ქალს იზიდავდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა