სამარხვო რეცეპტები

უხორცო წვნიანი პიტნით

fun time

14:00 ოთხ. 23 მარტი, 2022 წელი

უხორცო წვნიანი პიტნით

14
დაკოპირებულია

სწორად შერჩეული ბოსტნეული, დაბალანსებული სანელებლები და, რა თქმა უნდა, პიტნა, რომელსაც მხოლოდ მოსართავის ფუნქცია არ აქვს - ეს წვნიანი თქვენს სამარხვო მენიუს გადაახალისებს.

საჭირო პროდუქტი:

  • ბოსტნეულის ბულიონი - 1 ლ
  • სტაფილო - 1 ც
  • მწვანე ხახვი - 0.5 კონა
  • კარტოფილი - 4 ც
  • თეთრი კომბოსტო - ნახევარი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიახური - 1 ც
  • ნიორი - 3 კბილი
  • ბარდა - 100 გრ
  • პიტნა - 0.5 კონა
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. წამოადუღეთ ბოსტნეულის ბულიონი ღრმა ქვაბში.

2. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, სტაფილო, კარტოფილი და ნიახური. ჩაყარეთ ბოსტნეული (კარტოფილის გარდა) ბულიონიან ქვაბში.

3. აცადეთ წამოდუღება და ჩაყარეთ კარტოფილი. ხარშეთ ბოლქვების დარბილებამდე.

4. ახლა ჩაყარეთ ბარდა და დაჭრილი კომბოსტო. დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი.

5. დაასხით თითო-თითო ულუფა თეფშებზე და მორთეთ პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!

უკრაინული „რასოლნიკი“ - ვისაც მომჟავო გემო მოსწონს

თევზის „უხა“ - ძალიან სასარგებლო წვნიანი

წვნიანი ბრინჯით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი

სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი...

უკრაინული დრიანიკი